25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:53 პარ. 24 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღეს ვარსკვლავები სიყვარულის სფეროში წინსვლას და წარმატებასა გპირდებიან, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მიწაზე მყარად დგახართ და ღრუბლებში არ დაფრინავთ.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმართაობამ შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს, რაც თქვენს საოჯახო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.
დიდი შესყიდვები ჯობს რამდენიმე კვირით გადადოთ. მოერიდეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას, კრედიტის აღება ან დოკუმენტებზე ხელმოწერას — არსებობს მოტყუების საფრთხე. საღამოს მოსალოდნელია ინციდენტები ან სიახლეები, რომლებიც თქვენი ემოციური მდგომარეობისა და განწყობისთვის არცთუ სასიამოვნო იქნება.
კურო
დროა, რომ თქვენი რომანტიკული ბუნება გამოავლინოთ და საყვარელ ადამიანს თქვენი საუკეთესო თვისებები აჩვენოთ. ეს დღე ცხოვრებაში მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. არ შეგეშინდეთ! მთავარია, საკუთარ ინტუიციას ენდოთ და საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყოთ.
ხელსაყრელი დროა პროფესიულ კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად — იქ ბევრ ახალსა და საინტერესოს შეიტყობთ. შეიძლება უეცრად ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდეს — მიმზიდველ შემოთავაზებებს ნუ უარყოფთ!
ტყუპები
ვარსკვლავბი გირჩევენ, რომ შაბათი-კვირა საინტერესო ადგილას გაატაროთ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ — ეს ახალი შთაბეჭდილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
მოერიდეთ სამსახურებრივ რომანს, რომელიც ჭორებისა და უსიამოვნებების მიზეზი გახდება. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ელაპარაკებით ადამიანებს და ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.
ფინანსური სირთულეების პერიოდი თანდათან სრულდება და მალე შეძლებთ მიიღოთ ის, რაც ცოტა ხნის წინ მიუწვდომელი გეგონათ.
კირჩხიბი
ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად ხელსაყრელი დროა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს და ცხოვრების თანამგზავრს აქტიურად ეძებს.
მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავთ, ურთიერთობაში სტაბილურობა აქვთ, თუმცა მოსალოდნელია უმნიშვნელო უთანხმოება. იყავით ტოლერანტული განსხვავებული აზრის მიმართ.
სამსახურში მოერიდეთ კონფლიქტებს, თორემ შეიძლება ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა დაკარგოთ.
მეტი იმოძრავეთ — ფიზიკური აქტიურობა ფორმის შენარჩუნებაში და ნერვული დაძაბულობის განმუხტვაში დაგეხმარებათ.
ლომი
ამ დღეს შეიძლება შეგამჩნიოთ ადამიანმა, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, თუმცა ამ ეტაპზე რომანის დაწყების შანსი მცირეა.
ახლობელთა რჩევებს ნუ უგულებელყოფთ — თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ და ოჯახის წევრებს არ გაესაუბრეთ, დაპირისპირებას თავიდან ვერ აიცილებთ.
მოერიდეთ სხვის საქმეებში ჩარევას - ამას შეიძლება კოლეგებთან ან ხელმძღვანელთან დაპირისპირება მოჰყვეს. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის.
ქალწული
თქვენი სითბო, გულწრფელობა და თვითშეწირვის უნარი სიყვარულში წარმატებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად, ზრუნვისა და ყურადღების გამოსახატავად.
ეცადეთ, კონფლიქტები და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ — დიპლომატია და კომპრომისის ძიება თქვენი საუკეთესო იარაღია.
ფინანსური ოპერაციები წარმატებით ჩაივლის. საღამოს დაღლილობას იგრძნობთ, რაც ემოციური დაძაბულობითაა გამოწვეული. ეცადეთ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.
სასწორი
თქვენი მფარველი პლანეტა, ვენერა, საყვარელი ადამიანის პოვნაში აუცილებლად დაგეხმარებათ!
დაოჯახებულ სასწორებს სასიამოვნო აღმოჩენები ელით. სავარაუდოდ, პარტნიორში ისეთ ღირსებებს აღმოაჩენთ, რომლებზეც აქამდე არაფერი იცოდით.
დაგეგმეთ თქვენი საქმეები და დასვენება ისე, რომ ყველაფერი მოასწროთ და ცხოვრებით დატკბეთ.
მოერიდეთ გაუმართლებელ ხარჯებს.
შესაძლოა, განწყობა გაუარესდეს და მოგეჩვენოთ რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
მორიელი
ეს პერიოდი სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არახელსაყრელია — ახლა დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, იმედგაცრუებით დასრულდება.
მოაწესრიგეთ თქვენი საცხოვრებელი, შეიძინეთ ახალი ავეჯი და შექმენით სითბოსა და სიმყუდროვის განცდა. სამსახურში დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელით — შესაძლებელია, ახალი თანამოაზრეები იპოვოთ, რომლებიც ბევრ სასარგებლო საქმეს გასწავლიან.
ეს დღე ხელსაყრელია ახალი გეგმების განხორციელებისთვისაც — იღბალი აშკარად თქვენს მხარესაა.
საღამოს მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილი, ამიტომ ეცადეთ დღის განმავლობაში არ გადაიღალოთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი გრძნობები ქმედებებით განამტკიცოთ. თქვენი განწყობა ოჯახურ სიმყუდროვესა და გარემოზეა დამოკიდებული, ამიტომ დროა ინტერიერის განახლებაზე იზრუნოთ. შესანიშნავი დღეა აქტიურობისა და საკუთარი პროექტების წარმოსაჩენად — ახლობლები და ხელმძღვანელობა მხარს დაგიჭერენ.
ეს დღე განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც მიზნად ფინანსურ სარგებელს ისახავს და იცის, როგორ მიაღწიოს ამას.
დროა ინიციატივა გამოიჩინოთ, თამამად იმოქმედოთ და ბედი გაგიღიმებთ. მოერიდეთ ურთიერთობას აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან.
თხის რქა
თუ გრძნობთ, რომ რუტინამ დაგღალათ, აიღეთ შვებულება და საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრეთ.
სამსახურში დიდი დრო დაგჭირდებათ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა შედეგი, შესაძლოა, არახელსაყრელი იყოს. ჯობია ყურადღება გაამახვილოთ იმ პროექტებზე, რომლებიც ხელმძღვანელობამ ახლახან დაგავალათ.
სპონტანურმა და დაუფიქრებელმა ხარჯებმა შეიძლება მომავალში უსიამოვნო შედეგები მოიტანოს.
შესაძლოა, ამ დღეს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, ასე რომ ყურადღებით იყავით.
დამქანცველი კვირის ბოლოს ძალები თითქმის ამოგეწურათ და დასვენება გჭირდებათ როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.
მერწყული
ამ დღეს შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად პიკნიკზე წახვიდეთ ან სახლში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. მოსალოდნელია სიახლე ახლობლისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. პარტნიორის დატვირთული გრაფიკი და ყურადღების ნაკლებობა გაღიზიანებთ, რასაც შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ამ დღეს შესაძლოა, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, თუმცა ნუ აიღებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე შეგიძლიათ დაძლიოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. შეგიძლიათ გულწრფელად ესაუბროთ გრძნობებზე და სიახლეები გაუზიაროთ.
ამ დღეს ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება.
შესანიშნავი დროა საქმიანი კავშირების გასაფართოებლად და ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის დასაწყებად. მალე გაიგებთ, ვინ შეიძლება კარიერულ წინსვლაში დაგეხმაროთ.
ჯობს, თავი შეიკავოთ სესხის აღებისგან. ეს დღე სავსეა სარისკო სიტუაციებით. განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს მართებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან