სილამაზე/ჯანმრთელობა

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ მხოლოდ ქალებში

fun time

16:24 კვი. 23 მარტი

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

14
დაკოპირებულია

ფინელმა მეცნიერებმა ბოლოდროინდელი კვლევების შედეგებით დაასკვნეს, რომ მამაკაცებში სტრესი ინსულტის გამომწვევი ფაქტორი არ არის, თუმცა ქალებში ასეთი კავშირი არსებობს.  ამასთან, ქალებში ინსულტის გამომწვევი უფრო ხშირად არა დიდი ტრაგედია, არამედ ზომიერი განცდაა.

ზემოხსენებული კვლევის შედეგები ამერიკელ ნევროლოგთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 18-დან 49 წლამდე ასაკის 426 მამაკაცისა და ქალის მონაცემი შეისწავლეს, რომლებმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში იშემიური ინსულტი გადაიტანეს. მათთან ერთად, საკონტროლო ჯგუფში იგივე ასაკის ჯანმრთელი ადამიანებიც შეიყვანეს.

სტრესის დონის შესაფასებლად ექსპერიმენტის მონაწილეებმა ანკეტა შეავსეს:

  • დაბალი სტრესი 0-დან 13 ქულამდე შეფასდა,
  • ზომიერი — 14-დან 26-მდე,
  • ხოლო მაღალი — 27-დან 40-მდე.

აღმოჩნდა, რომ ინსულტის მქონე ადამიანების 46%-ს ზომიერი ან მაღალი სტრესის დონე ჰქონდა, მაშინ როცა ჯანმრთელ ადამიანებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ, 33%-ს შეადგენდა.

საბოლოოდ, საინტერესო დეტალი გამოვლინდა:

❗ ზომიერი სტრესი ინსულტის ალბათობას 78%-ით ზრდიდა, მაშინ როცა ძლიერი სტრესი — მხოლოდ 6%-ით!

ამ მონაცემების ახსნა მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ სტრესი ინსულტის რისკს მხოლოდ ქალებში ზრდიდა.

წინა კვლევებმა დაადასტურა, რომ განსაკუთრებით საშიშია ხანგრძლივი სტრესი, ახლა კი ოფიციალურადაც აღიარეს, რომ სტრესი ქალებისთვის ინსულტის რისკის ფაქტორია.

ესეც საინტერესოა:

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს და ეხმარება გულის ჯანმრთელობას

რა უნდა ჭამოთ გამოცდის წინ, თუ ტვინის მუშაობის გაუმჯობესება გსურთ

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე სურნელი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი

რა არის კაპერსი? - არომატული დელიკა...

რა არის კაპერსი?

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო დ...

რომელი ბრინჯი ჯობია?