დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:29 კვი. 28 სექტემბერი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, ასე რომ, ყურადღებით იყავით. ხელსაყრელი პერიოდი იწყება ახალი ცოდნის მიღებისა და თვითგანვითარებისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები, თუმცა ფინანსური საკითხები ისევ გაურკვეველი რჩება — კარგად მიმოიხედეთ გარშემო და მიხვდებით, რა არის მიზეზი.

კურო

დამქანცველი კვირის ბოლოს ძალები თითქმის ამოგეწურათ, ამის გამო იმუნიტეტის შესუსტებაა მოსალოდნელი, ამიტომ თუ შესაძლებელია, ამ კვირა დღეს გირჩევთ, სახლში დარჩეთ და კარგად დაისვენოთ სამსახურში ან შემოსავალთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში ინიციატივის გამოჩენა სასურველ შედეგს მოგიტანთ. შეეცადეთ, ყოველი თეთრი აკონტროლოთ, რადგან მალე გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ. მომავალ კვირაში თქვენ მიერ შესრულებული ყველა საქმე მაღალ შეფასებას მიიღებს. საეჭვო ავანტიურებში ფულის შოვნის მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით, შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საუბარი უმჯობესია მომავალი თვის პირველ დღეებში გადაიტანოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს დიდი ხნის წინ მიეცით, შეასრულოთ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი უნარები სრულად წარმოაჩინოთ. ეცადეთ, თამამად იმოქმედოთ – დასრულებული საქმე სასურველ შედეგს მოგიტანთ. სამწუხაროდ, პარტნიორის დატვირთული გრაფიკი თქვენს გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ ნუ იქნებით ეგოისტი. გახსოვდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, თქვენ გარდა, კიდევ სამსახური და ახლობელი ადამიანებიც არიან.

ლომი

უახლოეს დღეებში ყურადღება არ მოადუნოთ - ახლა შეცდომის დაშვება თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ამ დღეს თავდაჯერება იკლებს, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თუ არაფერი შეცვალეთ, თქვენს ღირსებებს ვერავინ შეამჩნევს და შეიძლება თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ძველ მეგობრებს ან ყოფილ კოლეგებს შეხვდეთ - მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ. თუ შინაგან შფოთს ვერ ერევით, ჯობია დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ.

ქალწული

არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს პროვოკაციული ქცევით გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოთ. ფრთხილად იყავით - ასეთი ქცევა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ახალი საქმის წამოწყებას არ გირჩევთ – მისი დროულად დასრულება და წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორება მოგიწევთ. ფრთხილად იყავით - ვარსკვლავები ფულის შესაძლო დაკარგვის შესახებ გაფრთხილებენ.

სასწორი

ამ დღეს თქვენს ნებისმიერ წამოწყებას არასასურველი შედეგი მოჰყვება. პლანეტების განლაგება ინტერნეტთაღლითობის რისკზე მიანიშნებს. თქვენმა არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ ან მისი განვითარება შეაჩეროს. საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა დაკარგულის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სასურველია სპორტული დატვირთვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ცოტაოდენი მხიარულება, რაც ამ დღის სირთულეებს დაგავიწყებთ.

მორიელი

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საოჯახო საქმეებს ნუ უგულებელყოფთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ძველი მეგობარი გამოჩნდეს, რომლის მიმართ გრძნობა ჯერ არ გაგნელებიათ. თქვენი გადასაწყვეტია, შეხვედრებს გააგრძელებთ, თუ არა, მაგრამ ეცადეთ, ოჯახის მიმართ საკუთარი ვალდებულებების შესახებ არ დაივიწყოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოდუნდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

მშვილდოსანი

ახალი ტაქტიკის დახმარებით მნიშვნელოვან შეხვედრას და გასაუბრებას წარმატებით დაასრულებთ. სიმშვიდე და თავდაჯერება წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით. თქვენს ახირებებს ყველა ვერ გაუძლებს, ამიტომ დააფასეთ ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა და სიმშვიდეს ინარჩუნებს. ეს კარგი დღეა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად — მთავარია, საყვარელი ადამიანების აზრიც გაითვალისწინოთ.

თხის რქა

ამ დღეს სასურველია, რომ მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ - თქვენი გეგმების შესახებ რაც უფრო ნაკლები ადამიანი გაიგებს, მით უკეთესია. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება სცადოს, ამიტომ ყურადღებას ნუ მოადუნებთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა. იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ წყენა დაივიწყოთ და ყურადღება უფრო სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ. ის, რაც თქვენ გეხმარებათ, სხვებისთვის შეიძლება გამოსადეგი არ იყოს, ამიტომ რჩევების მიცემასგან თავი შეიკავეთ. ამ დღეს არსებობს რისკი, რომ თქვენს პირადი ცხოვრებაში ნათესავები ჩაერიონ. გირჩევთ თქვენი დამოუკიდებლობა დაიცვათ და მსგავსი შემთხვევები გამორიცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია თქვენ წინააღმდეგ განვითარდება.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და გრძნობების მოსმენა, სურვილების გაცნობიერება და მათი მოქმედებებთან შედარება. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრში, რასაც ვეღარ შეცვლით. ეცადეთ, ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და სამოქმედო გეგმა დაისახოთ. თქვენი გამჭრიახობა და შეუპოვრობა სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ახლობლებთან უფრო თავშეკავებულად მოიქცეთ, რათა უაზრო კონფლიქტები თავიდან აირიდოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად. ამ დღეს თქვენგან მხოლოდ დადებითი ენერგია მოდის. თუ გარშემო მყოფებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი იპოვოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – წუთიერი სიამოვნება შეიძლება მომავალში თქვენს მდგომარეობაზე ცუდად აისახოს. ასე რომ, გაერთეთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

ერთი ფინჯანი ყავა $680-ად

ყავა $680-ად

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge