დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 შაბ. 3 დეკემბერი, 2022 წელი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე ვერძისგან ისეთ თვისებებს მოითხოვს, როგორიცაა სიზუსტე და ყურადღება. არავითარი ვარაუდები და ფანტაზიები - სიტუაცია და გარშემომყოფები თქვენგან მხოლოდ ფაქტებს მოითხოვენ. ასე რომ, ამ დღეს სტატისტიკის და ციფრების ენით უნდა ილაპარაკოთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული ამოცანის სწრაფად ამოხსნას და სწორი დასკვნების გამოტანას შეძლებთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ გამოიყენოთ და ოცნება აისრულოთ.

ტყუპები

ამ დღეს პირველობის ამბიცია არ გაქვთ, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს მეორეხარისხოვან პოზიციაზეც შესანიშნავად გამოავლენთ! განსაკუთრებით კარგად გამოგდით გუნდური მუშაობა ან მითითებების შესრულება. უინტერესო და გულგრილი შემსრულებლის როლი თქვენთვის არ არის.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობა დაამყაროთ. გარშემო მყოფებს კრეატიულობითა ხიბლავთ და საინტერესო იდეებით სავსე ხართ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საქმიანი კავშირი ნებისმიერ გარემოში დაამყაროთ. ქუჩაში, მეზობელთან, წვეულებაზე - შეიძლება, ყველგან შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენს მომავალ ცხოვრებაზე და კარიერაზე გავლენას მოახდენს.

ლომი

ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, რომ საკმაოდ ამბიციურ პროექტზე მუშაობა დაიწყოთ. ახლა ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარი გეგმები რეალობად აქციოთ. მთავარია, ყველა ნაბიჯი კარგად გათვალოთ და თამამი ოცნებისკენ ნაბიჯი გადადგათ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ - სავარაუდოდ, შემთხვევით გაიგებთ იმას, რაც არ უნდა გაგეგოთ ან ფრაგმენტული ინფორმაციიდან სწორ დასკვნებს გამოიტანთ. მთავარი ისაა, რომ თქვენს ხელში მოხვდება გასაღები, რომელიც ახალი მიღწევებისა და წარმატების კარს გაგიღებთ.

სასწორები

დროა დაფიქრდეთ, ბოლო დროს რა გააკეთეთ არასწორად და სად დაუშვით შეცდომა. ეს დღე საშუალებას გაძლევთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და საკუთარი მოქმედებები ობიექტურად შეაფასოთ. იქნებ აჩქარდით ან უბრალოდ, საქმე არ დაასრულეთ? თუ შეცდომის მიზეზს გაარკვევთ, მისი გამოსწორების შანსიც მოგეცემათ.

მორიელი

რაღაც საკითხში იძულებული იქნებით, რომ არჩევანი გააკეთოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ აჩქარდეთ. ჯობს, გადაწყვეტილება სათანადოდ მომწიფდეს. იქნებ სანამ ფიქრობთ კომპრომისი ან მესამე ვარიანტი გამოჩნდეს?

მშვილდოსანი

როგორი გამოცდილიც არ უნდა იყოთ, სიტუაციამ შეიძლება გარკვეული დროით მოსწავლედ გაქციოთ. სავარაუდოდ, უფრო გამოცდილი ადამიანის რჩევა დაგჭირდეთ ან მენეჯმენტმა გამოცდა მოგიწყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი მოქმედების სტრატეგიაზე იფიქროთ. თუ დინებას მიჰყვებით, განსაკუთრებულ წარმატებებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა, პრობლემების გამო წინსვლაზე ფიქრის დრო არ გაქვთ, მაგრამ დადგა დრო, საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეაფასოთ და სამსახურის მხრივ სიტუაციის რადიკალურად შეცვლაზე იზრუნოთ.

მერწყული

რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ აგერიოთ პირადი ურთიერთობები და სამუშაო. შესაძლოა, მეგობარმა თანამდებობის ან პროფესიული უნარების გამოყენებით დახმარება გთხოვოთ. თუ ამას გააკეთებთ ძალიან დიდხანს ინანებთ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს დააზიანებს ან თქვენს სამსახურს, ან მეგობრობას, უარეს შემთხვევაში - ორივეს.

თევზები

გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. გასაკვირიც არ არის, რომ თქვენი ხელმძღვანელისა და თქვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმეს ნუ გაართულებთ და პოზიციები დათმეთ – ყოველ შემთხვევაში, ამ დღეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge