დღის ჰოროსკოპი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 სამ. 4 ნოემბერი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

დროა საკუთარი „ნაჭუჭიდან“ გამოხვიდეთ და პოტენციური მეორე ნახევრის ძიება დაიწყოთ! მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი სადღაც ახლოსაა.
სასიამოვნო მოვლენა, რომელიც დღის დასაწყისში მოხდება, ოპტიმიზმითა და მხნეობით აგავსებთ. თქვენ მომხიბვლელი პერსპექტივების დანახვას და გამოყენებასაც შეძლებთ.
ფინანსური დოკუმენტების და ვალდებულებების შემოწმება არ დაგავიწყდეთ, რათა შესაძლო უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.
ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია გეომაგნიტური რყევები, რაც მეტეოდამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

კურო

სასიყვარულო საკითხებში ახლა უმჯობესია პაუზა აიღოთ, განსაკუთრებით, თუ თქვენს ურთიერთობებში ბოლო დროს არასტაბილურობა შეინიშნება.
ვენერას მდებარეობა მეხუთე სახლში რომანტიკას აფერხებს, ხოლო აგრესიულმა სატურნმა შეიძლება კონფლიქტები გამოიწვიოს.
იწყება პერიოდი, რომელიც შეიძლება დაძაბული ურთიერთობებით და ნერვული გადაღლილობითაც კი დაგამახსოვრდეს.
ნუ გააღიზიანებთ პარტნიორს — ეცადეთ, პრობლემები ცივილიზებულად მოაგვაროთ.
დღეს სრულიად შესაძლებელია, რომ შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდეს ან საქმიანობის სფეროს შეცვლის პერსპექტივა გამოიკვეთოს.

ტყუპები

ფრთხილად იყავით - თქვენმა უწყინარმა ფლირტმა შესაძლოა, ვიღაცისთვის მცდარი მოლოდინი გააჩინოს.
თუ ოჯახის წევრთან ან მეგობართან კონფლიქტი გაქვთ, ახლა შერიგებისთვის შესაფერისი დროა.
შინაგანი აგრესიის შეკავება გიჭირთ და არსებობს საფრთხე, რომ ეს აგრესია სხვებზე გადაიტანოთ. ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. ამ დღეს სხვისი თხოვნის შესრულება არ იჩქაროთ - ეს შეიძლება მომავალში დიდ უსიამოვნებებში გადაიზარდოს.
შესანიშნავი დღეა მედიტაციის ან იოგასთვის.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარ თავში გაერკვეთ და დაადგინოთ, სინამდვილეში რა გსურთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად გჭირდებათ.
თუ მოზარდ შვილთან ურთიერთობა გაგირთულდათ, გახსოვდეთ, რომ ყურადღება, სიყვარული და მხარდაჭერა ამ სიტუაციის მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
კომფორტის ზონის დატოვების ნუ შეგეშინდებათ — სხვა შემთხვევაში კარიერული და პროფესიული წინსვლა შეუძლებელია!
თუ თქვენი პროფესია ფინანსებს უკავშირდება, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ნებისმიერი მგზავრობა ახლა უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ - შეკარით ჩანთები და გაემგზავრეთ!

ლომი

ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
დღეს შეიძლება ახლობელი ადამიანის ცხოვრების საიდუმლო გამოაშკარავდეს, რაც დიდი ალბათობით, არ გაგახარებთ. ზოგი რამ ჯობია საერთოდ არ იცოდეთ.
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი აღიარების დრო უკვე ახლოსაა. იმედს ნუ დაკარგავთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ხელმძღვანელობა არ გაფასებთ.
დროა, ქამარი მაგრად მოიჭიროთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.
სუფთა ჰაერზე გასეირნება, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ერთად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება.

ქალწული

ეცადეთ, გარშემო მყოფებს ჭორების გასავრცელებლად მიზეზი არ მისცეთ.
დღის მეორე ნახევარში მოვლენების ხელსაყრელი დამთხვევა და სასიამოვნო ამბები გელით. ამ დღეს შეიძლება გაგიჩნდეთ იდეები, რომელთა განხორციელებასაც მალე შეძლებთ - დახმარებას როგორც ძველი ნაცნობები, ისე ახალი მეგობრები შემოგთავაზებენ.
ხელსაყრელი დღეა იმედის მომცემი პროექტის დასაწყებად ან ახალი ცოდნის შესაძენად. თქვენი გამძლეობა და შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაჯილდოვდება.
არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი პრინციპების დაცვა მოგიწიოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ უკან არ დაიხიოთ და სხვისი გავლების ქვეშ არ მოექცეთ.
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სიფრთხილე მაინც არ გაწყენთ.

სასწორი

ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა ნუ შეგაშინებთ. შეცდომების აღიარება ძველი კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ — ბოროტი ენები შეეცდებიან, ზიანი მოგაყენონ.
გირჩევთ, სხვის საუბარში, მით უმეტეს დაპირისპირებაში არ ჩაერიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლეგები საკუთარ შეცდომებს თქვენ დაგაბრალებენ.
სახლის გარემო განახლებას საჭიროებს! თუ უფრო კომფორტულს გახდით, მასში ფინანსური კეთილდღეობაც შემოვა.
შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის — ზომიერი დატვირთვა სიცოცხლისუნარიანობასა და ხალისიან განწყობას შეგმატებთ.

მორიელი

ასტროლოგები ბედის უეცარი შემობრუნების შესახებ გაფრთხილებენ. არ არის გამორიცხული, რომ პირად ცხოვრებაში ყველაზე თამამი ოცნებები აისრულოთ.
ზედმეტი ვალდებულებებს ნუ აიღებთ და კერძო შეხვედრებს მოერიდეთ. საქმიანი კავშირები და სასარგებლო ნაცნობები გამოიყენეთ. თანამოაზრეთა დახმარება არ უარყოთ, თუნდაც ეს მხოლოდ კარგი რჩევა იყოს. ვარსკვლავები მგზავრობისა და სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
შესაძლოა, სახლში დიდი რემონტის ან ნივთების გადაადგილების სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა გირჩევთ, ენერგია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაზოგოთ. ფრთხილად იყავით დაპირებებსა და გრძელვადიან ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ საქმეებში.
ახლა უმჯობესია, ცხოვრების მატერიალურ მხარეზე ნაკლები იფიქროთ.
ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი შესანიშნავადაა. ენერგიით სავსე ხართ და გირჩევთ ის ახალი კავშირების დამყარებისკენ მიმართოთ.

თხის რქა

თქვენს შემთხვევაში სამსახურებრივი რომანი ცუდი იდეაა. ეცადეთ, პირადი და სამუშაო ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ, რათა საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნათ.
ოჯახურ ცხოვრებას მრავალფეროვნება სჭირდება, თორემ ყოველდღიურობამ შეიძლება გრძნობებზე უარყოფითად იმოქმედოს.
დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და შედეგი არ დააყოვნებს.
მოერიდეთ სესხის აღებას - ამ დღეს ნასესხები თანხის დაბრუნება რთული იქნება. ნუ მოიწყენთ — ცუდმა განწყობამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

მერწყული

მალე უამრავი ახალი შეხვედრა, ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი გელოდებათ.
უახლოეს ხანებში გესტუმრებათ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და მნიშვნელოვან სიახლეს გამცნობთ.
ამ დღეს შეძენილი ნივთი, დიდი ალბათობით, თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს, ამიტომ სჯობს, შოპინგი სხვა დღისთვის გადადოთ.
დაგროვილი დაღლილობის დასაძლევად საყვარელი ჰობი საუკეთესო წამალია.

თევზები

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად. გირჩევთ, საკუთარი სიტყვები და ქცევები აკონტროლოთ — დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ვიღაც ძალიან გაანაწყენოს.
თუ ოჯახში მშვიდობის შენარჩუნება გსურთ, მტკივნეულ თემებზე საუბრისგან თავი შეიკავეთ და კამათში ნუ ჩაერთვებით.
მოსალოდნელია მატერიალური შემოსავალი, საჩუქარი ან მოგებიანი შემოთავაზება. ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ - ცხიმიანი და ქოლესტერინით მდიდარი საკვები არა მხოლოდ წონას მოგიმატებთ, არამედ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად იმოქმედებს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge