27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 კვი. 26 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გირჩევთ, ემოციებზე კონტროლი შეინარჩუნოთ. თქვენი რჩეულის მიმართ რაც არ უნდა ძლიერი გრძნობები გქონდეთ, სანამ ცხოვრებას დაუკავშირებთ, ჯობია უკეთ გაიცნოთ.
ახლობლებთან წვრილმანების გამო ნუ იჩხუბებთ, თორემ შერიგებას დიდხანს ვერ შეძლებთ.
დღეს ვარსკვლავები საქმის სამომავლოდ გადადებას არ გირჩევენ. უმჯობესია ყველა საქმეს პირველ ნახევარში მოაგვაროთ — ეს დრო ყველაზე ნაყოფიერია.
მცირე ტრავმების თავიდან ასაცილებლად, რომელთა ალბათობაც არსებობს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობას მოერიდეთ — მათგან ზოგი შეიძლება გაუმართავი იყოს.
კურო
სიყვარულში წარმატებისთვის შინაგანი სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. ეცადეთ თქვენსა და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს შორის მაღალი და მტკიცე კედელი აღმართოთ.
ამ დღეს უთანხმოება შეიძლება ნებისმიერ სფეროში გაჩნდეს — სიყვარულში, მეგობრობაში, პარტნიორობაში და ოჯახშიც კი.
გამოიყენეთ ეს დრო, რომ პროფესიული საქმიანობის მიმართულებით განვითარდეთ. გირჩევთ, უახლესი მოდელის გაჯეტებზე უარი თქვათ და უფრო იაფი ანალოგები აირჩიოთ - ფულის დაზოგვა კრიზისულ პერიოდში ძალიან დაგეხმარებათ.
ტყუპები
თუ ბოლო დროს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა არამდგრადია, უმჯობესია მცირე პაუზა აიღოთ — ვენერას მეხუთე სახლში მდებარეობა რომანტიკას ხელს უშლის, ხოლო აგრესიული სატურნი შეიძლება კონფლიქტების გამომწვევი გახდეს.
ხელსაყრელი დროა ურთიერთობისთვის იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე საერთო ენას ვერ პოულობდით. სამსახურში ძალების მოკრეფა და პროფესიონალიზმის სრულად გამოვლენა მოგიწევთ.
ვარსკვლავები მოულოდნელ ფინანსურ შემოსავალს გპირდებიან. ეს შეიძლება იყოს პრემია, ლატარიაში მოგება ან მემკვიდრეობით მიღებული ფული.
არ დაგეზაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარება — წელიწადში ერთხელ ეს აუცილებელია და დიდ დროსაც არ წაგართმევთ.
კირჩხიბი
თუ თქვენი რჩეულის ქცევაში რაღაც არ მოგწონთ, ამის შესახებ გულწრფელად უნდა უთხრათ.
საოჯახო საქმეები და დაუსრულებელი პრობლემები პროფესიულ საქმიანობაში ხელს გიშლით, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერი თავისით მოგვარდება.
წინ საინტერესო და პასუხისმგებლობით სავსე საქმე გელით, მაგრამ ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდებით.
ნუ უარყოფთ დახმარებას, როცა კოლეგები შემოგთავაზებენ, რადგან ამ დღეს გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ლომი
ამ დღეს თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას ეცდება. შესაძლოა, ის დიდი ხანია, დაოჯახებას გთავაზობთ, მაგრამ თქვენ რატომღაც გადაწყვეტილების მიღება არ გინდათ.
ახლობლებთან ურთიერთობა ყოველთვის ენერგიით გავსებდათ, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით იგრძნობა. გაუზიარეთ მათ თქვენი გეგმები და იდეები - ეს მოტივაციას შეგმატებთ.
დღევანდელი დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების ან გარიგებების გასაფორმებლად. მოემზადეთ მოლაპარაკებისთვის, გამოიჩინეთ თავდაჯერება და პროფესიონალიზმი თქვენი იდეების წარდგენისას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული დაზოგოთ — მალე ის უფრო სერიოზულ საქმეში გამოგადგებათ.
ამ დღეს თავი შეიკავეთ ცხიმიანი კერძებისგან.
ქალწული
პარტნიორებთან ან ახლობლებთან ურთიერთობაში ზედმეტ კატეგორიულობას ნუ გამოიჩენთ. ამან შეიძლება სერიოზულ კონფლიქტამდე და ურთიერთობის გაწყვეტამდეც კი მიგიყვანოთ.
საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ გადაუდებელი საკითხები სჯობს ახლავე მოაგვაროთ, ვიდრე სამომავლოდ გადადოთ.
მაშინ როცა თქვენი კოლეგების უმეტესობა საკუთარ მოვალეობებს დაუდევრად ეკიდება, თქვენ ხელმძღვანელობის წინაშე თავის გამოჩენას შეძლებთ.
ფულს საეჭვო პროექტებში ნუ ჩადებთ, თორემ შეიძლება მთლიანად დაკარგოთ.
სასწორი
დაინტერესდით თქვენი რჩეულის საქმეებით, მზრუნველობა გამოიჩინეთ და საჩუქრებით გაანებივრეთ - ეს ურთიერთობის გაღრმავებაში დაგეხმარებათ.
ხელსაყრელი დღეა სამუშაო თემებზე სასაუბროდ — შეგიძლიათ ყველაფერი განიხილოთ, რაც შრომას, კომერციას, ფინანსებს ან ბიუჯეტის დაგეგმვას უკავშირდება. ამ დღეს ისინიც კი ყურადღებით მოგისმენენ, ვისაც ჩვეულებრივ მხოლოდ საკუთარი აზრი აინტერესებს.
ამ დღეს სპონტანური შენაძენი სიხარულს და კმაყოფილებას მოგიტანთ და განწყობას მთელი დღით გაგიუმჯობესებთ.
მორიელი
სიყვარულის სფეროში ურთიერთობა შეიძლება ცოტა არასტაბილური გახდეს, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია და მალე ყველაფერი დალაგდება.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახლობლები თქვენს პირად ცხოვრებაში ზედმეტად ერევიან, თუმცა მათი ზრუნვა გულწრფელი და კეთილგანწყობილია.
ეს დღე მშვიდად ჩაივლის, თუმცა სირთულეები შეიძლება დაუფიქრებელი ქმედებების გამო წარმოიშვას. დღეს თქვენი ძირითადი პრობლემები ფინანსებს უკავშირდება.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრისა და ურთიერთობების გამყარებისთვის. მშვილდოსან გოგონებს ახალი გატაცება ელით.
შესაძლოა, პარტნიორთან გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვას, მაგრამ დაპირისპირების თავიდან აცილებას ადვილად შეძლებთ.
გარშემო მყოფებს პრეტენზიებით ნუ შეაწუხებთ. ჯერ დაფიქრდით, რამდენად სამართლიანია თქვენი უკმაყოფილება. ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მისაღებად ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასასრულებლად.
სუფთა ჰაერზე სეირნობა მოდუნებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ნუ ეცდებით გარშემო მყოფებს თავი იმ ადამიანად მოაჩვენოთ, ვინც არ ხართ. ადრე თუ გვიან ნიღბის მოხსნა მოგიწევთ, რაც თქვენს ურთიერთობებზე ცუდად აისახება.
საქმეების სამომავლოდ გადადება ცუდ განწყობასა და ახლობლებთან კონფლიქტს გამოიწვევს.
ვარსკვლავები გირჩევენ თავი მთლიანად სამუშაოს დაუთმოთ — პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ბოლო დროინდელ წამოწყებებში სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგს გპირდებათ.
შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ.
დღის მეორე ნახევარში შეხვედრა და გულწრფელი საუბარი ახლობელ ადამიანზე შეხედულებას შეგიცვლით.
მერწყული
დღეს შეცდომების თავიდან აცილება რთული იქნება. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომების ძირითადი მიზეზი თქვენი იმპულსურობა გახდება.
ეცადეთ, პროფესიული და პირადი საქმეები ერთმანეთში არ აურიოთ. დღეს კომერციულ თუ ფინანსურ სფეროში წარმატების მიღწევას შეძლებთ. თქვენი ენერგიულობა და ინიციატივა ხელმძღვანელების ან კოლეგების მიერ აუცილებლად დაფასდება.
გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შემოსავალი ან ხელსაყრელი თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ.
თევზები
ფიქრობთ, რომ საყვარელი ადამიანი ნაკლებ ყურადღებას გაქცევთ? შესაძლოა, მას უბრალოდ სამსახურთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ოჯახური კონფლიქტი გამოიწვიოს.
ძვირად ღირებულ შესყიდვამდე ოჯახის წევრებთან შეთანხმება არ დაგავიწყდეთ.
ფრთხილად იყავით ელექტროტექნიკასთან და ფიზიკური დატვირთვა შეამცირეთ — ახლა გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან