16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:37 შაბ. 15 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მარტოხელა ვერძებს საინტერესო შეხვედრა ელით, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
ოჯახში მოსალოდნელია უთანხმოება. ეცადეთ, საკუთარი ინტერესები ყველა საშუალებით დაიცვათ - მოკრძალება და თავშეკავება თქვენ შესახებ ცრუ შთაბეჭდილებას შექმნის. ფინანსურ საკითხებში უმჯობესია პრაქტიკული და თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანების მოსაზრებებს ენდოთ.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა დღეს ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდე უნდა შეამცირონ. გეომაგნიტური აქტივობის ზრდამ შეიძლება არტერიული წნევის რყევები გამოიწვიოს.
კურო
ამ დღეს თქვენი ემპათია და თანაგრძნობა უფრო დაფასდება, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრები.
გირჩევთ საერთო გეგმები ახლობელ ადამიანთან ერთად განიხილოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ - ჭორიკანები შეეცდებიან თქვენი ავტორიტეტი დააზიანონ. სხვის საუბარში, მით უმეტეს, კონფლიქტში ნუ ჩაერევით.
დილამ შეიძლება მოულოდნელი საქმიანი შეხვედრები მოიტანოს, რომლებიც უახლოეს მომავალზე გავლენას მოახდენს.
არ არის გამორიცხული ინტერესი და ყურადღება ინვესტორის მხრიდან. უახლოეს მომავალში ფინანსური წარმატება გელით - თანხა საკმარისი იქნება, რომ ყველა მიმდინარე პრობლემა მოაგვაროთ.
სპორტისთვის შესანიშნავი დროა - თუ ვარჯიშს დაიწყებთ, ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც ბოლო დროს ასე გაკლიათ.
ტყუპები
თუ საყვარელი ადამიანი თქვენზე ნაწყენია, რადგან სამუშაოს მასზე მეტ დროს უთმობთ, ეცადეთ, ეს შეცდომა დროულად გამოასწოროთ. შესაძლოა, უთანხმოება გაჩნდეს, რომლის მიზეზიც დიდი ალბათობით, ნათესავები ან საერთო ნაცნობები იქნებიან.
პლანეტები გირჩევენ, დაწყებული საქმეები რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ. თანამშრომლებთან ურთიერთობამ შეიძლება დაბნეულობას გამოიწვიოს ან გეგმების შეცვლისკენ გიბიძგოთ.
არ არის გამორიცხული, რომ მალე მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდეთ, რათა მოგებიან პროექტში მონაწილეობა მიიღოთ.
ეცადეთ ყურადღება საკუთარი პრობლემებიდან მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებაზე გადაიტანოთ - მათ თქვენი დახმარების იმედი აქვთ.
კირჩხიბი
თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს შანსი აქვთ, რომ მონათესავე სული გაიცნონ. შესაფერისი დღეა მავნე ჩვევებისგან, ზედმეტი ნივთებისგან და ფარისეველი ურთიერთობებისგან თავის დასაღწევად.
ეს დღე უკიდურესად ხელსაყრელია სახლის კეთილმოწყობისთვის.
შეიძლება სამსახური კმაყოფილებას არ განიჭებთ, მაგრამ წასვლას ნუ იჩქარებთ. საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა ადვილი არ არის.
იმედის მომცემი დღეა შესყიდვებისთვის, გარდა უძრავი ქონებისა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა დაიცავით და საკვებით ნუ გადაიტვირთავთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ. ეს დღე მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემებს და ყოველდღიურ საზრუნავს მოიტანს, რომლებსაც შუადღემდე გაუმკლავდებით.
მეტი პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. შეგიძლიათ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან თქვენი სამომავლო გეგმები განიხილოთ.
ფინანსურ სფეროში თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. შეიძლება შემოსავლის მიღებასთან ან საკუთარი ბიზნესის ორგანიზებასთან დაკავშირებით ახალი იდეები გაჩნდეს.
გულთან ნუ მიიტანთ უსიამოვნო ამბავს, რომელიც შეიძლება ამ დღეს გაიგოთ. ნერვიულობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ქალწული
თქვენს მეორე ნახევარს ეჭვიანობის მიზეზი აქვს? ეცადეთ, საყვარელი ადამიანი დაარწმუნოთ, რომ რისხვა მოწყალებით შეცვალოს.
საქმიან პარტნიორთან არასტაბილური ურთიერთობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს, ამიტომ ეცადეთ ურთიერთობაში წარმოქმნილი გაუგებრობა დროულად მოაგვაროთ.
ამ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად პრეტენზიული არ იყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სხვა ადამიანებს ეხება. მოერიდეთ უსაფუძვლო ბრალდებებს გარშემომყოფების მიმართ. სამსახურში უამრავ დავალებას მიიღებთ, თუმცა ნუ შეშინდებით - ყველაფრის დროულად მოაგვარებთ.
დღეს ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, გარიგებების დადებას და მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერას უნდა მოერიდოთ.
სასწორი
ამ დღეს რომანტიკული თავგადასავლები ფეხდაფეხ დაგყვებათ, მთავარია, ოთხ კედელში არ იჯდეთ. ახლობლებთან ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინეთ და კრიტიკისგან თავი შეიკავეთ.
ყველა პროექტი, რომელიც დღის პირველ ნახევარში დაიწყება, სტაბილურად განვითარდება და კარგ შედეგს მოიტანს. ახალი შემოსავლის წყაროებთან დაკავშირებით სასურველია, რომ რჩევა მეგობრებსა და ნაცნობებს ჰკითხოთ.
ხელსაყრელი პერიოდია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ და სპორტით დაკავდეთ. დადგა დრო, რომ ნიჭიერი დამხმარე იპოვოთ, ვისაც პასუხისმგებლობას გაუნაწილებთ.
მორიელი
სასიყვარულო შეხვედრა ძალიან რომანტიკული იქნება. მარტოხელებს ვურჩევთ. რომელიმე საზოგადოებრივ ღონისძიებას ეწვიონ. შესაძლებელია სასიამოვნო ადამიანის გაცნობა.
ეცადეთ, სახლი მოაწესრიგოთ, გადაამოწმოთ რა ნივთებს აღარ იყენებთ და მოიშოროთ. ეს სივრცის გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ ხელმძღვანელობამ თქვენი შრომა შეაფასოს და დააფასოს.
ნუ იქნებით ანგარებიანი. ფინანსური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი. ამ დღეს ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ.
ზოგ მორიელს მომდევნო 24 საათის განმავლობაში საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი მოსვენებას არ მისცემს.
მშვილდოსანი
ამ დღეს სასიყვარულო საქმეებში ყველაფერი ადვილად გამოგდით. ნუ მოდუნდებით - ბედი მალე გამძლეობის გამოცდას მოგიწყობთ.
მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები ახლობლებთან ურთიერთობაში, თუმცა ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს ყველა წამოწყებაში წარმატება ელით. სავარაუდოდ, ახალი, საინტერესო იდეები მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.
ეცადეთ უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ და ფული გონივრულად მოიხმაროთ.
შესაძლებლობა გექნებათ, რომ ხელმძღვანელზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაგრამ გაფრთხილდით, რათა კოლეგებმა თქვენი მონდომება მლიქვნელობად არ ჩათვალონ. ვარსკვლავები გირჩევენ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებით დაკავდეთ. საბაზისო შემოსავლის გარდა, შეიძლება დამატებითი შემოსავლის მიღება შეძლოთ.
თუ ამინდი ხელს გიწყობთ, გირჩევთ საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
თხის რქა
მარტოხელებს ვარსკვლავები ვნებიან შეხვედრას გპირდებიან, მაგრამ ამას სიყვარულს ვერ დაარქმევთ - უფრო წამიერი გატაცებაა.
ამ დღეს შეგიძლიათ ადვილად შეასრულოთ რთული დავალებები, რომლებიც ადრე დაუძლეველი გეგონათ. თავიდან აირიდეთ რუტინული საქმიანობა, რომელიც მხოლოდ განწყობას გაგიფუჭებთ. ნუ მოაწერთ ხელს საეჭვო შეთანხმებებს და შორს იყავით ადამიანებისგან, რომლებსაც არ ენდობით.
რთულ სიტუაციებში ინტუიციას უსმინეთ — შინაგანი ხმა არ გიღალატებთ.
მომდევნო 24 საათში განსაკუთრებული ყურადღება კვების მენიუს უნდა მიაქციოთ. უარი თქვით კალორიულ კერძებზე და ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ.
მერწყული
პირადი ურთიერთობები საფრთხის ქვეშაა და ამის მიზეზია მარსისა და სატურნის უარყოფითი თანაფარდობაა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ შეზღუდოთ ურთიერთობა უახლოესი ერთი-ორი დღით.
მნიშვნელოვანია სიმშვიდისა შენარჩუნება, რათა ახლობლებთან ურთიერთობაში კონფლიქტები და დაძაბულობა აიცილოთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
შესანიშნავი დღეა სეირნობისა და სასიამოვნო ადამიანებთან საუბრებისთვის. ახალი ემოციები დაღლილობას დაგავიწყებთ და შესაძლებლობას მოგცემთ, რომ სამყაროს პოზიტიურად შეხედოთ.
მოერიდეთ ძვირად ღირებული შესყიდვების განხორციელებას, რადგან გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა შეიძლება თქვენს ბიუჯეტს მტკივნეულად დაარტყას.
ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც თავიანთ სფეროში წარმატებებს მიაღწიეს.
თევზები
ამ დღეს მოგზაურობის დაგეგმვა არ ღირს, რადგან მალე თქვენი გეგმები შეიცვლება. თანდაყოლილი ოპტიმიზმი დროებითი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.
თუ გრძნობთ, რომ ძალები გელევათ, იცოდეთ, რომ ახლობლები მზად არიან მხარი დაგიჭირონ. ამ დღეს არასასურველია ფულის გასესხება ან ვალის აღება.
პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, შესაძლოა პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე მოგვარდება.
საღამო უმჯობესია ოჯახის წრეში გაატაროთ და უახლესი ამბები განიხილოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან