ამბები

„ჩაისთან დაკავშირებული ემოციები მხოლოდ სიხარულია, სითბოა, სიყვარულია“ – ზურა შევარდნაძე

ეკა ტიკარაძე

13:29 ორშ. 18 ივლისი, 2022 წელი

„ჩაისთან დაკავშირებული
ემოციები მხოლოდ
სიხარულია, სითბოა,
სიყვარულია“ – ზურა
შევარდნაძე

14
დაკოპირებულია

ბოტანიკოსი და მებაღე ზურა შევარდნაძე გურიაში გაიზარდა, საქართველოს იმ მხარეში, რომლის მცხოვრებლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ჩაის წარმოებაში. როგორც თავად ამბობს, მანაც ბავშვობა ჩაის ბუჩქებს შორის, ჩაის მწკრივებში გაატარა და ამ სასმელთან დაკავშირებული ემოციები ბავშვობას, სიხარულს, სითბოსა და სიყვარულს უკავშირდება.

ზურა შევარდნაძე იხსენებს გურიაში გატარებულ საღამოებსაც, როდესაც დაძინებამდე ოჯახი ლამაზად გაშლილი ტკბილეულის სუფრის ირგვლივ ჭიქა ჩაის დასალევად იკრიბებოდა. „ისეთი უძლეველობის განცდა, როგორიც იმ ჩაის ირგვლივ, იმ მაგიდასთან მქონდა მას მერე აღარ მქონია, იმიტომ რომ ერთად ყოფნის, შეკავშირების, ურთიერთობის, სიყვარულის გაცვლისა და გაზიარების წუთი და დრო მაშინ იყო“, – ამბობს ზურა.

თუ თქვენთვისაც ასეთი განსაკუთრებული პროდუქტია ჩაი ან გსურთ, გაიგოთ, როგორ ამარტივებს ჩაი ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებასა და დაკავშირებას, მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ „დილმა“. ის რჩეული ცეილონის ჩაია, რომელიც ხელით დაკრეფილი, საუკეთესო ფოთლებისგან მზადდება და აქვს ჩაის ნამდვილი გემო და არომატი.

„დილმას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ევროპროდუქტია“, ამიტომ ჩაის სრული ასორტიმენტის შეძენას მის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. ის, ასევე, ხელმისაწვდომია მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვე...

psp

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც...

psp

AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლო...

abs

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty o...

psp

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვა...

PSP

ბათუმში ცხოვრება ტურისტული სეზონის...

ბათუმი

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ა...

psp

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულ...

psp

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღ...

psp