ამბები

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო CIU თუკი წელს აბარებ

ეკა ტიკარაძე

15:18 ოთხ. 17 თებერვალი

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა
აირჩიო CIU თუკი წელს აბარებ
14
დაკოპირებულია

რამდენიმე კვირაში 2021 წლის აბიტურიენტები საგამოცდო ციებცხელების კიდევ უფრო აქტიურ ეტაპზე გადავლენ: მათ უნდა აირჩიონ სპეციალობები და უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებენ. 

რის მიხედვით ვარჩევთ უმაღლეს სასწავლებლებს? - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) 3 პოპულარულ კრიტერიუმს გამოყოფენ, რის გამოც CIU წლიდან წლამდე პოპულარულია აბიტურიენტებსა და მობილობის მსურველ სტუდენტებს შორის.

პრაქტიკა

რა შეიძლება შემოგთავაზოს შენმა უმაღლესმა სასწავლებელმა იმაზე უკეთესი, ვიდრე აქტიური პრაქტიკული სამუშაოა შენს სპეციალობაში? სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს იურიდიული კლინიკა და იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი აქვთ, სადაც მომავალი იურისტისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამომიმუშავებენ. მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ მულტიმედია ცენტრში გადაიღონ და დაამონტაჟონ სიუჟეტები; მოაწყონ თოქშოუები, წაიყვანონ საინფორმაციო გამოშვება და თავი ნამდვილ ნიუსრუმში იგრძნონ. აქვე ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტების კვლევებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის არსებული პოლიტიკური კვლევების ლაბორატორია, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, აშშ-სა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი „USACA“, ნატოსა და ევროკავშირის კვლევების ცენტრი. „ბიზნეს ინკუბატორში“ სტუდენტებს საშუალება აქვთ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ და იდეები ბიზნეს-მოდელებად აქციონ. ტურიზმის პროგრამის სტუდენტები მსოფლიოში აპრობირებულ პროგრამა „Opera”-ში ეცნობიან საუკეთესო საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების მართვის სპეციფიკას; ფინანსების მიმართულებით არსებულ ფასიანი ქაღალდების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზის სკოლაში სტუდენტებს საშუალება აქვთ საქმიანობა ბირჟის ვირტუალურ სივრცეში განახორციელონ, ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია კი ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკას უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებსა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, ასევე სხვადასხვა შიდა თუ გარე კლინიკებში გადიან.

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე სტუდენტს საშუალება ეძლევა შეისწავლოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ყველა საფეხური, მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომის შესაბამისად, რომელსაც ეწოდება „ღვინო მიწიდან მაგიდამდე“, დაეუფლოს ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითად აგროტექნოლოგიურ მეთოდებს, დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს, იზრუნოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაზე; დაგეგმოს და მართოს ვენახი, მასში მიმდინარე პროცესები და აკონტროლოს ხარისხი; გაეცნოს საქართველოსა და მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილ ტრადიციებს და თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს, შეისწავლოს უნიკალური ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიური შედგენილობა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის მეთოდები; შეძლოს მევენახეობისა და მეღვინეობის ხარისხის მენეჯმენტის მართვა; აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი ქართული ტრადიციული ღვინო და შეძლოს მსოფლიო ბაზარზე მისი სახელისა და ადგილის დამკვიდრება; დაეუფლოს ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას.

როგორ მოვამზადოთ საუკეთესო კადრები? შევქმნათ რეალური სამუშაო გარემო უმაღლეს სასწავლებელში - სწორედ ასე პასუხობს CIU გამოწვევას.

დასაქმება

ნებისმიერ სტუდენტს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ის ღირსეულად დასაქმდება. სწორედ ამაში უწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალბედა კადრებს. სწორედ კურსდამთავრებულთა ღირსეული დასაქმებაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამისთვის სტუდენტები სწავლის პერიოდშივე ეუფლებიან ყველა საჭირო ტექნიკას, რაც მათ მაქსიმალურად უადვილებთ დამსაქმებლებთან ურთიერთობას. ამაზე

CIU-ს კარიერული განვითარების სამსახურში ზრუნავენ. კარიერული მხარდაჭერის სერვისი ორიენტირებულია არამხოლოდ სტუდენტთა დასაქმებაზე, არამედ - თვალყურს ადევნებს შრომის ბაზარზე ცვლილებებს. სიახლეების პარალელურად კი ხდება როგორც არსებული პროგრამების ცვლილებები, ისე ახალი პროგრამების დამატებაც.

სტუდენტური ცხოვრება

და ბოლოს, ვინ არ ოცნებობს დაუვიწყარ 4 წელიწადზე, რომლის განმავლობაშიც, სწავლის პარალელურად, შეიძენს განუყრელ მეგობრებს, იმოგზაურებს, გაერთობა და საოცარ შთაბეჭდილებებს მიიღებს? სტუდენტური ცხოვრება CIU-ში აქტიურად მიმდინარეობს. კსუ-ს კალათბურთის, ფუტსალისა და ფრენბურთის გუნდები საქართველოს შიდა საკლუბო ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ; აქვე ფუნქციონირებს ხალხური სიმღერების ანსამბლი, მუსიკალური ბენდი, სამხატვრო სტუდია, ინტელექტკლუბი... და სხვა, ხოლო თუკი მოხდა ისე, რომ სტუდენტს არც ერთი არსებული მიმართულება არ დააინტერესებს, გამოსავალი მარტივია: მას შეუძლია დააფუძნოს საკუთარი კლუბი, რომელშიც თანამოაზრეებს მოიწვევს.

ასე რომ, თუკი აბიტურიენტი ხარ და მზად ხარ ცხოვრებისგან ახალი გამოცდილებების და თავგადასავლების მისაღებად, მაშინ აუცილებლად აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 115 პირველ ნომრად; მიიღე სტიპენდია და ლეპტოპი პირველივე სემესტრიდან, გაატარე საუკეთესო სტუდენტობის წლები, ისწავლე პროფესიონალი პრაქტიკოსი ლექტორებისგან და დასაქმდი შენი პროფესიით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიი...

200-მდე ბენეფიციარი და
ფსიქოთერაპიის 1200 საათი -
Responsible.ge-სა და „კამარას“
თანამშრომლობის 1 წელი

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გა...

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი
ფილიალი გაიხსნა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკ...

რა სირთულეებს აწყდები,
როცა პირველკურსელი ხარ

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატე...

რა კომპონენტებისგან
შედგება წარმატებული
სტუდენტობა?

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი

როგორ შევარჩიოთ
კონდიციონერი

როგორ მოვუაროთ ტექნიკას

როგორ მოვუაროთ ტექნიკას

ვენის სადაზღვევო ჯგუფი გაეროს გლობა...

ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაეროს გლობალური
შეთანხმების ქსელის წევრი
ხდება

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და...

როგორ ირჩევდნენ
სპეციალობას ადრე და როგორ
ირჩევენ ახლა

როგორ სწავლობენ მომავალი ჟურნალისტე...

როგორ სწავლობენ მომავალი
ჟურნალისტები კავკასიის
საერთაშორისო
უნივერსიტეტში