დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:11 პარ. 26 ნოემბერი, 2021 წელი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. სამუშაო დღე ნაყოფიერად ჩაივლის და კმაყოფილებას მოგანიჭებთ, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ. და ღამე დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

კურო

დღევანდელი საღამო თქვენს ქორწინებას უფრო მტკიცეს და ჰარმონიულს გახდის. გირჩევთ, რომანტიკული შეხვედრა სხვა დროისთვის გადადოთ - ეს სასიყვარულო ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით. მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა.

ტყუპები

ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს. შესაძლოა, მატერიალური ხასიათის საკითხებმა შეგაწუხოთ. გირჩევთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას ნაკლები.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. სახლის დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. სამთავრობო უწყებებში ვიზიტი სასურველი შედეგით დასრულდება - მკაფიო და კვალიფიციური კონსულტაცია მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

ლომი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს გპირდებათ და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის შესაფერისია. მოერიდეთ სახლში და სამსახურში შრომატევადი სამუშაოების შესრულებას და გადაღლას. დღის მეორე ნახევარში განწყობაც გაუმჯობესდება და თავსაც ბევრად უკეთ იგრძნობთ. მოსალოდნელია დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება.

ქალწული

ეცადეთ, სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ, რადგან შედეგები მძიმე იქნება. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თუ ხვდებით, რომ დაწყებულ საქმეს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება ახლობელ ადამიანებს და ნათესავებს უნდა სთხოვოთ.

სასწორი

დიდი ალბათობით ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. თავს შესანიშნავად გრძნობთ, თუ მცირე ნერვიულობას არ ჩავთვლით. მოსალოდნელია რთული საუბარი სამსახურის ხელმძღვანელთან, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტს გაგიძლიერებთ. მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას,რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისთვის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. ნუ მოდუნდებით, თორემ შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. ფინანსური პრობლემის მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, თავი შეიკავოთ დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან.

თხის რქა

თუ საკუთარი თავის კრიტიკას ისწავლეთ, ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით. დღევანდელი საქმეები ისე დაგეგმეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებამ დღის პირველ ნახევარში მოგიწიოთ. დღეს არ ღირს ფულის დაბანდება ან რამე ძვირად ღირებული ნივთის შეძენა. პირად ცხოვრებაში სტაბილურობის პერიოდი დგება.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი აქტიურობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაც საქმიანი წინადადებით დაგიკავშირდებათ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ - ეს თქვენთვის არცთუ ისე მოგებიანი საქმე იქნება. შედეგების თვალსაზრისით, დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ჯობია, მნიშვნელოვანი საქმეები დილას მოაგვაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge