დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:41 სამ. 3 აგვისტო, 2021 წელი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და სწავლების, შემოქმედების და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან ბიზნესის წარმატებით დასრულება. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გეგმების გადახედვა ან პარტნიორებთან ურთიერთობის შეცვლა მოგიწევთ. შემოქმედებითი პროფესიის ვერძი ქალები შეძლებენ საკუთარი ნიჭის ეფექტურად გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებენ.

კურო

კვირის დასაწყისი სასიხარულო ამბავს მოგიტანთ. თქვენი მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა ნებისმიერ საქმეში სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა, საერთო ჯამში, რთული დღე იქნება. მოერიდეთ საქმიანი შეხვედრებს და გარიგებების დადებას.

ტყუპები

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე და კომერციულ საქმეებში ნაკლებად იაქტიურეთ. სასურველია, შეამციროთ ყველანაირი ურთიერთობა და გარკვეული დროით განმარტოვდეთ. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები, ცრუ რჩევა ან პროვოკაცია.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანებისთვის. თუ მოთმინებას გამოიჩენთ და მოვლენებს წინ არ გაუსწრებთ, ჩანაფიქრის განხორციელების შანსი მოგეცმათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და კოლეგებს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ.

ლომი

ფინანსური მდგომარეობა სავარაუდოდ, გაუმჯობესდება, რაც ახალ თანამდებობას ან საქმის წარმატებით დასრულებას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების ან სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. შემოქმედებითი პროფესიის ლომები ჩანაფიქრის მაქსიმალურად განხორციელებას შეძლებენ. კომერციული გარიგებები და სარისკო ოპერაციები სასურველ შედეგს მოგიტანთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის, კარიერისა და სწავლისთვის. შესაძლებელია, ამ დღეს ხელმძღვანელის მოწონება დაიმსახუროთ და სამსახურებრივი პოზიცია გაიუმჯობესოთ. პარტნიორებთან ურთიერთობამ ან ახალმა ნაცნობობამ შეიძლება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავი წინაპირობა შექმნას.

სასწორი

ეს დღე სიმშვიდეს გპირდებათ, რაც პარტნიორებს შორის ურთიერთობაზეც აისახება. უარი თქვით ნებისმიერი სახის აგრესიაზე, რადგან ამან შეიძლება მხოლოდ გაღიზიანება გამოიწვიოს. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი სითბო და ყურადღება აკლიათ და ეცადეთ, ეს დანაკლისი შეავსოთ. საღამოს მოსალოდნელია მცირე დეპრესია და განწყობის მკვეთრი ცვლილება.

მორიელი

ეს დღე უსიამოვნო ამბებთან და პროვოკაციებთან ასოცირდება. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ და გამოუსწორებელი შეცდომები არ ჩაიდინოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში გმართებთ. გირჩევთ, ყველა საბუთი მოაწესრიგოთ, რადგან შეიძლება, ისეთი რაღაც გამოჩნდეს, რისი დამალვაც გსურთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ გარემოებამ შეიძლება, თქვენი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახოს.

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, მშვილდოსან ქალებს პარტნიორებთან კონფლიქტი ელით - მისი უხეშობა გულს გატკენთ და წყენის დამალვა გაგიჭირდებათ. მშვილდოსან მამაკაცებს ვურჩევთ, რომ ცხოვრების თანამგზავრს მეტი ყურადღება მიაქციონ - სავარაუდოდ, თქვენს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დადგა.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და შეწყვეტილი მეგობრობის აღდგენისთვის, რამაც შეიძლება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი შექმნას. თუმცა, პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია არასწორი გათვლა ან შეცდომა.

მერწყული

დღე აურისა და სიცოცხლისუნარიანობის შესუსტებას უკავშირდება. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომები და არასწორი გათვლები, რაც სავარაუდოდ, სიტუაციის არასწორ შეფასებას ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას უკავშირდება. ვარსკვლავები ჯანმრთელობის შესაძლო გართულებების შესახებ გაფრთხილებენ. ავადმყოფობა, რომელიც დღეს იჩენს თავს, დიდხანს გაგრძელდება.

თევზები

გონივრული სტრატეგია საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი იდეები წარმატებულად განახორციელოთ. სავარაუდოდ, სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge