ამბები

დამკრძალავი ბიურო „სარიტუალო სახლი“ და მისი სერვისები

fun time

10:54 კვი. 25 სექტემბერი, 2022 წელი

სასაფლაო

14
დაკოპირებულია

გარდაცვლილი ადამიანის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად უამრავი სამგლოვიარო ცერემონია ტარდება. ამ დროს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე ემოციურ სტრესში არიან და რეალურად იმის თავი არავის აქვს, რომ დაკრძალვის ყველა საკითხი დროულად მოაგვაროს. იქნება ეს სასაფლაოს მოწესრიგება, ქელეხის დარბაზი, გარდაცვლილის დასასვენებელი დარბაზი, კატაფალკა, ჩასასვენებელი და ყველა სხვა მნიშვნელოვანი დეტალის მოძიება და მზადყოფნაში მოყვანა ძალიან დიდ დროს, ხშირად კი უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს.

ამისთვის არსებობს დამკრძალავი ბიუროები, რომლებიც ყველა ზემოჩამოთვლილ და კიდე ბევრ სხვა საკითხს თქვენს მაგივრად მოაგვარებს. დამკრძალავი ბიურო თბილისში დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი. მომსახურებას ბევრი კომპანია გთავაზობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი გამოცდილება.

დამკრძალავი ბიურო „სარიტუალო სახლი“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა სარიტუალო სერვისები შემოგთავაზოთ.

„სარიტუალო სახლი“ უფასოდ გაგიწევთ პირველად კონსულტაციას. მათთან დაკავშირება 24/7-ზე, დღის ნებისმიერ პერიოდში შეგიძლიათ.

⚰ სარიტუალო მომსახურება და სარიტუალო პროდუქცია

უფასო კონსულტაცია უკვე ვახსენეთ. თუ თქვენ ისურვებთ „სარიტუალო სახლის“ სერვისით სარგებლობას, მათი აგენტი ადგილზე მოვა და დაიწყებს საქმიანობას.

კომპანიის მომსახურებაში შედის: გარდაცვლილის გაპატიოსნება. ბალზამირება, ჩაცმა-მოწესრიგება, გაპარსვა, მაკიაჟი - ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გათვალისწინებულია.

გარდაცვლილის დასასვენებელი დარბაზი ისე იქნება მოძიებული, რომ ზუსტად თქვენს მოთხოვნებზე იყოს მორგებული.

მიცვალებულის სასაფლაოზე მისვენება ასევე „სარიტუალო სახლის“ პრეროგატივაა.

დამკრძალავი ბიურო თავის თავზე იღებს სტუმრების ტრანსპორტირებას და მიკროავტობუსი სტუმრებისთვის ადგილზე დაგხვდებათ.


⚰ მიცვალებულის ჩასასვენებელი და სასახლე მაცივარი

სერვისთან ერთად „სარიტუალო სახლი“ გარდაცვლილის გადასასვენებელ ტრანსპორტსა და სხვა სარიტუალო პროდუქციას გთავაზობთ.

თქვენ არ მოგიწევთ სხვაგან ეძებოთ მიცვალებულის ჩასასვენებელი. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია - იქნება ეს წიფლის ექვსკუთხა სასახლე, კაკლის ოვალური ჩასასვენებელი, თუ ქართული ტრადიციული სასახლე.

სასახლე მაცივარი სამგლოვიარო რიტუალისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია. ამერიკული ტიპის სასახლე მაცივარი ერთ-ერთი გამორჩეული სარიტუალო პროდუქციაა.

⚰ კატაფალკა - მიცვალებულის გადასასვენებელი ტრანსპორტი

მიცვალებულის სასაფლაოზე გადასაყვანად აუცილებელია სპეციალური მანქანა - კატაფალკა. „სარიტუალო სახლი” რამდენიმე არჩევანს გთავაზობთ.

ერთ-ერთი ასეთია კატაფალკა ვიტო, ასევე კადილაკი, რომელიც გადასასვენებლად ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. რა თქმა უნდა სპეციალური მარკის მერსედესი, რომელიც თქვენი სურვილის შემთხვევაში მოგემსახურებათ.

⚰ სამგლოვიარო ყვავილები

ყვავილების თაიგული მიცვალებულისთვის პატივის მიგების ერთ-ერთი უცვლელი ატრიბუტია. „სარიტუალო სახლში“ სამგლოვიარო ყვავილები და გვირგვინები დიდი არჩევანით დაგხვდებათ.

„სარიტუალო სახლს“ მაღალი დონის სერვისი და პროდუქციის ფართო არჩევანი გამოარჩევს.

კომპანიის მთავარი პრიორიტეტია თანაგრძნობა, შესაბამისად თითოეულ დამქირავებელთან ინდივიდუალურ დამოკიდებულებას იჩენს.

დამკრძალავი ბიურო მაქსიმალურად ზრუნავს, რომ ჭირისუფალს ამ მძიმე პერიოდში მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული...

SugarBearPro

სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერ...

სიახლე PSP-ში -
ოლიგოთერაპიის ლიდერი
ფრანგული ბრენდი
„ლაბორატორია გრანიოს”
პროდუქტები უკვე
საქართველოშია

როგორ დავძლიოთ შფოთვა და დავიბრუნოთ...

შფოთვა

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმშ...

psp

შაკიკის მკურნალობის გზები

SmartPharm

შარდის ბუშტის ანთების სიმპტომები და...

შარდის ბუშტის ანთების
სიმპტომები და მკურნალობა

რატომ უნდა მიიღოთ ელექტროლიტები ზაფ...

რატომ უნდა მიიღოთ
ელექტროლიტები ზაფხულში?

Collonades by Qvevri – ჩაინიშნეთ ახ...

Collonades by Qvevri

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგ...

ლიდერი არომათერაპიის
სფეროში, ფრანგული პრემიუმ
ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel
უკვე PSP-შია