ამბები

„აჭარაბეთ არენამ“ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების  ოსკარი მოიპოვა

სალომე ჩაჩიბაია

11:32 პარ. 9 ივნისი, 2023 წელი

აჭარაბეთ არენა

14
დაკოპირებულია

„აჭარაბეთ არენამ“ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

ქალაქ მაიამიში, FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა.

„აჭარაბეთ არენა“ FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

ბათუმში, „აჭარაბეთ არენას“ მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა კიდევ ერთ ერთხელ ადასტურებს ბათუმის ინფრასტრუქტურული მოწყობის მაღალ სტანდარტებს. სტადიონს მინიჭებული აქვს UEFA IV კატეგორია და გათვლილია 20,000 მაყურებელზე, რომელიც საშუალებას იძლევა უმასპინძლოს მსოფლიო მასშტაბის მაღალი დონის საერთაშორისო მატჩებს.

სტადიონის ხიბლი ჰარმონიულად ერწყმის ბათუმის თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ისტორიასა და კულტურას.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები სტადიონს გამორჩეულ იერს აძლევს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ, არენის ციფრული ეკოსისტემა დაფუძნებულია განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, რაც მომავლის ეკოლოგიაზე ზრუნვაში მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

„აჭარაბეთ არენა“ ერთ-ერთი უახლესი და მოწინავე სტადიონია ევროპაში, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 2020 წელს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა მზად არის უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ ღონისძიებებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

სერენადები

ფესტივალ „ღამის სერენადების“ მეორე...

სერენადები

ფესტივალ „ღამის სერენადების“ პირველ...

სერენადები

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო...

სერენადები

ფესტივალი "ღამის სერენადები" 20 აგვ...

სერენადები

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

ლიანა ისაკაძის სახელობის
საერთაშორისო ფესტივალი
„ღამის სერენადები“

როგორ შევარჩიოთ საწოლი და მატრასი

მატრასის შერჩევა

როგორ შევძლოთ კომპანიის ეფექტიანი ფ...

კომპანია Loialte

PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული...

SugarBearPro