დღის ჰოროსკოპი

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:29 სამ. 7 ოქტომბერი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სიყვარულს პირობები არ აქვს. პაემანზე დაგვიანება რომანტიკული თამაშის ნაწილია და არა თქვენი გაბრაზების მცდელობა.
შესაძლოა, ბოლო დროს იმდენად იყავით საკუთარ თავზე ზრუნვით დაკავებული, რომ ირგვლივ მყოფები დაგავიწყდათ.
კოლეგა, რომელიც მეგობარი გეგონათ, ცდილობს სხვა კოლეგების ან ხელმძღვანელობის თვალში უარყოფითად წარმოგაჩინოთ.
ხელსაყრელი დღეა შეთანხმების დასადებად და ფინანსური ოპერაციებისთვის.
ბოლო დროინდელი უარყოფითი ემოციები შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე აისახოს. იფიქრეთ დასვენებაზე და ემოციური ძალების აღდგენაზე.

კურო

ეცადეთ, უახლოესი შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. თუ თქვენს ურთიერთობაში სიცივე და უნდობლობა გაჩნდა, მალე გექნებათ შანსი, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ.
სიფრთხილე გამოიჩინეთ მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში, რომ შემთხვევით სიამაყე არ შეულახოთ.
რთული პროექტების განხორციელება დროებით სამომავლოდ გადადეთ.
თუ ყველა საქმის დროულად დასრულება გსურთ, დილას ადრე უნდა ადგეთ და მოვალეობების ნაწილი სანდო ადამიანებს მიანდოთ.

ტყუპები

ახალი შეხვედრა დიდ სიხარულს და სასიყვარულო განცდებს მოგიტანთ. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და ამ მომენტით ისიამოვნოთ.
გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებს უსამართლოდ აწყენინოთ. ასე რომ არ მოხდეს, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი მოსაზრების გათვალისწინება უნდა ისწავლოთ.
ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც ფინანსურ საქმიანობას ეწევა. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ხელმძღვანელებსა და საშუალო რგოლის მენეჯერებს წარმატებას ჰპირდება.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - თუ გეჩვენებათ, რომ რომელიმე სპორტის სახეობა თქვენთვის შეიძლება სახიფათო იყოს, ჯობია, დროებით თავი შეიკავოთ.

კირჩხიბი

დროა საკუთარ ურთიერთობებზე დაფიქრდეთ და მიხვდეთ ყველაზე მეტად რა გაბედნიერებთ.
საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ! ეცადეთ, იგივე გულწრფელობით უპასუხოთ და თქვენი კავშირი კიდევ უფრო გამყარდება.
ნებისმიერ საქმეში ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - საქმის წარმატება ამაზეა დამოკიდებული - უყურადღებობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.
სავარაუდოდ, ახლახან გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.
თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს. გახსოვდეთ, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება უმიზეზო სევდამ შეგიპყროთ, ამიტომ ეცადეთ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ - ფილმს უყუროთ ან ვახშამი ერთად მოამზადოთ.
შესაძლოა, ფინანსურ წარმატებაზე ზედმეტად ფიქრმა საქმის რეალური სურათის დანახვაში ხელი შეგიშალოთ ან მეგობრებს დაგაშოროთ.
სამსახურში გაუთვალისწინებელი შემოწმებები გელით, ამიტომ ფინანსურ დოკუმენტაციას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ხელსაყრელი დღეა ფინანსური ინვესტიციებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის.
თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, სიმპტომებს ნუ უგულებელყოფთ, რათა შემდგომში სერიოზულად არ დაგაზარალოთ.

ქალწული

ამ დღეს საქმესა და სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. უსმინეთ ახლობელი ადამიანის რჩევას, თუმცა ისე მოიქეცით, როგორც გული გიკარნახებთ.
თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, იცოდეთ, რომ მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ახლო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თუ მოთმინებასა და გონიერებას გამოიჩენთ, თქვენი ახლობლები თქვენს მაგალითს მიჰყვებიან და პრობლემებიც მალე გადაწყდება.
დღის მეორე ნახევარი ბავშვებს ან უფროს ნათესავებს დაუთმეთ.
ფინანსურ დახმარებას ნურავის დაჰპირდებით - ეს ზედმეტ ტვირთად დაგაწვებათ.

სასწორი

თქვენი პირადი ცხოვრება ყველასთვის საიდუმლოდ უნდა შეინახოთ — ჭორებსა და სპეკულაციებს მხოლოდ ასე აიცილებთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი ამოცანების შესრულებისთვის. სავარაუდოდ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ახლობლების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ.
მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც ნერვებს გიშლით.
თქვენი ბოლოდროინდელი შრომა საბოლოოდ ნაყოფს გამოიღებს. მოსალოდნელია მატერიალური კეთილდღეობის ზრდა.
შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. ეცადეთ, იპოვოთ გონივრული ბალანსი რეალურსა და სასურველს შორის.
შესაძლოა დღის ბოლომდე ენერგია არ გეყოთ, მაგრამ ყავისა და სხვა სტიმულატორების გადამეტებული მოხმარებისგან თავი შეიკავეთ.

მორიელი

კრიზისული დღეა, განსაკუთრებით — ახლო ურთიერთობებისთვის. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული მეგობრებთან საუბარში, რათა შემთხვევით დაპირისპირება არ გამოიწვიოთ.
ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებთ, კარგად გადაამოწმეთ — განსაკუთრებით. თუ საქმე ფულს ეხება.
ზოდიაქოს თქვენი ნიშნის წარმომადგენლები ჭარბ წონას ხშირად ებრძვიან, მაგრამ ბოსტნეულის დიეტით ამ პრობლემას მარტივად მოერევით.

მშვილდოსანი

მოვლენებს ნუ დააჩქარებთ! გრძნობები თქვენთვის შეინახეთ და შესაფერის მომენტს დაელოდეთ.
ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლოა პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ — ყველაფერი, რაც თქვენს სახლში ხდება, პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, ახლობლებს როგორ ექცევით.
პიროვნულ ზრდაზე შინაგან მოთხოვნილებას გრძნობთ, ამიტომ სამეცნიერო და შემეცნებით ლიტერატურას მეტი დრო დაუთმეთ.
თავი შეიკავეთ გადამეტებული აქტიურობისგან, გაუმართლებელი რისკებისა და ცდუნებებისგან.

თხის რქა

ამ დღეს პლანეტები გაძლევენ შანსს, რომ რამე სასარგებლო გააკეთოთ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის.
ფრთხილად იყავით — მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება. ეს დღე ოჯახურ საქმეებს, ახლობლებსა და შვილებს დაუთმეთ.
სიყვარულის სფეროში მოსალოდნელია ურთიერთგაგება და წარმატება.
დაგეგმეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გეგმას მიჰყევით — სწორად ორგანიზებული სამუშაო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.
დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს ნუ აიღებთ. შეიძინეთ „ფულის ხე“ — სიმდიდრისა და წარმატების თილისმა და სამუშაო მაგიდაზე, ლამაზ ქოთანში დადგით.

მერწყული

ამ დღეს მეტი დრო გაატარეთ მეორე ნახევართან — ეს დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები სიყვარულის სფეროში.
ამჟამად ჯობია ხელმძღვანელობისგან თავი შორს დაიჭიროთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით მოვალეობებს დაგაკისრებენ.
ფრთხილად იყავით - სატურნის გავლენა მიანიშნებს ჯანმრთელობასთან ან ემოციურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

თევზები

ნუ ეცდებით, რომ ოჯახის წევრებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ. ამ დღეს ემოციების ნაცვლად, ფაქტებით უნდა იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
გაბედულად თქვით ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეცადეთ, მოიცილოთ ის, რაც გღლით და გაღიზიანებთ.
ამ დღეს შესაძლებელია უხარისხო ნივთის შეძენა, ამიტომ სჯობს სავაჭრო ცენტრებს გვერდი აუაროთ.
ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ ასეთი გეგმები გქონდათ, ჯობს ხვალისთვის გადადოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge