12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:57 შაბ. 11 ოქტომბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასიყვარულო საქმეებში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება, თუ თავად არ გადაწყვეტთ, რომ პირად ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია!
დღეს თქვენში ფულის ხარჯვის სურვილი გაიღვიძებს, ესე იგი, დროა, მაღაზიებში გაისეირნოთ!
თუ გრძნობთ, რომ მუდმივად ჩქარობთ და ჭამის დროც კი არ გრჩებათ, ყველანაირად ეცადეთ ტემპი შეანელოთ, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
კურო
უახლოესი დღეები უამრავ ახალ ადამიანს შეგახვედრებთ და ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო გახდება!
თუ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოთ. ამ პერიოდში შანსი გაქვთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.
არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ დაპირებები – შესრულება გაგიჭირდებათ.
მოერიდეთ ღამის საათებში ჭამას – არსებობს წონის სწრაფად მომატების რისკი.
ტყუპები
თუ მოგზაურობა გქონდათ დაგეგმილი, თამამად შეგიძლიათ გზას დაადგეთ — მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.
ეს დღე ბედნიერი დამთხვევებითა და კარგი ამბებით გაგახარებთ.
კომერციულ და საქმიან სფეროში წარმატება მოლაპარაკებების სწორად წარმართვის უნარზეა დამოკიდებული.
ეცადეთ, სამომხმარებლო სესხებით არ ისარგებლოთ და ყოველთვის იქონიოთ თანხა მარაგში.
არაფერია ცუდი იმაში, რომ მეგობარს ან ფსიქოლოგს დახმარება სთხოვოთ — ეს ადამიანი თქვენს სულს იმ სიმშვიდეს დაუბრუნებს, რომელიც დიდი ხანია გაკლდათ.
კირჩხიბი
თქვენი გულგრილობისა და ცივი დამოკიდებულების გამო მალე ინანებთ, რადგან მიხვდებით, რომ თქვენი თაყვანისმცემელი ძალიან საინტერესო ადამიანია.
გირჩევთ, ახლობლებთან ურთიერთობა შეზღუდოთ და ემოციები აკონტროლოთ - გამორიცხული არ არის, რომ თქვენი დაუფიქრებელი სიტყვების გამო ურთიერთობები გაფუჭდეს.
მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც დიდ იმედგაცრუებას მოგიტანთ.
ლომი
ურთიერთგაგების ნაკლებობის გამო, ამ დღეს საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია პრობლემები.
ბოლო დროს ღრუბლებში დაფრინავთ და დროა მიწაზე დაეშვათ, რათა რეალურ სამყაროს დაუბრუნდეთ.
პასუხისმგებლობით მოეკიდეთ გავლენიან ადამიანებთან შეხვედრებს და ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.
მთვარისა და იუპიტერის შემოქმედებითი კავშირი საშუალებას მოგცემთ, რთულ სიტუაციაში ორიგინალური გამოსავალი იპოვოთ.
სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი ემოციურობა საგრძნობლად მოიმატებს, რამაც შეიძლება პარტნიორი გააღიზიანოს.
ქალწული
ძალიან მალე მოხდება ცვლილება უკეთესობისკენ და ეს სრული მოულოდნელობა იქნება!
ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და უხეშობისგან თავი შეიკავოთ, რადგან ეს შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ფრთხილად იყავით საბუთებთან მუშაობისას – მოგიწევთ, თქვენი შეცდომით გამოწვეული ზარალი თავად აანაზღაუროთ.
ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენებისთვის საჭირო კავშირების დასამყარებლად.
სასწორი
ამ დღეს მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს.
ბედისწერა იზრუნებს მათზე, ვინც ნამდვილ სიყვარულს ეძებს და დააყენებს გზაზე, რომელიც ახალ და საინტერესო ურთიერთობამდე მიიყვანს.
ამ დღეს თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა შესაძლოა არასტაბილური იყოს, ამიტომ სტრესის თავიდან ასაცილებლად აქტიურ დისკუსიებში ჩართვას უნდა მოერიდოთ.
ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდეთ.
არ დაიზაროთ ფიზიკური აქტივობა - ყოველდღიური ვარჯიში ენერგიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
საყვარელი ადამიანი მზად არის, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგიწიოთ - ვარსკვლავები გირჩევენ, იმავეთი უპასუხოთ.
დღეს იღბალი თქვენს მხარეს იქნება.
პროექტებს, რომლებიც დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდეთ ისე სწრაფად და ადვილად დაასრულებთ, რომ თავად გაგიკვირდებათ, რატომ ადრე არ დაიწყეთ.
არავის ასესხოთ ფული — დიდი ალბათობით ვეღარ დაიბრუნებთ.
მოერიდეთ მარილიან ან შებოლილ საკვებს, რათა კიდურების შეშუპებამ არ შეგაწუხოთ.
მშვილდოსანი
თქვენ მომხიბვლელი, გონიერი და ენერგიული ხართ, ამიტომ ვარსკვლავები უჩვეულო ადამიანთან დაგაკავშირებენ.
თ დაოჯახებული ხართ, ამ დღეს ეცადეთ, ოჯახურ ურთიერთობებში დაძაბულობა თავიდან აიცილოთ და ბავშვების საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
გააზრებულად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ გადაწყვეტილებების მიღებისას.
მოსალოდნელია დამატებითი ფინანსური შემოსავალი მოსალოდნელია.
ხელსაყრელი დროა სტომატოლოგთან ვიზიტისა ან ექიმთან პროფილაქტიკური შემოწმებისთვის.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით მარტო დარჩეთ, რათა საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობას უკვე ბევრი გამოცდა ჩაუბარებია და ახლაც თუ მზად ხართ ერთმანეთის პატიებისთვის, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.
არ დაუშვათ საქმეების დაგროვება, თორემ უახლოეს ხანებში დასვენება არ გიწერიათ.
შესაძლოა, დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი ისეთ საქმეებს დაუთმოთ, რომლებსაც შუა გზაზე მიატოვებთ.
ნუ განახორციელებთ ფინანსურ ოპერაციებს ან შესყიდვებს, თუ ისინი წინასწარ დაგეგმილი არ გაქვთ.
ეს დღე დიეტის დასაწყებად არახელსაყრელია — ამჟამად თქვენი ორგანიზმი მრავალფეროვნებას ითხოვს!
მერწყული
ხელსაყრელი დროა ოდესღაც გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად.
მ დღეს განსაკუთრებულ დიპლომატიურ ნიჭს გამოავლენთ და გარშემო მყოფებს გააოცებთ.
ეცადეთ, უფრო დამთმობი იყოთ ოჯახის უმცროს წევრებთან და უმცირესი დანაშაულისთვის მკაცრად არ დასაჯოთ.
ზედმეტმა ქებამ ან არაგულწრფელმა კომპლიმენტმა შეიძლება უნდობლობას გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესია გულწრფელი, მაგრამ თავშეკავებული და ტაქტიანი იყოთ.
ეს დღე შესყიდვებისთვის შეუფერებელია - სავარაუდოდ, შეძენილი ნივთი იმედებს გაგიცრუებთ.
თევზები
ბოლო დროს სასიყვარულო სფეროში შექმნილი პრობლემები სატურნის დამანგრეველი ენერგიის შედეგია.
თუმცა დღიდან ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება და შეძლებთ თქვენი დადებითი თვისებები სრულად გამოავლინოთ!
მომდევნო 24 საათში მცირე უთანხმოება გელით, ამიტომ ეცადეთ, დღის განრიგი წინასწარ შეათანხმოთ.
გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელი თქვენი საქმიანობით დაინტერესდეს — სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან საქმის წარმატებული დასრულება გელით.
ეცადეთ ფასტფუდზე და მზა სალათებზე უარი თქვათ — არსებობს საკვებით მოწამვლის რისკი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან