9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:40 შაბ. 8 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენთვის დამახასიათებელი ეჭვიანობა და უნდობლობა საშუალებას არ მოგცემთ, რომ თაყვანისმცემლის ღირსებები და ნაკლოვანებები სწორად შეაფასოთ. წინ საოჯახო საქმეების რუტინა გელოდებათ, რის გამოც პირად ცხოვრებასა და საკუთარ ინტერესებზე დრო თითქმის არ დაგრჩებათ.
ამ დღეს ვერძების ნებისმიერმა ურთიერთობამ კონტროლის ორგანოებთან შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.
თქვენი საქმიანი უნარი — სწორად შეაფასოთ სიტუაცია, საჭირო კავშირები დაამყაროთ და მიზანს მინიმალური ძალისხმევით მიაღწიოთ, წარმატებამდე მიგიყვანთ.
ნუ მოიწყენთ - თქვენი განწყობა პირდაპირ ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება.
კურო
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახლობელი ადამიანი თქვენ მიმართ გაცივდა, მაგრამ გულწრფელი საუბარი ეჭვებს გაგიფანტავთ. დაქორწინებულ წყვილებს შორის ურთიერთობა უფრო ჰარმონიული და ნდობით სავსე გახდება. თუ ადრე რომელიმე საკითხზე უთანხმოება გქონდათ, ის წარსულში დარჩება.
ამ დღეს სამუშაო პროცესში მთელი ძალით ჩაერთვებით და შესაძლოა, შემთხვევით ხელსაყრელი კომერციული შეთავაზება გამოგეპაროთ. ინტუიციას დაეყრდენით და ის სწორ გადაწყვეტილებას დაგანახვებთ.
შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ძირითად მოვალეობებს უგულებელყოფთ, საპირისპირო შედეგს მიიღებთ.
ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს ერიდეთ, განსაკუთრებით შორს დაიჭირეთ თავი ბაზრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან.
იფიქრეთ იმაზე, როგორ გააძლიეროთ იმუნიტეტი — მხოლოდ აფთიაქის ვიტამინები ამისთვის საკმარისი არ არის!
ტყუპები
პლანეტების განლაგება გრძნობების სრულად გამოვლინებას ხელს უშლის, ამიტომ ჯერჯერობით დალოდება ჯობს. საუბრები, დაპირებები და საყვედურები — მათ ბოლო არ უჩანს. მოთმინებით აღიჭურვეთ, რადგან ის ნამდვილად დაგჭირდებათ.
შესაძლოა, ავადმყოფი ან გათავისუფლებული კოლეგის დროებით ჩანაცვლება მოგიწიოთ, რაც თქვენს შემოსავალზე დადებითად აისახება.
არახელსაყრელი დღეა საქმიანობის სფეროს გაფართოებისთვის, რადგან თქვენი მისწრაფებები გავლენიან პირებში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
მოსალოდნელია, რომ წარსულის მოვლენებმა თქვენს პრესტიჟსა და თვითშეფასებაზე სერიოზულად იმოქმედოს. უახლოეს პერიოდში შესაძლოა კუჭის ან თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. აუცილებლად გადახედეთ კვების რეჟიმს და მავნე პროდუქტები ამოიღეთ.
კირჩხიბი
თუ დიდი ხანია ცდილობთ, იმ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, ვინც მოგწონთ, ახლა დროა ტემპი შეანელოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. მოსალოდნელი ცვლილებები როგორც სამსახურს, ისე ოჯახურ ცხოვრებას შეეხება.
ეცადეთ, ურთიერთობები მაქსიმალურად განამტკიცოთ, რათა გარდამავალ პერიოდს მინიმალური დანაკარგებით შეხვდეთ. შესაძლოა, საოფისე ჭორების მთავარი სამიზნე გახდეთ, ამიტომ ზედმეტი გულახდილობა მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ.
ახლა ფული თქვენკენ ისე მოედინება, როგორც არასდროს. ასტროლოგიური პროგნოზი მიუთითებს, რომ შანსი გაქვთ, მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ.
დღევანდელი მოვლენები თქვენს შინაგან სამყაროს ასახავს. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს - ისინი შეიძლება მართლაც ახდეს.
ლომი
უახლოესი დღეები სავსეა რომანტიკული თავგადასავლებით — იმდენად, რომ შეიძლება სიახლეებისგან დაღლილობაც კი იგრძნოთ. როგორ განვითარდება ურთიერთობები, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული — აქ ვარსკვლავები ვერ დაგეხმარებიან.
დაქორწინებულ ლომებს მეორე ნახევართან ყოფითი თუ ფინანსური საკითხების გამო კამათი ელით. ეცადეთ, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და მხოლოდ რეალური მიზნები დაისახოთ.
თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდი იწყება. ერთადერთი, რაც ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ფინანსებია — ფული უაზროდ არ გაფლანგოთ.
მიმართეთ პროფესიონალ დიეტოლოგს, რათა თქვენთვის ინდივიდუალური კვების გეგმა შეადგინოს.
ქალწული
როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეცადეთ, ამ დღეს საყვარელ ადამიანს ყველა თხოვნა შეუსრულოთ. მალე დარწმუნდებით, რომ დღეს თქვენი რჩეული ბევრად გონივრულად იქცევა, ვიდრე თქვენ.
შეიძლება ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი წარმოიშვას. სავარაუდოდ, უთანხმოების მიზეზი ჩაკეტილობა და უნდობლობაა.
დღეს მნიშვნელოვანია, ყურადღება მთავარ მიზნებიდან არ გადაიტანოთ და საქმეების კეთება განაგრძოთ. თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება, უბრალოდ ისე სწრაფად არა, როგორც ისურვებდით. პოზიტიური ტენდენციები ძლიერდება, წარმატების შანსი იზრდება.
შესაძლებელია ნაყოფიერი საქმიანი მოლაპარაკებები და მიმზიდველი წინადადებები ერთობლივი პროექტების შესახებ. თუ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდებით, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საფრთხე არ ემუქრება.
სასწორი
თქვენს რომანტიკულ ცხოვრებაში მეტი სივრცე და თავისუფლებაა საჭირო - შეზღუდვებს ნუ შეეგუებით!
ეს პერიოდი ხელსაყრელია სახლის მოწესრიგებისა და ახალი ნივთების შესაძენად.
სასურველია, რომ სასწორის ნიშნით დაბადებულმა ქალებმა გარეგნობას მეტი დრო დაუთმონ და გარდერობი განაახლონ.
ამ დღეს შეცდომის ან არასწორი გათვლის რისკი არსებობს. ფრთხილად იყავით - შესაძლებელია, გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიიღოთ. ამ დღეს განსაკუთრებულ პრობლემებს ნაღდი ფულის დეფიციტი და ზედმეტი ხარჯები შეგიქმნით.
სჯობს რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ, რათა ზარალი თავიდან აიცილოთ.
მორიელი
ეცადეთ, თქვენი გეგმები არ გაასაჯაროოთ, განსაკუთრებით თუ ისინი პირად ცხოვრებას ეხება.
ნუ გაღიზიანდებით, თუ დღეს ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რაც გეგმაში არ გქონდათ.
უბრალო ფლირტმა შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს - განსაკუთრებით, თუ ამის შესახებ თქვენი მეორე ნახევარი შეიტყობს.
გამორიცხული არ არის, რომ წარმატებით მოაგვაროთ საქმეები საჯარო მოხელეებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი საქმეები არის დამოკიდებული. მერკური ახლა თქვენს მხარესაა, ამიტომ ოპონენტები უფრო დამთმობები იქნებიან.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ პერიოდში მერკურის გავლენა გაძლიერდება, რაც მოგებიანი გარიგებების დასადებად ხელსაყრელი იქნება.
არაჯანსაღი კვება, წყლის ნაკლებობა, უძილობა და საყვარელი საქმიანობის იგნორირება ემოციურ გადაღლას და მოტივაციის დაკარგვას გამოიწვევს.
მშვილდოსანი
ზედმეტმა გულწრფელობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, ამიტომ დღეს სასურველია, რომ მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ - თქვენი გეგმების შესახებ რაც უფრო ნაკლები ადამიანი გაიგებს, მით უკეთესია.
გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება სცადოს, ამიტომ ურთიერთობები შეზღუდეთ და ყურადღებას ნუ მოადუნებთ.
პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ ეცადეთ, ყურადღება უფრო სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ.
რჩევების მიცემისგან თავი შეიკავეთ - შეიძლება, ალღომ გიღალატოთ.
ამ დღეს არსებობს რისკი, რომ თქვენს პირადი ცხოვრებაში ნათესავები ჩაერიონ. სასურველია, საკუთარი დამოუკიდებლობა დაიცვათ და მსგავსი შემთხვევები გამორიცხოთ. სხვა შემთხვევაში სიტუაცია თქვენ წინააღმდეგ განვითარდება.
თხის რქა
თუ გრძელვადიან ურთიერთობაში ხართ, გირჩევთ დაფიქრდეთ, რას აფასებთ პარტნიორში. გამოხატეთ მადლიერება და ემოციური კავშირი გაამყარეთ.
სამსახურში გაჩნდება შანსი, რომ ახალ, იმედის მომცემ პროექტში ჩაერთოთ — ხელიდან ნუ გაუშვებთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას!
ეს დღე ხელსაყრელია სერიოზული საქმის დასაწყებად და მიღებული ცოდნის გამოსაყენებლად, თუმცა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ.
უახლოესი 24 საათის განმავლობაში თავი აარიდეთ ალკოჰოლს და ქიმიურ ნივთიერებებს — მათ შორის საღებავებსა და კოსმეტიკასაც კი, რადგან ორგანიზმზე მათმა ზემოქმედებამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიწვიოს.
კვებაში შეინარჩუნეთ ზომიერება — მოერიდეთ დელიკატესებს და მაღალკალორიულ კერძებს.
მერწყული
რომანტიკული შეხვედრები, პაემნები, წვეულებები და ახალი ნაცნობები დღეს მხოლოდ სიხარულს მოგიტანთ. ახალ თაყვანისმცემელთან გულახდილობას ნუ იჩქარებთ.
ეცადეთ, ოჯახს, სახლს, შვილებსა და მეორე ნახევარს მეტი დრო დაუთმოთ. ფრთხილად იყავით ტექნიკასა და ელექტრონიკასთან და ცვლილებები არ იჩქაროთ.
თუ დახმარება გჭირდებათ, სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, რომ ითხოვოთ. ნუ გამოტოვებთ შესაძლებლობას, რომ საქმიანობა გააფართოოთ და სასარგებლო კავშირები დაამყაროთ.
შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ გახსოვდეთ - ფული, რომელიც იოლად მოდის, ასევე იოლად მიდის!
არსებობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების გამწვავების რისკი, ამიტომ კონფლიქტებსა და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ.
თევზები
ამ დღეს მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. სავარაუდოდ, ბევრ კომპლიმენტს და ყურადღებას მიიღებთ, თუმცა, აქტიურობის ნაცვლად, უმჯობესია მოდუნდეთ და დაისვენოთ.
შეიძლება სახლში მცირე კონფლიქტი წარმოიშვას, მაგრამ ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მოუსმინოთ, შემდეგ კი საკუთარი ფიქრები მოაწესრიგოთ.
ზოგიერთ თქვენს კოლეგას დრო დასჭირდება, რომ თქვენი ინოვაციური იდეები გაიაზროს, ამიტომ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური ოპერაციებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს.
თუ ნოსტალგიურმა განწყობამ შეგიპყროთ, არ დანებდეთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, მსუბუქი სევდა შეიძლება ხანგრძლივ მელანქოლიად გადაიქცეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან