სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

fun time

16:22 სამ. 18 მარტი

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

14
დაკოპირებულია

ალბათ ბევრმა იცით ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებები: იცავს გაციებისგან, ააქტიურებს საჭმლის მონელების სისტემას, აწესრიგებს წნევას, ხელს უწყობს წონის კლებას და ა.შ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, სწორად როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, რა რაოდენობის მიღება შეიძლება დღეში და როგორ უნდა ავარჩიოთ ჩვენთვის საჭირო ფესვი.  

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინფექციების პროფილაქტიკისთვის ნედლი ჯანჯაფილი ფხვნილზე სასარგებლოა. ნედლი ჯანჯაფილი ორგანიზმს რესპირატორული ვირუსების მოქმედების შენელებაში ეხმარება. გამომშრალი ჯანჯაფილი ასეთ უნარს არ ავლენს.

ზრდასრულ ადამიანს დღეში 3-4 გრამი (1 ჩაის კოვზი) ნედლი ჯანჯაფილის მიღება შეუძლია, მაგრამ — არა მშიერ კუჭზე, რათა კუჭის ლორწოვანი გარსი არ გააღიზიანოს.

თუ ჯანჯაფილს ფხვნილის სახით იღებთ, უმჯობესია ნახევარი ჩაის კოვზს დასჯერდეთ, რადგან მშრალი ჯანჯაფილი გაცილებით მაღალი კონცენტრაციისაა.

ჯანჯაფილის უკუჩვენება

ვისაც გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები აწუხებს, ჯანჯაფილის მიღებას უნდა მოერიდოს, რადგან შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი დაიზიანოს.

ბავშვებისთვის ჯანჯაფილის მიცემა დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. 3 წლამდე ბავშვებში საჭმლის მონელების სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ ჯობია სანელებლის მიცემისგან თავი შეიკავოთ, ხოლო შემდეგ წყალში გაზავებული ჯანჯაფილი ნელ-ნელა დაალევინოთ.

ჯანჯაფილი ორსულობის დროს

კვლევები ადასტურებს, რომ ჯანჯაფილი ამსუბუქებს ტოქსიკოზის სიმპტომებს და ამცირებს გულისრევის შეგრძნებას, თუმცა მისი ეფექტიანობა მხოლოდ ორსულობის ადრეულ ეტაპებზეა დადასტურებული და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ზოგადად, ორსულობის დროს დღეში ერთ გრამზე მეტი ჯანჯაფილის მიღება არასასურველია.

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

ჯანჯაფილის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ფესვი მკვრივი, და მშრალი იყოს და ნაოჭები და მუქი ლაქები არ ჰქონდეს.

მაქსიმალურად მეტი სასარგებლო ნივთიერების მისაღებად ჯანჯაფილი წვრილ სახეხზე უნდა გახეხოთ ან თხელ ნაჭრებად დაჭრათ და კერძში ან სასმელში უშუალოდ ჭამამდე დაუმატოთ.

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი

ახალი ჯანჯაფილისგან შეგიძლიათ ვიტამინებით მდიდარი სასმელები მოამზადოთ:

ჯანჯაფილის ჩაი — ჯანჯაფილს მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ოდნავ შეგრილებულ სასმელს თაფლი, ლიმონი და გემოვნებით სანელებლები დაუმატეთ. ჯანჯაფილი შეგიძლიათ შავ ან მწვანე ჩაის დაუმატოთ.

იმუნიტეტის ასამაღლებლად შეგიძლიათ ჯანჯაფილით და კურკუმით მოამზადოთ ცნობილი სასმელი - „ოქროს რძე“:

ამისთვის ორი ჭიქა ნებისმიერი რძე, ერთი ჩაის კოვზი კურკუმა, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, მეოთხედი ჩაის კოვზი ჯანჯაფილი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი დაგჭირდებათ. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ბლენდერით დაამუშავეთ და შეათბეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.

ჯანჯაფილისგან შეგიძლიათ ორგანიზმის გამწმენდი სასმელი მოამზადოთ:

1 ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი და დარიჩინი. ორგანიზმის გასაწმენდად ასეთი სასმელი დღეში ერთხელ, ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მიირთვათ.
სასმელი სასარგებლოა მათთვის, ვინც საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ზედმეტი კილოგრამების მოშორებას ცდილობს.

ჯანჯაფილი კერძებში

ახალი ჯანჯაფილის გამოყენება, სასმელების გარდა, კერძებშიც შეგიძლიათ.

მაგალითად, ძალიან გემრიელია სტაფილოს კრემ-სუპი ჯანჯაფილით:

450 გრამი სტაფილო და ერთი ხახვი წვრილად დაჭერით და ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ ახალი ჯანჯაფილი და კურკუმა გემოვნებით და კიდევ ერთი წუთი შუშეთ. მოშუშულ ბოსტნეულს ოთხი ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი და მარილი დაამატეთ და დუღილამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ წვნიანი დაბალ ცეცხლზე, 20 წუთი ხარშეთ, ბოლოს ერთი ჭიქა ქოქოსის ან ჩვეულებრივი რძე დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

ჯანჯაფილს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს — ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხორცს არბილებს. ასე რომ, გრილზე შეწვისა და მწვადების მოყვარულებს ჯანჯაფილი მარინადების მოსამზადებლად გამოადგებათ.

ჯანჯაფილის ფხვნილს ნედლ ჯანჯაფილზე ცხარე გემო აქვს, ამიტომ შედარებით მცირე რაოდენობით მოიხმარენ.

ესეც საინტერესოა:

რა არის ბერგამოტი და რატომ უნდა დალიოთ ბერგამოტის ჩაი?

როგორ მოვამზადოთ კარკადეს ჩაი

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებლის სასარგებლო თვისებები

მცენარეები და სანელებლები მუცლის ცხიმის დასაწვავად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი

რა არის კაპერსი? - არომატული დელიკა...

რა არის კაპერსი?

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო დ...

რომელი ბრინჯი ჯობია?