1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 31 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მოვლენების ისეთ ძლიერ მორევში აღმოჩნდებით, რომ თავის დაღწევას მხოლოდ მეგობრების დახმარებით შეძლებთ. ძველი პრობლემები თავს შეგახსენებენ, მაგრამ ყველაფერს დაძლევთ, თუ არ დანებდებით.
ინტელექტი და გამჭრიახობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს ყურადღება მიაქციეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი მოგიწევთ.
კურო
დაფიქრდით, რას ელით ცხოვრებიდან, კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობით და გსურთ თუ არა მისი გაუმჯობესება.
ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, ხელიდან არ გაუშვათ შესანიშნავი შესაძლებლობა! იღბალი ახლა თქვენს მხარესაა. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი წარმატების პერსპექტივები ძალიან მცირე იქნება.
ქრონიკული დაავადების თავიდან ასაცილებლად, დროა, იმუნური სისტემის გაძლიერება დაიწყოთ. ზომიერ ვარჯიშს, დაბალანსებულ კვებასთან ერთად, საოცრებების მოხდენა შეუძლია.
ტყუპები
დაოჯახებულ ტყუპებს ოჯახის წევრებთან სერიოზული საუბარი ელით - ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი, ეცადეთ ცოტაოდენი ლმობიერება გამოიჩინოთ.
შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც კარიერულ წინსვლასა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.
თქვენი შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია გამჭრიახობასა და სწორი ინვესტიციების განხორციელების უნარზე, ამიტომ არ მოდუნდეთ.
ამ დღეს მოერიდეთ სიმაღლეზე მუშაობას და ნებისმიერ სარისკო საქმიანობას. მინიმუმამდე დაიყვანეთ ელექტრომოწყობილობების გამოყენება.
კირჩხიბი
თქვენი პიროვნული თუ საქმიანი თვისებები სწორ ადამიანებსა და მოვლენებს მიიზიდავს. შეგიძლიათ ამ იღბლიანი მომენტით ისარგებლოთ და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ!
გახსოვდეთ, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე უნდა იზრუნონ! დახმარება გაუწიეთ ახლობლებს მათ საქმეებსა და პასუხისმგებლობებში და ეს თქვენი ურთიერთობების განმტკიცებას დაეხმარება.
ეს დღე პოზიტიური და წარმატებული იქნება - თქვენი შრომისუნარიანობა მაღალ დონეზეა, თქვენი ბიზნესი კი კარგ მოგებას მოიტანს.
თუ თქვენი შემოსავალი თქვენს საჭიროებებს აღარ აკმაყოფილებს, დროა, სამსახურის შეცვლაზე ან დამატებითი შემოსავლის პოვნაზე იფიქროთ.
დასვენება, დაბალანსებული დიეტა და ბუნებაში სეირნობა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ლომი
პირად ცხოვრებაში წარმატება გელოდებათ, რასაც მთლიანად თქვენი სურვილები და ქმედებები განაპირობებს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებს გაუფრთხილდეთ.
ნათესავებისგან მოულოდნელი გამოწვევა გელით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებული ხართ, მათ ყველა იდეასა და ინიციატივას მხარი დაუჭიროთ.
ამ დღეს იღბალი იმის მხარეზეა, ვინც ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, წინ მიიწევს.
სატურნის გავლენით, ართრიტის, რევმატიზმის ან სხვა ქრონიკული დაავადებების სიმპტომები შეიძლება განახლდეს. თუ ასე მოხდა, მკურნალობის შეწყვეტილი კურსი უნდა განახლდეს.
ქალწული
ოჯახი და სახლი თქვენი ცხოვრების საფუძველია. გამოხატეთ თქვენი სიყვარული და ზრუნვა საყვარელი ადამიანების მიმართ და ისინი თქვენს ყურადღებას დააფასებენ.
დაუთმეთ დრო თვითგანვითარებას - ახალი ცოდნის მიღება დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.
ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევაზე მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. პროფესიული გამოცდილება თქვენი საუკეთესო მრჩეველია!
ხელსაყრელი დღეა შოპინგისა და ინვესტიციებისთვის.
სასწორი
ამ დღეს პატარა რომანტიკული თავგადასავალი გელოდებათ!
მოულოდნელი ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, მოქნილობა გამოიჩინოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. მალე თქვენი კრეატიულობის გამოვლენას შეძლებთ და სამსახურში შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ფული ყველაფრისთვის გეყოფათ — შვებულებისთვის, ახალი ტანსაცმლისთვის, საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრებისთვის. მთავარია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ხარჯები თქვენს შემოსავალს არ აღემატება.
დღის განმავლობაში სტრესულმა და შრომატევადმა სამუშაომ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საუბარი უმჯობესია მომავალი თვის პირველი დღეებისთვის გადაიტანოთ.
მორიელი
განშორება, რომელიც მალე მოხდება, გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ - მით უფრო, თუკი ეს ახლახან დაწყებული ურთიერთობა იყო.
ოჯახური კავშირს უახლოეს მომავალში გამოცდა ელის. მოსალოდნელია უსაფუძვლო საყვედურები და საწყენი გაუგებრობები.
თავი შეიკავეთ უფროსისთვის რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის თხოვნისგან.
საეჭვო ავანტიურებში ფულის შოვნის მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით, შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.
დამქანცველი კვირის ბოლოს ძალები თითქმის ამოგეწურათ, ამის გამო იმუნიტეტის შესუსტება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გელით.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება საყვარელმა ადამიანმა ძალიან გაგაოცოთ. საქმეების დაგეგმვისა და ძალების განაწილების ჩვევა საშუალებას მოგცემთ, უახლოეს მომავალში დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
დაგეგმილი მოგზაურობა შეიძლება ბოლო წუთს შეცვლილი გარემოებების გამო ჩაიშალოს.
უფრთხილდით არაგულწრფელ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მახეში გაბმას შეეცდებიან. ახლა ნდობამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.
დღე იდეალურია სპორტისა და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის. ზოგიერთ მშვილდოსანს მოუნდება სარისკო საქმიანობით დაკავდეს და ადრენალინის მოზღვავება განიცადოს.
თხის რქა
ამ დღეს კეთილშობილებისა და სიკეთის დემონსტრირებით მხოლოდ ისარგებლებთ. შესაძლოა, ნათესავებისგან ან ბიზნესპარტნიორებისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღოთ და მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ.
ეცადეთ, მთელი ყურადღება სამსახურსა და კარიერულ წინსვლაზე გადაიტანოთ.
ახალი შენაძენი ისეთი წარმატებული არ იქნება, როგორც თავიდან გეგონათ, თუმცა, ეს დღე თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ბევრ დადებით ემოციას მოიტანს.
ვარსკვლავების თანახმად, მალე ცხოვრების წესის შეცვლას შეძლებთ.
მერწყული
თქვენ ირგვლივ რომანტიკული ატმოსფეროა, რაც სინაზითა და ბედნიერებით გავსებთ. ეს დღე ხელსაყრელია იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და თავგადასავლები არ ეძებოთ.
ამ დღეს ვარსკვლავები ყველაზე ამბიციური განზრახვებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან.
დღის დადებითი ტენდენციები შეთანხმებებსა თუ საქმიან გარიგებებში წარმატებას უზრუნველყოფს.
მოერიდეთ ემოციურ და ფიზიკურ სტრესს.
თევზები
მარტოხელა ადამიანებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. სავარაუდოდ, ურთიერთობა სწრაფად განვითარდება და ოჯახის შექმნამდე მიგიყვანთ.
მომდევნო 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სხვა ადამიანების კონფლიქტებსა და კამათში ჩართვისგან. მნიშვნელოვანი შეხვედრები უმჯობესია, შუადღისთვის დაგეგმოთ.
მეგობრისგან საინტერესო შეთავაზება არ გამოტოვოთ. გექნებათ შანსი, რომ მნიშვნელოვანი თანხა გამოიმუშაოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია სპორტული დატვირთვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ცოტაოდენი მხიარულება, რაც ამ დღის სირთულეებს დაგავიწყებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან