სილამაზე/ჯანმრთელობა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

fun time

18:20 პარ. 8 ნოემბერი, 2024 წელი

მუშმულას თვისებები

14
დაკოპირებულია

მუშმულა იაპონური ზღმარტლია, ეგზოტიკური მარადმწვანე ხე, რომელიც ნაყოფით ფასდება. მუშმულას სამშობლო იაპონია და ჩინეთია. ჩვენში ის შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში ხარობს.

 

ბუშმალა თუ მუშმალა

როგორც უკვე მიხვდით, ბუშმალა და მუშმალა ხალხში გავრცელებული სახელებია. ამ ხილის სწორი დასახელება კი არის მუშმულა, ლათინურად Eriobothrja japolica.

მუშმულას გემო

მუშმულას ნაყოფში სიტკბო ჰარმონიულად არის შერწყმული ციტრუსის სიმჟავესთან, მსხლისა და ატმის მსუბუქი ნოტები კი გემოს დახვეწილობას მატებს. მომცრო ზომის მიუხედავად, მუშმულას ნაყოფი ხილად მიიჩნევა და არა კენკრად.

მუშმულას თვისებები

გარდა იმისა, რომ გემრიელია, მუშმულას წვნიანი ნაყოფი ჯანმრთლობისთვის სასარგებლო უამრავ ანტიოქსიდანტსა და ვიტამინს შეიცავს.

მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით მუშმულას ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს.

ეს დაბალკალორიული ხილი შეიცავს A, C, B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალიუმს, თუთიას, ფოსფორს, კალციუმს, შაქარს და ორგანულ მჟავებს.

უფრო კონკრეტულად, 150 გრ. მუშმულას შემადგენლობა ასეთია:

  • კალორია - 70 კკალ;
  • ნახშირწყლები – 18 გ;
  • ცილები – 1გრ;
  • 3 გრ. ბოჭკოვანი;
  • 23,8 მგ. კალციუმი;
  • 1,5 მგ. ვიტამინი C;
  • 113 მკგ. პროვიტამინი A;
  • 0,15 მგ. ვიტამინი B6;
  • 20,9 მკგ. ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9);
  • 19,4 მგ. მაგნიუმი;
  • 396 მგ. კალიუმი.

✔️მაღალი გლიკემიური ინდექსის გამო ეს ხილი იდეალურია სპორტში აქტიურად ჩართული ადამიანებისთვის.

✔️მუშმალაში შემავალი C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლაში;

✔️A ვიტამინი პრევენციულ გავლენას ახდენს მხედველობის ორგანოებზე და მონაწილეობს კანის უჯრედების აღდგენაში;

✔️კალიუმი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რკინა კი კუნთებს ჟანგბადით ამარაგებს.

✔️ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B6 მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოებისთვის და სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის.

✔️მუშმულა აძლიერებს კუნთებსა და ძვლებს. ნაყოფში შემავალი მაგნიუმი და კალიუმი აუცილებელია ნერვული სისტემის და კუნთების ფუნქციონირებისთვის, ხოლო მანგანუმი ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას და მეტაბოლიზმს;

✔️ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო, მუშმულა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. სასარგებლოა ორსულებისთვის ტოქსიკოზის სიმპტომების შესამცირებლად და ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის დონის შესანარჩუნებლად;

✔️მუშმულას იყენებენ ბრონქიტის სამკურნალოდ, ასთმის შეტევების მოსახსნელად;

✔️მუშმულას რბილობისაგან და წვენისგან ამზადებენ სახის ნიღბებს, კრემებსა და ლოსიონებს, რომლებიც აკნეს მოცილებას ეხმარება, ამკვრივებს და ათეთრებს კანს.

მუშმულას კომპოტი

მუშმულასგან შეგიძლიათ გემრიელი კომპოტის მომზადება, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ამისთვის საჭიროა:

მუშმულა - 1 კგ. (წონა კურკის გარეშე)

წყალი - 2 ლიტრი

შაქარი - 250 გრ.

მომზადება:

1. მუშმულა გაასუფთავეთ, კურკები მოაცილეთ და დაჭერით.

2. გასუფთავებული ხილი მოათავსეთ ქვაბში და წყალი დაასხით. კომპოტი 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ, დაამატეთ შაქარი და კიდევ რამდენიმე წუთი ადუღეთ, სანამ შაქარი არ გადნება.

3. ჩაასხით კომპოტი სტერილიზებულ ქილაში და მოხუფეთ. ამის შემდეგ ქილა გადააბრუნეთ, შეფუთეთ და გააგრილეთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ქაცვის თვისებები

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

ანწლის მომზადება

მიწავაშლას გამოყენება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

რა არის კაკაოს კარაქი და რაში გამოვ...

კაკაო-კარაქის გამოყენება

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი