11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20:01 პარ. 10 აპრილი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს თაყვანისმცემლების ყურადღება არ მოგაკლდებათ და საშუალება ექნებათ, არჩევანი რამდენიმე კანდიდატურას შორის გააკეთონ.
თუ დაოჯახებული ხართ, ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს ნუ ესტუმრებით, უმჯობესია სახლში დარჩეთ და ყურადღება ოჯახსა და შვილებს დაუთმოთ.
ამ დღეს თავში ბევრი საინტერესო იდეა მოგივათ, თუმცა მათ განხორციელებასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს. სწრაფად იმოქმედეთ, თუკი სიტუაცია ამას მოითხოვს. ფინანსურ საქმეებში შესაძლოა, იღბალმა გიმტყუნოთ, ამიტომ გარიგებების დადებას და აზარტულ თამაშებს უნდა მოერიდოთ.
კურო
წამიერ გატაცებასა და ნამდვილ სიყვარულს ერთმანეთში ნუ აურევთ, თორემ დიდხანს ინანებთ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ოჯახში ბიუჯეტის ერთობლივი დაგეგმვა კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
შესანიშნავი დღეა საქმიანი ნაცნობობისთვის. აუცილებლად დაესწარით შეხვედრას ან ღონისძიებას, სადაც სანაცნობო წრის გაფართოებას შეძლებთ. დროა უფროსს მიანიშნოთ, რომ ხელფასის მომატება გსურთ.
ამ დღეს თქვენი აურა დასუსტებულია, ამიტომ შესაძლოა ენერგეტიკული ვამპირების მსხვერპლი გახდეთ. ჯანმრთელობისა და ძალების შენარჩუნებისთვის ეცადეთ წონასწორობა არ დაკარგოთ, მაშინაც კი, როცა თქვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ.
ტყუპები
წარმატებული დღე, ახალი იდეებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღეა. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, შესაძლოა, ვიღაც სიყვარულში გამოგიტყდეთ. დაოჯახებულ ტყუპებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან ან მოვალეობების განაწილებასთან დაკავშირებული მსჯელობა ელით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი საუბარი მშვიდ გარემოში წარიმართოს!
სამსახურში შეიძლება ხელმძღვანელების საყრდენი გახდეთ, რაც თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. დღის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება სასარგებლო კავშირების დამყარებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ მოინდომებთ ნებისმიერი ადამიანის გადაბირებას შეძლებთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი გაძლიერდება და საშუალება გექნებათ უამრავი საქმე მოაგვაროთ, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სამომავლოდ ინახავდით.
კირჩხიბი
თუ ფიქრობთ, რომ დაოჯახების დროა, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება ნუ მოგერიდებათ! მაშინ ყველაზე თამამი ოცნებების რეალობად ქცევას შეძლებთ. სჯობს, დღის მეორე ნახევარი ოჯახურ საქმეებსა და საზრუნავს დაუთმოთ. შესაძლოა, ნათესავებს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდეთ. ამ დღისთვის დაგეგმილი ნებისმიერი საქმე თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდება.
სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს დღეებში გაუთვალისწინებელ სირთულეებთან შეჭიდება მოგიწიოთ. დამატებითი შემოსავლის წყალობით ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება. ჯანმრთელობაზე სანერვიულო არაფერი გაქვთ, თუმცა გეგმური კვლევების ჩატარება მაინც არ დააგვიანოთ.
ლომი
უახლოესი 24 საათის განმავლობაში უამრავი ცდუნება გელით, თუმცა მათი განხორციელების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. რომანტიკული ნაცნობობა ხანმოკლე იქნება და უსიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. წინ ბევრი საზრუნავია, თუმცა საქმიანი თვისებების, გამჭრიახობისა და ინტუიციის წყალობით, სირთულეების დაძლევას დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ.
თუ ჯანმრთელობის გაუარესებას გრძნობთ, უმჯობესია რჩევისთვის ექიმს მიმართოთ. ნუ ეცდებით დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმას ინტერნეტის საშუალებით — ეს სიტუაციას მხოლოდ გაართულებს.
ქალწული
ვარსკვლავები შემთხვევითი ნაცნობობის შესახებ გაფრთხილებენ, რომელსაც შეიძლება უსიამოვნო გაგრძელება და უამრავი პრობლემა მოჰყვეს. გირჩევთ, საყოფაცხოვრებო საქმეებზე იზრუნოთ, რომელთა სამომავლოდ გადადება შეუძლებელია.
მალე თანამოაზრეების პოვნას შეძლებთ, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებაში სიხარულით დაგეხმარებიან. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, თუმცა უმჯობესია ამ დღეს მეტი მწვანილი და ბუნებრივი წვენები მიიღოთ და ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვათ.
სასწორი
ამ დღეს საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო საკითხებზე კამათი გელით. მეორე ნახევრისთვის პრეტენზიების წაყენებისგან თავი შეიკავეთ, თორემ შეიძლება საპასუხო პრეტენზიები და აგრესიაც კი მიიღოთ.
თუ მოინდომებთ, საკუთარი ნიჭის გამოვლენას საქმიანობის ნებისმიერ სფეროში შეძლებთ. საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა კონკურენტების ჩამოტოვების საშუალებას მოგცემთ.
სასურველია პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის დრო გამონახოთ. ბავშვებსა და ხანდაზმულებში ინფექციური დაავადებების მაღალი ალბათობაა — იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
მორიელი
სანამ გრძნობების მორევში გადაეშვებით, პარტნიორს კარგად დააკვირდით — სჯობს, თავი დაიზღვიოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. ახლობელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა შეუძლებელი არაფერია.
შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს შთაგონება ეწვევა, რაც ნამდვილი შედევრების შექმნის საშუალებას მისცემთ. ნაკლებად ნაცნობი ადამიანი შეეცდება საეჭვო ფინანსურ ოპერაციაში ჩაგითრიოთ. უმჯობესია, შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ, უარი თქვათ.
დღის ბოლოს შემთხვევითი შეხვედრა მიგანიშნებთ, რა მიმართულებით უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ, ამ დღეს მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი საკვები მიიღოთ, ცხარე სანელებლების გარეშე.
მშვილდოსანი
ცვლილებები გსურთ, თუმცა მათ შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობთ. საბედნიეროდ, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. გულს მოუსმინეთ და ისე მოიქეცით, როგორც ის გიკარნახებთ. ამ დღეს ხმაურიანი ღონისძიებებისა და მეგობრული შეხვედრების განწყობა არ გაქვთ, ამიტომ ჯობია, სახლში დარჩეთ.
ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. არ უნდა უგულებელყოთ სპორტი და სხეულის მოვლის პროცედურები. მით უმეტეს, რომ ახლა დგება ხელსაყრელი პერიოდი პრობლემური ზონების კორექციისთვის.
თხის რქა
მოსალოდნელია ხანმოკლე რომანტიკული შეხვედრა, რომელიც თქვენს სულში მკაფიო მოგონებებს დატოვებს. ბევრს გაუჩნდება სურვილი, წარსული დააბრუნოს და გაწყვეტილი ურთიერთობა თავიდან დაიწყოს. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს სასიხარულო ამბები ელით! სავარაუდოდ, სახლთან ან ფულთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდება.
სამსახურებრივი ურთიერთობები მშვენივრად აეწყობა. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ ახალი თანამოაზრეები, მათ შორის, ძალიან გავლენიანებიც. ადამიანებისთვის საინტერესო და სასიამოვნო მოსაუბრე ხართ. შესაბამისად, შეგიძლიათ ამით ისარგებლოთ და სასარგებლო კავშირები დაამყაროთ.
მერწყული
ამ დღეს ვარსკვლავები ემოციების კონტროლს გირჩევენ. მაშინაც კი, თუ ვიღაცის მიმართ ძლიერ გრძნობებს განიცდით, უმჯობესია მას ჯერ უკეთ გაეცნოთ და ცხოვრება მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშიროთ. ზოგჯერ ზედმეტი მზრუნველობა უსარგებლო და დამღლელია - ეცადეთ ადამიანების პირადი სივრცე არ დაარღვიოთ.
ხელმძღვანელობასთან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად კამათს მოერიდეთ - ეს შეიძლება უშედეგო და სახიფათოც კი იყოს. ნუ მისცემთ ყოველდღიურ რუტინას საშუალებას, ხელსაყრელი შანსები დაკარგოთ, რომლებსაც ბედი გიგზავნით. მოერიდეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ფიზიკურ ან ემოციურ გამძლეობას მოითხოვს.
არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა — უსიამოვნო სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს ეწვიეთ.
თევზები
ამ დღეს მიიღებთ ცნობას, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა და თქვენი მიმდინარე მდგომარეობის ძირეულად გარდაქმნა შეუძლია. ყველა პირად თუ სამსახურებრივ საქმეში მოლაპარაკების უნარი თქვენი დამხმარე უნდა გახდეს. მოგიწევთ 100%-ით დაიხარჯოთ, რათა ხელმძღვანელობას თქვენი საჭიროება დაუმტკიცოთ.
ფინანსური სირთულეები ნელ-ნელა უკან დარჩება და შეძლებთ, თავს უფრო სასიამოვნოდ ცხოვრების უფლება მისცეთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ არსებული ვალები და ვალდებულებები გაისტუმროთ.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში წახემსებას მოერიდეთ. დიდია კვებითი მოწამვლის ალბათობა, რამაც შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას საგრძნობი ზიანი მიაყენოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან