27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:23 პარ. 26 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვერძებო, ამ დღეს სასიამოვნო ამბებსა და რომანტიკულ შეხვედრებს უნდა ელოდოთ. ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ, მაგრამ მარტო არ დარჩეთ. მოგზაურობა, რომელსაც ასე დიდხანს ელოდით, გადაიდება. ამ დღეს და მომდევნო 24 საათის განმავლობაში ძალიან მაღალია ვირტუალური თაღლითობის რისკი. სოციალურ ქსელში უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდეთ და არ უპასუხოთ სატელეფონო ზარებს უცნობი ნომრებიდან. დღის მეორე ნახევარში ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
კურო
დადგა დრო, როდესაც შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებითი უნარები გამოავლინოთ და ახალი საქმეები დაიწყოთ. ეცადეთ ამ დღის მოვლენებს და ხვალინდელ პერსპექტივებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ. ბოლო დროს გაჩენილი იდეები საკმაოდ იმედის მომცემი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან ხმას უსმინოთ – ის სწორ არჩევანს დაგანახვებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - სასურველია ვიტამინების კურსის დაწყება. კუროსთვის, რომელიც შვილზე ოცნებობს, ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეა.
ტყუპები
შესანიშნავი დღეა სამოქმედო გეგმის შესადგენად. თუ არ იზარმაცებთ, თქვენი საქმიანობის შედეგი ყველას მოეწონება. ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ ან იცნობთ, მაგრამ არ ენდობით. არსებობს შანსი, რომ უახლოესი ნათესავისგან საჩუქრის სახით ფინანსური შემოსავალი მიიღოთ, თუმცა ასევე არსებობს თაღლითობის რისკი. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ გეგმების შეცვლა და გადაუდებელი პრობლემების მოგვარება გაიძულოთ.
კირჩხიბი
თქვენი გონიერება და წინდახედულობა გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს – ახლა მათ თქვენი სითბო განსაკუთრებულად სჭირდებათ. ფრთხილად იყავით, მოულოდნელმა შეტყობინებამ შეიძლება ოჯახში დაპირისპირება გამოიწვიოს. შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელზედაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუ მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებთ, ეცადეთ ფეხით სიარულისა და ფიზიკური აქტივობებისთვის დრო გამონახოთ.
ლომი
ამ დღეს ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ინფორმაციას და თვალდახუჭული არავის ენდოთ. შესაძლოა, თქვენი სიალალე და გულუბრყვილობა ძალიან ცუდად მოგიბრუნდეთ და ფინანსურად დაგაზარალოთ. მარტოხელა ლომებს დაუვიწყარი ფლირტი ელით, რომელიც მთელ გულსა და გონებას მოიცავს. თქვენ ნამდვილ სიყვარულს ეძებთ, თუმცა ვარსკვლავები ახლა ახალი რომანის დაწყებას არ გირჩევენ.
ქალწული
შესანიშნავი დროა ახალი იდეების განხორციელებისთვის. ეცადეთ, დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ და მოვლენების განვითარებას მშვიდად დაელოდოთ. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, სადავო საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობებში სიახლე ყოველთვის სასურველს არ ნიშნავს. ნუ ეცდებით პარტნიორის შეცვლას – მაინც არაფერი გამოგივათ, თანაც, ოდესღაც ხომ სწორედ ასეთი ადამიანი შეგიყვარდათ.
სასწორი
ზიოჯერ გინდათ კოლეგებს პირში მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ, რადგან მათთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ, მაგრამ მადლიერებას ვერ ხედავთ. დაპირისპირებას სჯობს, რომ გულახდილად ილაპარაკოთ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვათ. ამის შემდეგ დაკარგული ნდობა აღდგება. ყურადღება მიაქციეთ საქმიან წინადადებებსა და გარიგებებს – დიდი ალბათობით, ისინი თქვენთვის მოგებიანი აღმოჩნდება. თუ სამსახურის ან პროფესიის შეცვლა გსურთ, სწორედ დღეს არის შესაფერისი დრო, რომ ეს საკითხი ოჯახის წევრებთან განიხილოთ.
მორიელი
დღის პირველ ნახევარში, შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ქმედებები ობიექტურად შეაფასოთ, საყვარელი ადამიანის მიმართ პრეტენზიები შეამციროთ და ახლობელ ადამიანებთან კამათიც დაასრულოთ. შესანიშნავი დღეა შესყიდვებისთვის, თუმცა გახსოვდეთ, რომ ფული ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ იტანს. საბუთებთან რუტინული მუშაობისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. ეს დღე არახელსაყრელია ოქროსა ნივთების შესაძენად.
მშვილდოსანი
ეს დღე დაგანახვებთ, როგორ განვითარდება თქვენი პროფესიული საქმიანობა. თუ ახალი ცოდნის მიღებაზე და ოსტატობის დახვეწაზე იზრუნებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ სჯობს ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, ვიდრე მერე ინანოთ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყაროებს გაპოვნინებთ. ეცადეთ, დებატებში ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
თხის რქა
ამ დღეს მიზნის მიღწევაში გავლენიანი ადამიანი ან ძველი მეგობარი დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის. საუკეთესო დროა ოთხფეხა მეგობრის შეძენისთვის - ის თქვენს სახლში ბედნიერებას შემოიტანს და ოჯახის საყვარელ წევრად იქცევა. ხელსაყრელი პერიოდია ბავშვის ჩასახვისთვის — ეს განსაკუთრებით მათ საყურადღებოდ, ვისაც აქამდე სხვადასხვა მიზეზით შვილი არ ჰყოლია.
მერწყული
თქვენს სახლში სითბო და სიმშვიდეა. სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, რომ პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ. ამ დღეს დიდი შესყიდვები და მოგზაურობა არასასურველია. ეცადეთ, მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერით დამატებითი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. უცნობ პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრები სამომავლოდ გადადეთ, რადგან ამ დღეს შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ. ნუ აჰყვებით ცდუნებას – ის დიდია, მაგრამ ასევე დიდია დანაკარგიც, რომელიც შეიძლება მან მოგიტანოთ. ახლა სესხის აღებისა და ფულის ხარჯვის დრო არ არის, სჯობს დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ – არსებობს საფრთხე, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს.
თევზები
საუკეთესო დროა ახალი იდეებისა და წამოწყებების განსახორციელებლად. გირჩევთ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ – იქნებ თქვენი ბედი სულ ახლოსაა. ეცადეთ, რომანტიკული განწყობა შეინარჩუნოთ და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახდებით. ხელსაყრელი დღეა საქმიან სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ დღეს თქვენი ინტუიცია ძალიან ძლიერია, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ სიტუაცია რეალურად შეაფასოთ. ოჯახურ საკითხებში ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლებ პრეტენზიული და უფრო თავშეკავებული იყოთ – ასე თქვენს ურთიერთობებში დადებითი ცვლილებები დაიწყება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან