დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 პარ. 22 იანვარი, 2021 წელი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ოჯახში სასიამოვნო ემოციური გარემო წარმატებულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. სურვილსა და რეალობას შორის მუდმივი რყევების გამო, გამორიცხული არ არის, რომ გასავალმა შემოსავალს გადააჭარბოს.

კურო

ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თქვენი ტაქტი და მოთმინება ხელს შეუწყობს ოჯახში ნდობისა და კომფორტით სავსე ატმოსფეროს შექმნას. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. ერიდეთ დიდი ოდენობით საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას. ამას არასასურველი შედეგები მოჰყვება.

ტყუპები

წინააღმდეგობრივი დღეა. ფრთხილად იყავით, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო, ერიდეთ ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. კარიერულ კიბეზე მოსალოდნელია გარკვეული გადაადგილება. ფარული მტრების ჭორებისა და ინტრიგების გამო უსიამოვნებები გელით. მოერიდეთ გუნდურ მუშაობას. ამ დღეს კონფიდენციალური ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ ახლობელ ადამიანებთან.

კირჩხიბი

მოსალოდნელია მცირე კამათი, რომელსაც სასურველია, რომ არ ჩაუღრმავდეთ, რადგან ამას ყოველთვის არასასურველი შედეგები მოჰყვება. შესაძლებელია განაახლოთ მეგობრობა მათთან, ვისთან ურთიერთობაც ადრე რატომღაც არ გამოვიდა. უსიამოვნებებს ძირითადად, ახლობელი ადამიანების ან ძველი ნაცნობების დახმარებით გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში სასურველია დასვენება.

ლომი

მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა თქვენგან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. ბედს ნუ დაემდურებით: როცა ამდენი მოგეცათ, კიდეც უნდა გასცეთ.

ქალწული

ყველა სახის ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. ალბათ რამდენიმე ახალი საქმიანი ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველის გამოჩენა და მაცდური შეთავაზების მიღება. თანხმობის მიცემას ნუ იჩქარებთ. ნუ იჩქარებთ შეთანხმებას. თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, გამოცდილი კოლეგების რჩევებს უნდა ენდოთ.

სასწორი

რთული და წინაღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ორმაგი მახასიათებელი აქვს. უსაფუძვლო ოპტიმიზმით სავსე ხართ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებას ეცდებით, თუმცა ეს ცუდი იდეაა. საქმის წარმატება მჭიდრო კავშირშია შესამჩნევად გაზრდილ მატერიალურ მოთხოვნილებებთან. პრობლემების მოგვარებას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებებით ცდილობთ, მაგრამ უახლოეს მომავალში ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მორიელებისთვის. თუ ძალიან მოინდომებთ, შესაძლოა, რაღაც უჩვეულოსა და გამორჩეულის შექნა შეძლოთ. ამ დღეს პლანეტები ხელს უწყობს აღმოჩენებს და გამოგონებებს. თქვენსა და გარშემომყოფებს შორის ურთიერთობა თბილი და მეგობრულია.

მშვილდოსანი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ერიდოთ, რადგან მერკურის გავლენა თქვენს ცხოვრებაზე არასტაბილურია - მოგება ისევე მოსალოდნელია, როგორც წაგება. ჯერ კიდევ არსებობს კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით წინსვლის შანსი. დღის მეორე ნახევარში არაკეთილმოსურნე ადამიანების ჭორებისა და ცილისწამების გამო მოსალოდნელია პრობლემები. გირჩევთ, ამ ადამიანებს არ ენდოთ.

თხის რქა

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ნებისმიერ საქმეში წარმატებას უზრუნველყოფს. თხის რქა ქალები მამაკაცს ადვილად ხიბლავენ, მაგრამ თქვენი მოთხოვნები და პრეტენიები შეიძლება ურთიერთობის გაგრძელებისთვის დაბრკოლებად იქცეს. თხის რქა მამაკაცებს ვურჩევთ მცირე ოჯახური წვეულება მოაწყონ და ახლობელ ადამიანებს სიყვარულში გამოუტყდნენ.

მერწყული

დაძაბული დღეა. დაგეგმილი შეხვედრები, მოლაპარაკებები ან მივლინებები უშედეგოდ ჩაივლის. მოსალოდნელია კონლიქტი, ამიტომ გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ - ბევრი რამ მხოლოდ თქვენზე არ არის დამოკიდებულია.

თევზი

ძალიან საშიში დღეა. ეცადეთ, მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს და თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური შრომისგან. ამ დღეს გადაღლა საშიშია, რადგან თქვენი სასიცოცხლო ძალები იკლებს. ნებისმიერი ნაკაწრი, რომელიც შეიძლება სხეულზე აღმოაჩინოთ, შეიძლება პრეობლემად იქცეს, რომ აღარაფერი ვთქვათ სერიოზულ დაზიანებაზე. მომავალ კვირას მზად იყავით პრობლემებისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge