ამბები

Collonades by Qvevri – ჩაინიშნეთ ახალი „გემრიელი“ მისამართი ბათუმში!

fun time

15:05 პარ. 4 ივლისი

Collonades by Qvevri

14
დაკოპირებულია

ბათუმში, 5 ივლისს, რესტორანი Qvevri-ის ახალი ფილიალი, 400 სტუმარზე გათვლილი ახალი სივრცე Collonades by Qvevri გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება.

როგორც Qvevri-ის დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე განმარტავს, ეს იქნება განსხვავებული და უნიკალური კონცეფციის სივრცე ბათუმში, რომლის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 1 მლნ. ლარს შეადგენს. მისივე თქმით, ბათუმში, ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ინტერესი და მოთხოვნა იყო.

„ბათუმი ჩემთვის, როგორც სოხუმელისთვის, მონატრებულ სოხუმთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ლოკაცია. ახალი ფილიალი იქნება ძველ ბათუმში, ბულვარში, კოლონადებთან და სახელწოდებაც ასეთი იქნება Collonades by Qvevri.

ბათუმის ფილიალი, რა თქმა უნდა, ქართული ტრადიციული თემატიკის იქნება, თუმცა თბილისის ფილიალისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტ ევროპულ დეტალს დავამატებთ.

ეს იქნება განსხვავებული კონცეფციის რესტორანი, სადაც სამზარეულო გახსნილი და ღია იქნება. მომხმარებლებს თავად შეეძლებათ ნახვა თუ როგორ მზადდება კერძები. პროდუქციას ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისგან, კერძოდ, იმერეთიდან მივიღებთ. როგორც თბილისის Qvevri-ს - ახალ ფილიალსაც შვილივით გავუფრთხილდებით და მაღალი ხარისხის ნიშას შევინარჩუნებთ.

ბათუმის Qvevri მოიცავს როგორც ღია ტერასებს, ისე დახურულ დარბაზს.

გახსნის ღონისძიება გრანდიოზული იქნება და ჩვენს მომხმარებლებს დაუვიწყარ დღეს ვთავაზობთ. ბულვარში სცენა მოვაწყვეთ და ჯგუფი "ურსა" იქნება წარმოდგენილი. ასე ხმაურიანად შევდივართ ბათუმში.

ჩვენთან ერთად გია აგირბა იქნება და სწორედ მისი აჭარულებით გავუმასპინძლდებით სტუმრებს.

აღნიშნულის გარდა, თბილისის Qvevri-სგან განსხვავებით, ბათუმის ფილიალში თევზეული უფრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე - მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში, ბათუმში განსაკუთრებით ხშირი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებლები ნაბახუსევზე არიან და სწორედ მათ ჩვენს რესტორანში ერთი კარგი, გამოცდილი გოგო დახვდება, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ მათ „მკურნალობას“ თავის თავზე აიღებს — გამოჰკითხავს, რა სასმელი აქვთ მიღებული და შესაბამის „მკურნალობას“ შესთავაზებს. ანუ ვცდილობთ, რომ განსხვავებულად და თეატრალური ელემენტებით შევიდეთ ბათუმის ბაზარზე“, - აცხადებს ლაშა ბასლანძე.

რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ Qvevri-ის გამორჩეული ნიშა არის ის, რომ მომხმარებლებს რესტორანში ყოველდღე კონცერტი და უგემრიელესი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციისგან დამზადებული კერძები დახვდებათ.

„ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ ხარისხზე. მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და ვცდილობთ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. პირობა მაქვს დადებული, რომ საქართველოში მესამე ფილიალი აუცილებლად სოხუმში იქნება“, - აღნიშნა რესტორნის დამფუძნებელმა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგ...

ლიდერი არომათერაპიის
სფეროში, ფრანგული პრემიუმ
ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel
უკვე PSP-შია

ალოიზ მიზანდარის ხსოვნას „ქართული კ...

ქართული კლასიკური

როგორ მივიღოთ საუკეთესო რუჯი?

რუჯი

ალერგია კანზე და მისი მკურნალობის გ...

ალერგია კანზე და მისი
მკურნალობის გზები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის...

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში
წნევის უფასო
მონიტორინგის დღეები
იწყება

როგორ გავიგოთ რაზე გვაქვს ალერგია?

ალერგია

რატომ არის ტრიტიკო CR კარგი არჩევან...

ტრიტიკო CR

როგორ მოქმედებს ვიაგრა ერექციული დი...

მედიკაენტი

როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხუ...

SmarPharm