იცით თუ არა

ჩინეთის დიდ კედელში 100-ზე მეტი საიდუმლო კარი აღმოაჩინეს

fun time

14:00 ხუთ. 19 იანვარი, 2023 წელი

ჩინეთის დიდი კედელი

14
დაკოპირებულია

ჩინეთის დიდი კედელი საინჟინრო ხელოვნების გრანდიოზული ძეგლია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. ადამიანებს განსაკუთრებით კედლის იდუმალება ხიბლავთ და მისი საიდუმლოების ამოცნობას ცდილობენ. 

სულ ახლახან ჩინეთის ქალაქ ტიანზინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩინეთის დიდ კედელში 130 საიდუმლო გასასვლელი აღმოაჩინეს.

გამოცემა Xinhua -ის ინფორმაციით, ამისათვის საჭირო გახდა ფოტოგადაღებები გამადიდებელი კამერით, რომელიც, დაახლოებით, ერთი სანტიმეტრის ზომის დეტალების ამოცნობის საშუალებას იძლევა.

თითოეული საიდუმლო კარი ისეა დაპროექტებული, რომ ადგილობრივ ტოპოგრაფიას შეესაბამება. საუკუნეების წინ ამ საიდუმლო კარებს მზვერავები და ვაჭრები იყენებდნენ.

მინის დინასტიის (1368-1644) ისტორიულ დოკუმენტებში წერია, რომ მომთაბარე ტომებს უფლება აქვთ, საიდუმლო გასასვლელები ცხოველების საძოვრად გასაყვანად გამოიყენონ. ზოგი კარი იმდენად დიდია, რომ მასში ერთდროულად ორი ცხენი გაივლის.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ საიდუმლო გასასვლელების აღმოჩენა ჩინეთის დიდი კედლის არქიტექტურული მექანიზმის უკეთ გაგების საშუალებას იძლევა. ცნობილია, რომ კედლის შიდა მხარე აგურითაა ამოშენებული. გამორიცხული არ არის, რომ კედლის მიღმა კიდევ ბევრი საიდუმლო კარი იმალებოდეს. ომის დროს კედლის დამცველებს შეეძლოთ, აგური გამოენგრიათ, კარი გაეღოთ და მტრისთვის მოულოდნელ ადგილზე შეეტიათ.

ესეც დაგაინტერესებთ:

გინახავთ ჩინეთის „ვენეცია“?

ჩინეთი და იაპონია - განსხვავებები ყოველდღიურ ცხოვრებაში


წყარო: global.chinadaily.com.cn


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე