დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:08 ორშ. 13 ოქტომბერი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს შეცდომის დაშვების რისკი არსებობს და ეცადეთ, სამსახურში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მალე იპოვით მიზეზსა და მოტივაციას, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ.
მარსისა და იუპიტერის დაპირისპირების გავლენით დღეს შესაძლებელია თავბრუდახვევა იგრძნოთ. გირჩევთ, ეს გაითვალისწინოთ და სიმაღლეზე მუშაობისგან თავი შეიკავოთ.

კურო

თუ მიზნის მიღწევას ვერ ახერხებთ, სცადეთ მიდგომა შეცვალოთ, პრიორიტეტები გადააფასოთ და მეორე ნახევრის მიმართ თქვენი მოთხოვნები თავიდან ჩამოაყალიბოთ.
მოულოდნელმა სიახლემ შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში უთანხმოება გამოიწვიოს.
მკაცრად დაიცავით წინასწარ შედგენილი სამუშაო გრაფიკი, რათა გარე მოვლენებმა ყურადღება არ გაგიფანტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეების ნაწილი დაუმთავრებელი დაგრჩებათ.
მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი - თანხა თქვენთვის ნაცნობი წყაროდან მოვა.
მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებსა და დაივიწყეთ სწრაფად ჭამის ჩვევა და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

ტყუპები

ეს დღე დილიდან გაუგებრობებითა და კონფლიქტებით სავსეა. ბედი ისევ თქვენს გამძლეობას ცდის, ამიტომ ურთიერთობებში სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ.
ტყუპ ქალებს პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე ელით. ეცადეთ, ამ ეტაპზე იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გაძლევთ და ზედმეტ მოთხოვნებს ნუ წამოაყენებთ.
ხელმძღვანელობის ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ - არაკეთილსინდისიერმა კოლეგებმა შეიძლება თავიანთი შეცდომების თქვენზე გადაბრალება სცადონ.
ახლა რომანტიკისთვის არ გცალიათ - თქვენი მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებაზე გადავა.
დროა, კალორიების თვლა და ზედმეტი კილოგრამების დაკლება დაიწყოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ საქმეებში, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თუ უკვე დაოჯახებული ხართ, ოჯახს მეტი დრო დაუთმეთ.
გამოიყენეთ შანსი პროფესიულ სფეროში წინსვლისთვის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ახალი თანამდებობა უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
საღამოს ქრონიკული დაავადება თავს შეგახსენებთ. განსაკუთრებული ყურადღება გულსა და ნერვულ სისტემას მიაქციეთ.

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან, რაც შეიძლება ხანგრძლივ უთანხმოებაში გადაიზარდოს.
ეცადეთ, მეგობრებთან და ნათესავებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საუბრები მომავალ კვირამდე გადადეთ.
ისწავლეთ „არა“-ს თქმა. აუხსენით გარშემო მყოფებს, რა არის თქვენთვის მისაღები და რა არა. ნუ მისცემთ სხვა ადამიანებს თქვენი სიკეთით სარგებლობის საშუალებას.
დღეს შეგიძლიათ საჭირო ნივთები შეიძინოთ, მაგრამ მეორე ნახევარს შოპინგზე ნუ წაიყვანთ.
თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, ამაზე უცხოებთან არ ისაუბროთ —შეიძლება „კეთილის მსურველებმა“ ცუდი რჩევა მოგცენ.

ქალწული

ნუ გაბრაზდებით ახლობლებზე მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგჯერ თქვენს მოლოდინს ვერ ამართლებენ და სხვაგვარად იქცევიან, ვიდრე თქვენ ელით.
დღევანდელი დღე ხელსაყრელია ფინანსური შემოსავლის გაზრდისთვის. თქვენი საქმიანი უნარები პროფესიული ამოცანების დაძლევაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია, შუადღეს თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, რომელიც საღამომდე გაივლის. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რასაც მიირთმევთ - გამორიცხული არ არის კვებითი ინტოქსიკაცია.

სასწორი

დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება თავისუფალ ურთიერთობებსა და ერთგულებას შორის. შესაძლებელია, თქვენი მეორე ნახევარიც იმავე დილემის წინაშე აღმოჩნდეს.
ოჯახში უთანხმოებები გარდაუვალია, მაგრამ უნდა ეცადოთ, მშვიდობიანი გამოსავალი იპოვოთ.
საღამო ხელსაყრელია გულწრფელი საუბრისთვის. მოიფიქრეთ ყოველი ნაბიჯი, რადგან არსებობს შეცდომების დაშვების რისკი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საბუთებთან მუშაობს.
ეს დღე ხელსაყრელია ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, თუმცა ეცადეთ, ვალის ან კრედიტის აღება არ მოგიწიოთ.

მორიელი

თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. დაბნეულობა და არეულობა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. ყველაზე მეტ შემოსავალს მომდევნო კვირის ბოლოს უნდა ელოდოთ, თუმცა ამისთვის ბევრი შრომა დაგჭირდებათ.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკურ დატვირთვას და ზედმეტ აქტიურობას შესაძლოა, გადაღლა და ჯანმრთელობის პრპობლემა მოჰყვეს. გამოიწვევს.

მშვილდოსანი

თქვენი პრეტენზიულობა და სიმკაცრე შეიძლება ურთიერთობების გაგრძელებისთვის დაბრკოლებად იქცეს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ - კონფლიქტის შედეგი შეიძლება სრულიად მოულოდნელი იყოს.
ნუ დაავალებთ მნიშვნელოვან საქმეებს ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ — ეს განსაკუთრებით საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს ეხება.
ენერგიით სავსე ხართ - ეცადეთ ის სწორად მიმართოთ!
ამ დღეს ფიზიკური აქტიურობა ძალიან სასარგებლო იქნება.

თხის რქა

საყვარელ ადამიანს ზედმეტად ნუ შეზღუდავთ — ეჭვიანობა, უნდობლობა და კონტროლი ურთიერთობას მხოლოდ ავნებს.
გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნათ — ეწვიეთ სილამაზის სალონს, დაჯექით კაფეში ან უბრალოდ პარკში გაისეირნეთ.
ფინანსურმა არასტაბილურობამ შესაძლოა საგონებელში ჩაგაგდოთ, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, ამ დროებით სირთულეებს ყურადღება არ მოაქციოთ.
არსებობს ტრავმის მიღების რისკი, ამიტომ სპორტული ვარჯიშები და მძიმე ფიზიკური შრომა სხვა დღისთვის უნდა გადადოთ.

მერწყული

თქვენს პირად ცხოვრებაში რომანტიკული განწყობა სუფევს და სავარაუდოდ, მალე სასიყვარულო ურთიერთობებში თავით გადაეშვებით.
კარგი იქნება, თუ ამ დღეს ნათესავებს ან მეგობრებს ესტუმრებით — იქ შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ.
ფინანსური და საყოფაცხოვრებო საკითხები მალე მოგვარდება, თუ მელანქოლიაში არ ჩაიძირებით. თქვენი იდეების უმეტესობა როგორც ოჯახის წევრებს, ისე თანამოაზრეებს მოეწონებათ.

თევზები

შეგიძლიათ, ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყოთ - ეს საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი პირადი ურთიერთობები სწორედ ისე ჩამოყალიბდეს, როგორც თავად მოისურვებთ.
საღამო საოჯახო საქმეებს მიუძღვენით.
სხვისი თხოვნის შესრულებას ნუ იჩქარებთ — ამან შესაძლოა შემდგომში სერიოზული სირთულეები და უსიამოვნებები გამოიწვიოს.
იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ ფორმაზე — დილა ვარჯიშით დაიწყეთ და საღამო სეირნობით დაასრულეთ. კარგი იქნება, თუ სპორტდარბაზში ჩაეწერებით.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge