ამბები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ეკო ტატულაშვილი

13:04 კვი. 3 დეკემბერი, 2023 წელი

არენა

14
დაკოპირებულია

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა. 

„ძალიან აღელვებული ვარ, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ არასდროს და სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატავად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი დაფასებისათვის თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით დიდი მადლობა კი აჭარაბეთს ,რომ შექმნა ასეთი პროექტი, იმედი მაქვს რომ ეს პროექტი გაგრძელდება და კიდევ ბევრ ვარსკვლავს ვიხილავთ აჭარაბეთ არენაზე. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის“ - განაცხადა ასლან ბალაძემ.

„ვულოცავ ასლანს ამ მნიშვნელოვან დღეს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა და ორმაგად სასიხარულოა ,რომ ჩვენი ვარსკვლავები აჭარაბეთ არენაზე არის ერთად. ასეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ადამიანის დაფასება რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე დიდი რა შეიძლება გააკეთო არ ვიცი.

მიხარია რომ აჭარაბეთ არენაზე ვარსკვლავთა ხეივანს საფუძველი სწორედ ჩემი ვარსკვლავის გახსნით ჩაეყარა და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ძალიან ბევრი ვარსკვლავი გაიხსნება აქ“, - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ.

აჭარაბეთის ინიციატივით 2022 წელს, „აჭარაბეთ არენაზე“ ვარსკვლავთა ხეივანს ჩაეყარა საფუძველი,სადაც უკვე გახსნილია რევაზ ჩელებაძის, ვახტანგ ქორიძის და ასლან ბალაძის ვარსკვლავები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დავით გოგიჩაიშვილის რეპი: „ოდა კარგ...

მეგა ანბოქსინგი და დათო
გოგიჩაიშვილის რეპი

„უზბეკეთი აჩქარებს ინდუსტრიული ზონე...

„იანგი ავლოდი“

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო...

ქართული ბრენდის დღეზე

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

psp

როდის უნდა მივცეთ ბავშვს დოსოფლუ ჯუ...

დოსოფლუ ჯუნიორი

როდის გამოიყენება დოსოფლუ - უსაფრთხ...

როდის გამოიყენება
დოსოფლუ - უსაფრთხო გზა
ვირუსულ სეზონზე
სიმპტომების
შემსუბუქებისთვის

როგორ შევარჩიოთ Secret Santa-ს საჩუ...

როგორ შევარჩიოთ Secret Santa-ს
საჩუქარი?

ვამელისი ახლა უკვე 8 ელემენტით - ბუ...

ვამელისი ახლა უკვე 8
ელემენტით - ბუნებრივი
სიმშვიდის განახლებული
ფორმულა

„ახალგაზრდობის ხმის“ პროექტის გრანდ...

ახალგაზრდობის ხმის