დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:07 ხუთ. 8 აპრილი, 2021 წელი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული პერიოდია. თავი შეიკავეთ პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობისა და ფინანსური ინვესტიციების განხორციელებისგან. პარტნიორებთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არსებული გადაუჭრელი პრობლემები დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგებს არ მოიტანს. ყურადღება გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის და დოკუმენტების გაფორმების დროს.

კურო

სავარაუდოა პრობლემები ნათესავებთან ან ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში. ეცადეთ, გონივრულად იმოქმედოთ, კამათის დროს ემოციები დაიცხროთ და ლოგიკური არგუმენტებით იხელმძღვანელოთ. კარგი დღეა ქორწინების, გართობის და სექსუალური ურთიერთობებისთვის. კურო ქალებს ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. დასვენება, სეირნობა და პოზიტიური ემოციები საუკეთესო წამალი იქნება.

ტყუპები

ამ დღეს მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი ფინანსური პრობლემების ან ეჭვიანობის გამო. თუ თავის ხელში აყვანას და ემოციები კონტროლს შეძლებთ, თქვენი ურთიერთობა მალე ისევ ჰარმონიული გახდება. გირჩევთ, კონფლიქტის დროს ემოციებისგან თავი შეიკავოთ. კომერციული მგზავრობა ან შოპინგი არასასურველია, რადგან ფულს უსარგებლოდ დახარჯავთ.

კირჩხიბი

ბოლოს და ბოლოს, მუშაობა შედეგების მომტანი გახდება, მაგრამ მანამდე ბევრი წვალება მოგიწევთ. ნებისმიერ საქმეში წინსვლა იგრძნობა. არსებობს ოცნების ახდენის შესაძლებლობა. გარშემო მყოფთა სიმპათიები თქვენს მხარესაა, მთავარია, ფრთხილად იმოქმედოთ და საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. აკონტროლეთ გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.

ლომი

ამ დღეს თავი შეიკავეთ გრანდიოზული გეგმების დასახვისა და ახალი საქმის დაწყებისგან. არახელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობისა და ფინანსური ინვესტიციების განხორციელებისთვის. ურთიერთობაში გადაუჭრელმა პრობლემებმა ან არაკეთილმოსურნეთა ცრუ ბრალდებებმა შეიძლება წონასწორობა დაგაკარგინოთ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ, თორემ თქვენი შინაგანი ენერგია ყველას და ყველაფერს დაწვავს, მათ შორის - თქვენც.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი სიტყვაძუნწობა და ანალიზის უნარი ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების მთავარი პირობაა. თუ განმარტოების შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად ისარგებლეთ. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და აზრებში გაერკვეთ და თქვენი ქცევის სტრატეგია და ტაქტიკა დაგეგმოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღე ოჯახური დასვენებისა და ნებისმიერი ურთიერთობისთვის. სავარაუდოა კამათი, გაუგებრობა, წყენა და მოტყუება. სასურველია კონფიდენციალურობის დაცვა. თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ, მეტი თვითკონტროლი გამოიჩინოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება არასწორად გაგიგონ.

მორიელი

საცდელი პერიოდი მთავრდება. შესაძლოა, თქვენმა მოქმედებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ. გრძნობები და ემოციური ცხოვრება უფრო მდიდარი გახდება, ხოლო აზრები უფრო კონკრეტული. სასურველია, ეს დღე სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, უფრო გააზრებულად იმოქმედოთ - დავების დროს უპირატესობა არა ემოციებს, არამედ საღ აზრსა და ფაქტებს მიანიჭეთ. დაბრკოლებებმა, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ, შეიძლება თქვენი ფარული პოტენციალი გამოავლინონ. თუ ასე მოხდა, ნებისმიერი სირთულის მარტივად დაძლევას შეძლებთ.

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავებთან ურთიერთობას უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. გირჩევთ, მათთან საუბარში გულწრფელობას ერიდოთ. ამ დღეს მეტი თავშეკავება გმართებთ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი მოქმედება საყოველთაოდ მიღებულ წესებს ეწინააღმდეგებოდეს. უპასუხისმგებლო განცხადებების ან ზედმეტი კატეგორიულობის გამო ახლობლებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით აკონტროლეთ საკვების ხარისხი.

თევზები

ეს დღე ჰარმონიასა და წონასწორობას განასახიერებს. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და უფრო ოპტიმისტი გახდეთ. სასურველია, დღის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე გაატაროთ. თავი შეიკავეთ გრანდიოზული პროექტების დაწყებისგან, რადგან მოსალოდნელია ფინანსური და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge