ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

ეკა ტიკარაძე

12:34

ლიდერი არომათერაპიის
სფეროში, ფრანგული პრემიუმ
ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel
უკვე PSP-შია

14
დაკოპირებულია

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია შეიძინოს არომათერაპიის სფეროს ლიდერი ბრენდი ფიურესენშელი (Puressentiel) PSP-ს აფთიაქებში.

სახელწოდება "Puressentiel" ასახავს ბრენდის ბუნებრივ, სუფთა და აუცილებელ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფილოსოფიას - ეთერზეთების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტისთვის.

პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით, სასიამოვნო სურნელით და ტექსტურით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მგრძნობიარე კანისთვის. ყველა პროდუქტი იწარმოება საფრანგეთში, კერძოდ, დრომის რეგიონში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოპოვებული მცენარეების გამოყენებით.

კომპანიის სპეციალიზაციაა 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე დამზადებული გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოება. პროდუქცია არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს.

ბრენდის უნიკალურობას ქმნის პროდუქციის გამოშვების ინოვაციური ფორმები და გამოყენების სიმარტივე: როლერი, ინჰალატორი, გელი, სპრეი, საწუწნი ტაბლეტები და ა.შ. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ბუნებრივ ეთერზეთებზე შექმნილი მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც არა მხოლოდ იცავს მწერების ნაკბენისგან, არამედ ხელს უწყობს უკვე არსებული გაღიზიანების, ქავილისა და შეშუპების სწრაფ შეჩერებას. უსაფრთხო ფორმულა, რომელიც არ შეიცავს პარაფინებს, სინთეზურ საღებავებსა და არომატიზატორებს, თამამად გამოყენების საშუალებას იძლევა ბავშვებსა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაც. დამატებით, ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფენ სასიამოვნო სურნელს.

განსაკუთრებით სიცხისა და ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის ფონზე, ხშირად ვაწყდებით ფეხების სიმძიმის, შეშუპებისა და სისხლის მიმოქცევის შეფერხების პრობლემებს. მაღალი ტემპერატურა აუარესებს ვენურ ცირკულაციას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდხანს დგას ან ზის.

ცირკულაციის სპრეი ამ შემთხვევაში იდეალურ გადაწყვეტას გთავაზობთ გამაგრილებელი ეფექტით, რაც სწრაფად ამცირებს დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.

განსაკუთრებით ეფექტურია ცხელ დღეებში და იდეალურია მოგზაურობისას, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ.

ამასთან პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს როგორც რესპირატორულ, კუნთებისა და სახსრების, სტრესისა და თავის ტკივილის საწინააღმდეგო პროდუქტებს, ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ და გამწმენდ-სადეზინფექციო მრავალეფროვან პროდუქციას.

„სახელწოდება ორი ფრანგული სიტყვის კომბინაციაა - "Pur" - სუფთა, რაც ასახავს კომპანიის ერთგულებას მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტების მიმართ და "Essentiel" - აუცილებელი, ეთერზეთები, რაც კომპანიის პროდუქციის საფუძველია.

კომპანიას დაფუძნებულია სამ ძირითად ღირებულებაზე „NATURAL, COMMITMENT, PERFORMANCE“ - „ბუნებრივი წარმოშობის, პასუხისმგებლობით შექმნილი და ეფექტური შედეგისთვის ორიენტირებული პროდუქცია.“ კომპანია დაარსდა 2005 წელს იზაბელ და მარკო პაკიონების მიერ პარიზში. ფურესენშელის დაარსებით მათ შექმნეს პირველი არომათერაპიის ლაბორატორია, ადამიანისა და ბუნების სრული პატივისცემით. კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი ეთერზეთების და მეცნიერების შესაძლებლობებს ჯანმრთელობის და ყოველდღიური კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

პროდუქციის ორგანულობა, ეფექტურობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და ბრენდს აქვს არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატით.

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია გაეცნოს ეთერზეთების ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ძალას მსოფლიოს წამყვანი და ევროპის N1 არომათერაპიის ბრენდისგან“, - აცხადებენ PSP-ში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Collonades by Qvevri – ჩაინიშნეთ ახ...

Collonades by Qvevri

ალოიზ მიზანდარის ხსოვნას „ქართული კ...

ქართული კლასიკური

როგორ მივიღოთ საუკეთესო რუჯი?

რუჯი

ალერგია კანზე და მისი მკურნალობის გ...

ალერგია კანზე და მისი
მკურნალობის გზები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის...

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში
წნევის უფასო
მონიტორინგის დღეები
იწყება

როგორ გავიგოთ რაზე გვაქვს ალერგია?

ალერგია

რატომ არის ტრიტიკო CR კარგი არჩევან...

ტრიტიკო CR

როგორ მოქმედებს ვიაგრა ერექციული დი...

მედიკაენტი

როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხუ...

SmarPharm