დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:25

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ თქვენი საქმიანი თვისებები გამოავლინოთ და ხელმძღვანელობის მოწონება დაიმსახუროთ.
გირჩევთ ოჯახთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ - შექმნილ ვითარებაში სხვისი რჩევა არ გამოგადგებათ.
შესაძლოა, მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა მოგიწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის, შემოწმებისთვის მოემზადეთ და ხარვეზები გამოასწორეთ.
საშოპინგოდ არახელსაყრელი დღეა - მერკური მთლიანად დაბლოკილია სატურნის მიერ, ამიტომ მხოლოდ დროს დაკარგავთ.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, სწორად იკვებეთ და ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

კურო

ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. ახალი გამოცდილება თავდაჯერებას შეგმატებთ, რაც საპირისპირო სქესისთვის უფრო მიმზიდველს გაგხდით.
ნუ დაკარგავთ დროს უმნიშვნელო საკითხებზე და ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან უმნიშვნელოზე გადაგატანინონ.
სავარაუდოდ, მეზობელი ან კოლეგა პრეტენზიებით მოგმართავთ, მაგრამ ეცადეთ, საკუთარი პოზიცია დაიცვათ. ფინანსური თვალსაზრისით სახიფათო დროა - ნუ დადებთ გარიგებებს, ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს და მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელს ნუ მოაწერთ.
ამ დღეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა ემოციური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ამიტომ უსიამოვნო სიურპრიზები არ გელით.

ტყუპები

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის ხიფათს აგარიდებთ. საყვარელ ადამიანთან მცირე უთანხმოება და უმნიშვნელო საკითხზე კამათი გელით.
ნუ დაიწყებთ ისეთ საქმეს, რომლის სწრაფად და წარმატებით დასრულებაც არ შეგიძლიათ. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს ამ პერიოდში - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.
მოვლენათა ხელსაყრელმა განვითარებამ შეიძლება ფინანსური სურათი მალე გააუმჯობესოს.
საღამოს ფეხით სიარული ან მსუბუქი ვარჯიში თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

კირჩხიბი

დიდი ხანია, ვიღაცის ყურადღების ობიექტი ხართ და შესაძლოა, მალე რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოს.
დღეს პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია და იღბალიც გწყალობთ, ამიტომ ოჯახური ურთიერთობებიც სტაბილურია და მნიშვნელოვან დებატებშიც წარმატება გელით.
თუ სამსახურში უფროსს თქვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობების დაკისრება ჩვევად ექცა, სამსახურის შეცვლაზე უნდა იფიქროთ.
თუ უსარგებლო ნივთებში დიდი ფულის გადახდას არ გადაეჩვევით, შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს.
გირჩევთ, თქვენი ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომები წინასწარ მიიღოთ, რადგან ფული შესაძლოა, მოულოდნელ ვითარებაში დაგჭირდეთ.

ლომი

რადიკალური ცვლილებები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ, ბედისწერის მიერ თქვენთვის მომზადებული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ!
დღეს ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ოჯახური შეხვედრის გამართვა და ბოლო დროს დაგროვილი პრობლემების განხილვა დასჭირდება. კარგი იქნება, თუ მომხდართან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრებას მოისმენთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროდადრო კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და ძალები ახალ საქმეში მოსინჯოთ. ბანკიდან სესხის აღებისთვის არახელსაყრელი დროა. ამაზე ვარსკვლავების გარდა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაც მიუთითებს.
ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. მოერიდეთ ცხიმიან, შემწვარ და ცომეულ პროდუქტებს.

ქალწული

სასიყვარულო ურთიერთობა, რომელსაც დიდხანს მალავდით, შეიძლება გამჟღავნდეს, თუმცა ეს აღარ გაღელვებთ, რადგან მისი მალვით დაიღალეთ.
ამ დღეს ურთიერთობაში უფრო მოსმენისთვის ხართ განწყობილი, ვიდრე საუბრისთვის და ცდილობთ, თანამოსაუბრეს ანგარიში გაუწიოთ.
დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის ხელსაყრელი დროა. შეგიძლიათ საუნაში წახვიდეთ ან მასაჟი ჩაიტაროთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ სახლში დარჩებით და კარგად გამოიძინებთ.
დროა გასული თვე შეაფასოთ და სამომავლო გეგმები დაისახოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირადი ცხოვრების მეგობრებთან და ნაცნობებთან განხილვას მოერიდოთ. ნუ მისცემთ ჭორიკანა ადამიანებს საშუალებას, თქვენს ცხოვრებაში შემოიჭრან.
მოერიდეთ სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებას და თავისუფალი დრო სახლის საქმეებს დაუთმეთ.
ამ დღეს სესხის აღება არასასურველია - ეცადეთ, თანხები სხვა წყაროდან მოიძიოთ.
თუ თვითიზოლაციის შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, დაუყოვნებლივ გამოიყენეთ. ეს საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ, აქტუალური საკითხები განიხილოთ და გონივრული დასკვნები გამოიტანოთ.

მორიელი

გირჩევთ, თქვენი ზრუნვა და რჩევები თავზე არავის მოახვიოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სიხარულს მოგიტანთ ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას გაგიუმჯობესებთ. ოჯახის წევრებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ, თქვენ კი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. სავარაუდოდ, სამსახურში დამატებითი მოვალეობების შესრულება მოგიწევთ - მიზეზი კოლეგის ავადმყოფობა ან გათავისუფლება იქნება.
ვიღაც ეცდება საეჭვო ბიზნესში ჩაგითრიოთ, რამაც შეიძლება იურიდიული პრობლემები შეგიქმნათ.
გამოიყენეთ დღის დადებითი ენერგია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!

მშვილდოსანი

მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბრები — აი, რა გჭირდებათ! ეს რჩევა მხოლოდ მარტოხელა კი არა, დაოჯახებულ მშვილდოსნებსაც ეხებათ.
დაგროვილი პრობლემების მოგვარება გარკვეულ ფინანსურ ინვესტიციას მოითხოვს.
ნუ გაუზიარებთ სხვებს თქვენს გეგმებს - ეს მათ განხორციელებას შეაფერხებს. ეს რჩევა გაითვალისწინეთ კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას.
შესაძლოა, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ, რომლებიც სისტემურ ან მეთოდურ მუშაობას მოითხოვენ.

თხის რქა

თუ მარტოხელა ხართ, გირჩევთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და თქვენი მომხიბვლელობა სრულად გამოავლინოთ!
თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელიც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენს და ამის გამო შესაძლოა, უაზრო ჭორების სამიზნე გახდეთ.
კოლეგებთან კამათის ნაცვლად, ეცადეთ, მათ მოსაზრებებს ყურადღებით მოუსმინოთ და სიტუაციას ახალი თვალით შეხედოთ.
აკონტროლეთ წონა და შეამოწმეთ სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონე, რათა სერიოზული დაავადებები თავიდან აიცილოთ.

მერწყული

პლანეტების განლაგება ორმხრივად მოგებიანი ურთიერთობის დასაწყისს გპირდებათ.
თუ პარტნიორი მოახერხებს და კამათში ჩაგითრევთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
დღის განმავლობაში ბევრი ცვლილება გელოდებათ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ქველმოქმედებისთვის შესაფერისი დღეა. თუ ზედმეტი ფული გაქვთ, შეგიძლიათ ის საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. გირჩევთ, სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წახვიდეთ, თბილი აბაზანა მიიღოთ და დაისვენოთ. ახლა სწორედ ოჯახური გარემოა ის, რაც ყველაზე მეტად დაგამშვიდებთ და გაგაძლიერებთ.
ნუ იდარდებთ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის - ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ შეცდომები გამოასწოროთ.

თევზები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შემთხვევით ნაცნობობას ან ძველი ურთიერთობების განახლებას მოერიდოთ რადგან ეს, გულის ტკენის გარდა, არაფერს მოგიტანთ. სახლში და სამსახურში რთული და დაძაბული დღე გელით. ნუ იკამათებთ უფროსთან - შეიძლება თქვენი თვალსაზრისი მცდარი იყოს, თანაც სამსახურში კონფლიქტი არაფერში გჭირდებათ.
წარუმატებლობაზე ნუ წუწუნებთ - ეს მხოლოდ დროებითი სირთულეა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge