დღის ჰოროსკოპი

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:05 სამ. 8 ივნისი, 2021 წელი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უკიდურესად არახელსაყრელი დღე, რომელიც განსაცდელისა და ემოციური განახლების ნიშნით ჩაივლის. მოსალოდნელია კონფლიქტები უფროსთან ან კოლეგებთან, რაც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. თქვენი ნებისმიერი ძალისხმევა სასურველ შედეგებს არ მოიტანს, ამიტომ გირჩევთ, მოქმედებას ლოდინი არჩიოთ. მოერიდეთ სიბნელეს და ხალხმრავლობას. სასურველია, დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატაროთ.

კურო

ამ დღეს სამსახურის საქმეები თქვენგან ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებულობას მოითხოვს. სავარაუდოდ, სამსახურში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას და ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ.

ტყუპები

თანდაყოლილი შრომისუნარიანობა ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით, თუ მას ყურადღების კონცენტრაცია სჭირდება. ეს დღე ყველანაირი მოულოდნელობით სავსეა. მათ შორის, სასიამოვნოც იქნება და უსიამოვნოც. სამსახურის საქმეები თქვენგან ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებულობას მოითხოვს.

კირჩხიბი

თუ სამსახურში მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას და ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ, კვირის ბოლოს დაძაბულობა იკლებს და სიმშვიდე დაისადგურებს. ამჟამად მთელი ყურადღება სახლისა და ოჯახის ურთიერთობებისკენ გაქვთ გადატანილი. ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ლომი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ბედი კიდევ ერთ უსიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. მოსალოდნელია პრობლემები პროფესიული საქმიანობის სფეროში და კონფლიქტები, რომლებიც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. მოგიწევთ უსიამოვნო არჩევანის გაკეთება სიამაყესა და კომპრომისის საჭიროებას შორის. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი სამსახურებრივი პოზიცია შეიცვალოს.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა. გეჩვენებათ, რომ ფეხქვეშ მიწა გეცლებათ, მაგრამ არც ძალა გაქვთ და არც სურვილი, რომ რამე შეცვალოთ. გირჩევთ ნაკლები იაქტიუროთ და რაც მთავარია, არ ჩაერიოთ საეჭვო საქმეებში, რადგან შედეგები შეიძლება სავალალო იყოს. ვიღაც თქვენს პროვოცირებას ეცდება, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა გაფორმებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის. შესაძლებელია, დღეს მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ. გამორიცხული არ არის, რომ საპირისპირო სქესის ადამიანთან დაკავშირებული ოცნება აისრულოთ. მეგობრების ვიზიტი ან მოულოდნელი სიურპრიზი განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.

მორიელი

ეს დღე ტრავმასთან და საფრთხესთან ასოცირდება და ბევრი მორიელის სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. სავარაუდოდ, წინა თვის ყველა პრობლემა გამწვავდება. სიფრთხილე, გამძლეობა და ნებისმიერ სიტუაციაში დამოუკიდებლობის შენარჩუნების უნარი წარმატებას უზუნველყოფს.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერი საქმე მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებულობას მოითხოვს. სავარაუდოდ, ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ არასწორმა გათვლამ და ილუზიებმა შეიძლება, მოულოდნელი ხარჯები გამოიწვიოს. სიზმარი ასრულდება, თუ დილას მოღრუბლული ამინდი იქნება.

თხის რქა

რთული და არახელსაყრელი დღეა. ღირებულებების გადაფასებასთან დაკავშირებული პერიოდი გელით, რომელიც გარკვეულ პროცესებზე უარყოფითად აისახება. ერიდეთ კონფლიქტში ჩარევას, რადგან ამას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. მოთმინებით აღიჭურვეთ და უკეთეს დროს დაელოდეთ.

მერწყული

ეს დღე საკუთარი ინტერესების დაცვას განასახიერებს. ბევრ ბიზნესმენი პარტნიორის უხეშ პოზიციას შეჯახება, რაც შეთანხმებების გადახედვას აიძულებს. თქვენი საქმიანობის შედეგს შეიძლება მხოლოდ თვის ბოლოს ელოდოთ. შეგიძლიათ, გავლენიანი მფარველების დახმარების იმედი გქონდეთ (რა თქმა უნდა, თუ ასეთები გყავთ).

თევზები

ეს დღე წარსულში დაბრუნებას განასახიერებს. სავარაუდოდ, ამ დღეს ძველ მეგობარს შეხვდებით, რომელთანაც ადრე უსიამოვნო მოვლენები გაკავშირებდათ. სასურველია დასკვნების გაკეთება და ძველი შეცდომების გაითვალისწინება. ეცადეთ, სასურველსა და სავალდებულოს შორის კომპრომისი მოძებნოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge