საკნატუნო ამბები

ანწლი და მისი ჯადოსნური სამკურნალო თვისებები

fun time

16:00 კვი. 23 ივნისი

ანწლის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ამ მცენარეს საქართველოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. ის შეიძლება მინდორში, ტყეში, გზის პირას ან ეზოში ნახოთ. ჩვენი წინაპრები ანწლს კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად იყენებდნენ, თუმცა მისი შესაძლებლობები გაცილებით ვრცელია. 

 

კვების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანწლს ხალხურ მედიცინაში სასწაულების მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ბულგარეთის ხალხური მედიცინა მას სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად მოიხსენიებს.

ევროპაში ანწლისგან სამკურნალო სიროფს ამზადებდნენ.

სამკურნალოდ გამოიყენება ანწლის ფესვი, ნაყოფი, ყვავილი, ფოთოლი და ყლორტი. ანწლის ფესვი შეიცავს ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, პექტინს, ამიგდალინს, ვიტამინ C-ს, ყვავილი - საქაროზას, ეთერზეთებს, გლიკოზიდს.

ძველ საბერძნეთში ანწლს სამკურნალოდ და სახლის დასაცავ თილისმად იყენებდნენ, სამხრეთ ამერიკაში კი ანწლით სხვადასხვა ინფექციას და ჰიპოთერმიას მკურნალობდნენ.

ანწლის სასარგებლო თვისებები:

1. ანწლი მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის იმუნურ სისტემაზე, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ და აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციას მავნე მიკროორგანიზმებზე.

2. ანწლის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები (კვერცეტინი) და ანთოციანიდინები სხეულს ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაში ეხმარებიან.

3. ანწლი ვიტამინებს A, C (დიდი რაოდენობით), B6, ასევე რკინას და კალიუმს შეიცავს. ამასთან, B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულად მუშაობას.

ანწლი არის შარდმდენი, ოფლმდენი, დიაბეტი საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ამოსახველებელი საშუალება. ხალხურ მედიცინაში მისგან დამზადებულ ჯემს იყენებენ ტუბერკულოზისა და ბუასილის სამკურნალოდ. ფესვების ნახარშს - თირკმელების დაავადებისას. ყვავილების ნახარშს - გაძნელებული შარდვისას, ფოთლების ნახარშს - შეკრულობისას. ის ასევე გამოიყენება გაციების, ნევრალგიის, რევმატიზმის, ჭინჭრის დაავადების, ნიკრისის ქარის და სიმსივნის სამკურნალოდ.

ანწლის დაყენება გრიპის დროს მისაღებად

  • შავი ანწლი (ახალი ან გაყინული) - 2 კგ.
  • წყალი - 2ლ.
  • შაქარი - 1 კგ.
  • ძმარი - 100 მლ.
  • მიხაკი, დარიჩინი - გემოვნებით.

კენკრა კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვბში და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ამის შემდეგ ქვაბში დანარჩენი ინგრედიენტები დაამატეთ და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ ქაფის წარმოქმნა არ შეწყდება. ანწლის ცხელი წვენი გასტერილებულ მინის ბოთლებში ჩაასხით და თავზე მჭიდროდ დაახურეთ.

ანწლის მიღების წესი: დალიეთ 100 მლ წვენი 2-3-ჯერ დღეში. შეგიძლიათ წვენი ადუღებულ წყალში 1:1 თანაფარდობით გააზავოთ და თაფლით დაატკბოთ.

ანწლი გინეკოლოგიაში

ანწლი გამოიყენება საშოსა და საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

ანწლის ნაყენისთვის საჭიროა

  • ანწლის ფესვი - 30 გრ.
  • წყალი - 50 მლ.

აადუღეთ წყალი, დაასხით ანწლის ფესვებს და ორი საათი დატოვეთ. ამის შემდეგ ნაყენი რამდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში გაწურეთ.

ანწლის მიღების წესი: ნაყენი ერთი თვის განმავლობაში, დღეში ორჯერ უნდა შეიშხაპუნოთ.

ანწლი სიმსივნის დროს

  • ანწლის გამხმარი ყვავილი - 1 ს.კ.
  • ყალი - 200 მლ.

ანწლის ყვავილებს დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ. ამის შემდეგ ნაყენი გააგრილეთ და ჩაის საწურში გაწურეთ.

ანწლის მიღების წესი: მიიღეთ 100 მლ სამჯერ დღეში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ესეც დაგაინტერესებთ:

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

კურკუმა გასახდომად

თუთა - დღეგრძელობის კენკრა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში