ამბები

როგორ დავძლიოთ შფოთვა და დავიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე?

ეკო ტატულაშვილი

13:39 სამ. 15 ივლისი

შფოთვა

14
დაკოპირებულია

შფოთვა, რომელსაც ბევრი უბრალოდ „ნერვიულობას“ უწოდებს, სინამდვილეში ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა გაურკვევლობასა და შესაძლო საფრთხეზე. ზოგ შემთხვევაში ის გვეხმარება, ვიყოთ სიფრთხილით სავსე და ყურადღებიანი, თუმცა როდესაც შფოთვა ინტენსიური და მუდმივი ხდება — გადადის ქრონიკულ შფოთვით აშლილობაში, რაც სერიოზულად აზიანებს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას.

შფოთვა განსხვავდება შიშისგან — შიში რეალურ საფრთხეზე რეაგირებაა, ხოლო შფოთვა ხშირად დაკავშირებულია წარმოსახვით ან მომავლის სავარაუდო საფრთხესთან, რომელიც რეალურად შეიძლება არც კი არსებობდეს. სწორედ ამიტომ, მისი მართვა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს როგორც თვითდაკვირვებასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ისე ზოგად ცხოვრების წესში ცვლილებებს.

შფოთვის დაძლევის ხუთი ეფექტიანი გზა

პირველი ნაბიჯი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის შფოთვის გამომწვევი მიზეზების გაცნობიერება. თვითდაკვირვება — მაგალითად, შფოთვითი ეპიზოდების ჩანიშვნა დღიურში — ეხმარება ადამიანს, უკეთ გაიგოს საკუთარი რეაქციები და ემოციები. ეს არის გზა, რომ ნელ-ნელა გაწვრთნათ შინაგანი „თვითდამკვირვებელი“, რომელიც სტრესს გაუაზრებლად კი არ პასუხობს, არამედ ცნობიერად აკვირდება მას.

მეორე მნიშვნელოვანი გზაა რელაქსაციის ტექნიკების ათვისება. სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას. მედიტაცია განსაკუთრებით ეფექტიანია იმ მხრივ, რომ ის მუდმივად აწმყო მდგომარეობაში გაბრუნებთ, აფერხებს ფიქრებს მომავლის შიშზე და გეხმარებათ ემოციური წონასწორობის აღდგენაში.

მესამეა კოგნიტიური ქცევითი თერაპია (CBT), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ მეთოდად მიიჩნევა შფოთვის სამკურნალოდ. CBT-ის მეშვეობით ადამიანი სწავლობს, როგორ ამოიცნოს და შეცვალოს დამაზიანებელი ფიქრები და ქცევები, რომლებიც შფოთვას აძლიერებს.

ზოგჯერ კი აუცილებელია მედიკამენტური დახმარებაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ზღუდავს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას ან ძილის ხარისხზე მოქმედებს.

ერთ-ერთი პოპულარული მცენარეული პრეპარატია ვამელისი, რომლის საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას წამყვანი ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს. ის ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილის, კუნელისა და გლიცინის კომბინაციას შეიცავს. ის გამოიყენება სტრესის, შფოთვის, უძილობისა და ქრონიკული დაღლილობის შესამსუბუქებლად და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას.

თანაც, ვამელისი არა მხოლოდ ამშვიდებს, არამედ აუმჯობესებს ძილს, ამცირებს შფოთვას, ადამიანებს ეხმარება ნეგატიური ფიქრების მოშორებაში და იცავს გულს სტრესული მდგომარეობებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის დროს.

და ბოლოს — ცხოვრების წესის შეცვლაც გადამწყვეტ როლს ასრულებს. რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ჯანსაღი კვება და კოფეინის ან ალკოჰოლის შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვის სიმძაფრეს და აუმჯობესებს განწყობას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმშ...

psp

შაკიკის მკურნალობის გზები

SmartPharm

შარდის ბუშტის ანთების სიმპტომები და...

შარდის ბუშტის ანთების
სიმპტომები და მკურნალობა

რატომ უნდა მიიღოთ ელექტროლიტები ზაფ...

რატომ უნდა მიიღოთ
ელექტროლიტები ზაფხულში?

Collonades by Qvevri – ჩაინიშნეთ ახ...

Collonades by Qvevri

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგ...

ლიდერი არომათერაპიის
სფეროში, ფრანგული პრემიუმ
ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel
უკვე PSP-შია

ალოიზ მიზანდარის ხსოვნას „ქართული კ...

ქართული კლასიკური

როგორ მივიღოთ საუკეთესო რუჯი?

რუჯი

ალერგია კანზე და მისი მკურნალობის გ...

ალერგია კანზე და მისი
მკურნალობის გზები