დღის ჰოროსკოპი

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 პარ. 3 ოქტომბერი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს შესაძლოა პირად ურთიერთობებში სირთულეები გაჩნდეს. პრობლემების მიზეზი უმიზეზო ეჭვიანობა გახდება.
თავი აარიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, რომლებიც ძალებს გართმევთ და ნერვულ სისტემას ანგრევს. თუ დაღლილობას გრძნობთ, უარი თქვით ზედმეტ დატვირთვაზე.
გირჩევთ მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან მოსალოდნელია ფულთან დაკავშირებული პრობლემები. შრომისმოყვარეობა და ძლიერი ნებისყოფა ამ დღის უარყოფითი ტენდენციების გადატანაში დაგეხმარებათ.

კურო

ვარსკვლავები აქტიურ, ახალი იდეებითა და შესაძლებლობებით სავსე დღეს გპირდებიან. ამ დღეს საყვარელი ადამიანის შენიშვნების მიმართ ძალიან მგრძნობიარე იქნებით. ემოციები აკონტროლეთ და ისეთ რამეს ნუ იტყვით, რომ მოგვიანებით ძალიან ინანოთ.
არ არის გამორიცხული, რომ უფროსი ნათესავები თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიონ და რჩევებით აგავსონ. ნათესავებს თქვენზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეთ, მაგრამ მათი რჩევების შესრულება არ იჩქაროთ.
გირჩევთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან მალე გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით.
დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი ოდნავ შეუძლოდ იგრძნოთ თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით, რომ ამ დღისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადოთ.

ტყუპები

ეს დღე საინტერესო შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით სავსეა. დაგეგმილი ღონისძიება ჩავარდნის პირასაა, მიზეზი კი შეიძლება ფინანსური უთანხმოება გახდეს. კოლეგებთან კამათში საკუთარი პოზიციის დაცვას ნუ მოერიდებით.
მალე თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება და ფულის დაზოგვა და ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება აღარ მოგიწევთ.
თუ ამ დღეს ავად გახდით, ავადმყოფობა ხანგრძლივი იქნება. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, ეცადეთ ხალხმრავალ ადგილებში არ გამოჩნდეთ.

კირჩხიბი

პირად ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება, მიზეზი კი შეიძლება მარსისა და სატურნის უარყოფითი თანაფარდობა იყოს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ერთი-ორი დღით შეზღუდოთ.
ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში თავი შეიკავეთ შენიშვნებისა და პრეტენზიებისგან. ეს დაგეხმარებათ, რომ საპასუხო საყვედურები აირიდოთ, რომლებიც მთელი დღის განწყობას გაგიფუჭებთ.
კულინარიაში ექსპერიმენტებს მოერიდეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად ცხარე ან სუნელებით გაჯერებულმა საკვებმა შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს.

ლომი

სიყვარულის სფეროში დღეს მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები გელით. სიზმარი, რომელიც წინა ღამით ნახეთ, შესაძლოა სიმბოლური იყოს, ამიტომ სხვებს ნუ გაუმხელთ.
თქვენი მიმტევებლობა და დიპლომატიური უნარები ხელსაყრელ პირობებს შექმნის როგორც ოჯახური კომფორტის, ისე მატერიალური კეთილდღეობის გასამყარებლად.
არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს კოლეგის შეცვლა მოგიწიოთ, რომელიც ავად გახდა. სავარაუდოდ, ახალი პროექტი გაცილებით ნაკლებ ძალასა და დროს მოითხოვს, ვიდრე წარმოგედგინათ.
ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასარგებლო გავლენას მოახდენს.

ქალწული

დროა, ადამიანს, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ, გრძნობაში გამოუტყდეთ.
არსებობს შანსი, რომ ამ დღეს წარმატებით მოაგვაროთ საქმე ჩინოვნიკებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი პრობლემების გადაწყვეტა შეუძლიათ. მერკური თქვენს მხარესაა — კარიერისა და შემოსავლის სფეროში უამრავი ხელსაყრელი შესაძლებლობა გელით.
დაავადება, რომლებიც დღეს თავს იჩენს, უყურადღებოდ არ დატოვოთ - უმნიშვნელო სიმპტომმაც კი შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს.

სასწორი

ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებს მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. ხვალ ყველაფერს სხვა კუთხით შეხედავთ და მიხვდებით, რომ სანერვიულო არაფერია.
შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად ან მუშაობის დასასრულებლად. ეს დღე ასევე გამოდგება გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებისთვის. ახლა საჭიროა მაქსიმალური აქტივობა და შრომისმოყვარეობა.
მოსალოდნელია შემოწმებები, ამიტომ საუკეთესო შედეგები უნდა აჩვენოთ - წარმატებისთვის საჭიროა სისწრაფე და მოქნილობა.

მორიელი

თუ დიდი ხანია პარტნიორით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაჩუმდებით. სცადეთ პრობლემებზე გულწრფელად ისაუბროთ და ისეთი გამოსავალი მოძებნოთ, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. მოსალოდნელია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რაც ურთიერთობებზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს.
ამ დღეს ფულთან ფრთხილად უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელ ხარჯებს ან ფინანსურ სირთულეებს წააწყდეთ.
ეცადეთ ეკონომიურად იცხოვროთ და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. ზურგის ტკივილებისგან გათავისუფლებაში მასაჟის კურსები დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებს წარმატება და სიყვარულში აღიარება ელით. შეყვარებულებს კი საყვარელი ადამიანის მიმართ ქცევის შეცვლა მოუწევთ.
არ არის საჭირო, რომ ყველა საზრუნავი მხოლოდ საკუთარ თავზე აიღოთ. მიეცით ახლობლებს საშუალება, რომ ყოველდღიურ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ.
თქვენს ცხოვრებაში რაღაც მასშტაბური მოვლენა მოხდება, რომელიც ყველა სფეროს შეეხება. შესაძლოა შეხვდეთ გავლენიან ადამიანს, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
მოერიდეთ ვალების აღებას და ძვირად ღირებულ შენაძენებს.
საღამოს სასარგებლოა ნებისმიერი პროცედურა, რომელიც წყალს უკავშირდება. წყლის პირას სეირნობა ან ცურვა სასწაულებს მოახდენს და ყველა პრობლემას დაგავიწყებთ.

თხის რქა

დღეს შეიძლება დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. თუ სადავო საკითხი წარმოიშობა, კომპრომისზე წასვლა სჯობს, წინააღმდეგ შემთხვევაში სირთულეები გარდაუვალია.
ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში ახალი კონტრაქტების გაფორმებასა და წარმატებას გპირდებიან. საბოლოო შედეგის მისაღებად ბევრი რამ თქვენს აქტიურობაზე და პირად არჩევანზეა დამოკიდებული.
გახსოვდეთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად ხართ და ვერავინ დაგეხმარებათ. მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას და სუფთა ჰაერზე ყოფნას და ნაკლები პრობლემა გექნებათ.

მერწყული

იდეალური დღეა რომანტიკული ნაცნობობისა და თავგადასავლებისთვის. თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები, ნიჭი და კრეატიული აზროვნება სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. თუ გაბედავთ და რომელიმე პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებთ, საპრიზო ადგილი გარანტირებული გაქვთ.
უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე, რადგან მალე ფინანსური სირთულეები გელით.
შუადღეს მოსალოდნელია სირთულეები შვილებთან ურთიერთობაში. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი, მეტი ზრუნვა და ლმობიერება გამოიჩინეთ მათ მიმართ.
ნუ უგულებელყოფთ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს — შესაძლოა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დიეტის კორექცია ან დღის რეჟიმის შეცვლა გახდეს საჭირო.

თევზები

მოერიდეთ შურიან ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საყვარელ ადამიანთან წაგაჩხუბონ. სიცრუე, ინტრიგა და ცილისწამება თქვენი კავშირის მთავარი საფრთხეა.
ნუ გაბრაზდებით წვრილმანებზე და გაითვალისწინეთ, რომ დასვენება გჭირდებათ. რეალურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით.
საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასმას ცდილობთ, თუმცა წარმატების გასაღები გუნდურ მუშაობაშია.
თუ დიდი ხანია კუჭის პრობლემები გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტს ნუღარ გადადებთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

ერთი ფინჯანი ყავა $680-ად

ყავა $680-ად

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge