დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ორშ. 27 ოქტომბერი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სასიყვარულო ცხოვრებაში ხანმოკლე სირთულეები გელით, თუმცა მალე ყველაფერი გამოსწორდება. გირჩევთ, „კომფორტის ზონა“ დატოვოთ და რაღაც ახალი სცადოთ, რადგან ეს საინტერესო გამოცდილებამდე მიგიყვანთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვისა და ახალი ინიციატივებისგან. ეს დღე უფრო ხელსაყრელია ოფიციალური შეხვედრებისთვის, საბუთების ხელმოწერისა და სახელმწიფო უწყებებში ვიზიტისთვის. დღის პირველ ნახევარში დაუფიქრებელი ნათქვამის ან არასწორად გაგებული დაპირების გამო მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა.
შესაძლებელია მცირე ფინანსური სირთულეებიც, თუმცა პანიკის საფუძველი არ გაქვთ, უბრალოდ ფული უფრო მომჭირნედ უნდა ხარჯოთ.

კურო

ეს დღე რომანტიკული შეხვედრებისთვის არახელსაყრელია — მთვარე სატურნთან ოპოზიციაშია, რაც კონფლიქტების ალბათობას ზრდის.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ კვირაში საოჯახო საკითხების გადაჭრაში თავით გადაეშვათ. არსებობს საფრთხე, რომ სამსახურში შეცდომა დაუშვათ, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ.
მომდევნო 24 საათში გააცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობები.
გაუფრთხილდით გულს და ნერვებს და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, რადგან თქვენი ნერვული სისტემა ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ტყუპები

ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი მიცემაც არ შეგიძლიათ, თორემ შეიძლება უსასრულოდ თავის მართლება და ბოდიშების მოხდა მოგიწიოთ.
ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ დიდი ხანია, საყვარელი ადამიანი საჩუქრით არ გაგიხარებიათ და დროა, შეცდომა გამოასწოროთ.
მუშაობის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სამსახურში პრემიაზე იმედი არ უნდა გქონდეთ.
ამ დღეს ყველა ფინანსურ საქმეში წარმატება გელით, აზარტული თამაშების გარდა.
ზომიერი ფიზიკური აქტივობა მეტაბოლიზმის დაჩქარებაში დაგეხმარებათ, რაც ძალიან დროულია, თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით.

კირჩხიბი

ამ დღეს სახლში ავეჯის გადაადგილება ან ინტერიერის განახლება გსურთ, მაგრამ ოჯახის წევრების დახმარების გარეშე, ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ.
ცდილობთ, რომ ახლობელ ადამიანთან მიმართებით საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ.
საინტერესო და მოვლენებით სავსე დღე გელით. შესაძლოა, ახალ ადამიანებს შეხვდეთ, რომლებიც მომავალში თქვენს კარიერაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ან საქმიანი შეთანხმების დადება მოგიწიოთ. ნუ მოაწერთ ხელს, სანამ გარიგების ყველა პირობას არ გაეცნობით და გაიაზრებთ.

ლომი

ეცადეთ, უბრალო ფლირტი ნამდვილ სიყვარულში არ აგერიოთ. პირველ შთაბეჭდილებას ნუ დაეყრდნობით, თორემ შეიძლება შეცდეთ. ახლობელი ადამიანი გაგიზიარებთ საიდუმლოს, რომელიც საგონებელში ჩაგაგდებთ.
ამ დღეს სერიოზული და შრომატევადი საქმეები გელით, თუმცა თავს შესანიშნავად გაართმევთ.
აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები და ემოციები, რათა დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ყოველდღიურად, სუფთა ჰაერზე 20-30-წუთიანი სეირნობა ორგანიზმის გაკაჟებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ - პირად ცხოვრებაში პრობლემები პარტნიორთან ერთად უნდა მოაგვაროთ.
ნუ ეცდებით, რომ საკუთარი აზრი კოლეგებს თავზე მოახვიოთ, თორემ შეიძლება მტრები გაიჩინოთ. ამ დღეს უფროსობა განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება, ამიტომ ეცადეთ, სამუშაო დისციპლინა ა
ახლა თქვენზე პლუტონი ზემოქმედებს, რაც გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.
თანამოსაუბრესთან გულწრფელობისგან თავის შეკავება ჯობს, რათა ვიღაცამ თქვენი ნათქვამი თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს.

სასწორი

მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ახალი გატაცება ელით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი თანდაყოლილი თავშეკავება საშუალებას არ მოგცემთ, თაყვანისმცემლის დადებითი და უარყოფითი მხარეები სწორად შეაფასოთ.
ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი რომ არ გახდეს გირჩევთ ყოველდღიურ რუტინაში ნაკლებად ჩაეფლოთ და თვითგანვითარებას მეტი დრო დაუთმოთ.
მალე ვალების დაფარვას შეძლებთ და ბოლოს და ბოლოს ცხოვრებით დატკბებით.
თავი აარიდეთ ზედმეტად ცხარე საკვებს, რომელმაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემაში გასტრიტი ან სხვა ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.

მორიელი

თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელსაც მოსწონხართ და თქვენთვის ამის თქმას ცდილობს. დაოჯახებულ მორიელებს ვურჩევთ მეუღლის ღალატი გულშიც არ გაივლონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სერიოზულ პრობლემამდე მიგიყვანთ.
ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია უთანხმოება, რომელსაც საერთო მეგობრის დახმარებით მალე დაასრულებთ.
დროა, სამსახურში თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოთ და ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქციოთ.
დიეტა, რომელსაც დღეს დაიწყებთ, შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, ოჯახის უმცროს წევრებს მეტი დრო დაუთმოთ და ახლობლების მდგომარეობითა და საზრუნავით ხშირად დაინტერესდეთ.

მშვილდოსანი

დღეს საშუალება გექნებათ, ნახოთ ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონთ. ნუ მოუსმენთ ნაცნობებისა და მეგობრების რჩევებს, მოიქეცით ისე, როგორც გული გკარნახობთ.
თქვენი გახსნილობა, პატიოსნება, პირდაპირობა და მიზანდასახულობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პლანეტები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, თუმცა იღბალს ზედმეტად ნუ დაეყრდნობით - მისი მუდმივი გამოცდა უსიამოვნებებს მოგიტანთ.
ცურვა ნერვული და ფიზიკური დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას და დიეტა დაიცავით.

თხის რქა

სასიყვარულო რომანებისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ სცადეთ, ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოთ. ყველა ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ — საოჯახო საქმეებში მონაწილეობა ოჯახის წევრებმაც უნდა მიიღონ.
შესაძლებელია გაიცნოთ ადამიანი, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
ამ დღეს შეიძლება მაცდურმა რეკლამამ მოგხიბლოთ და რამე ისეთი იყიდოთ, რაც არაფერში გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა ნერვული სისტემის, სახსრების, მხედველობისა და ფეხების სამკურნალოდ.

მერწყული

თქვენს შემთხვევაში სამსახურებრივი რომანი კარგი იდეა არ არის — ეცადეთ, პირადი და სამუშაო ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ და პრობლემები არ შეიქმნათ.
ამ თვეში სამსახურში სერიოზულ ცვლილებებს არ ელოდოთ. უფროსობა უამრავ დავალებას დაგაკისრებთ, რამაც შეიძლება სამუშაო გრაფიკის არეულობა გამოიწვიოს.
თქვენი გულუხვობა შეიძლება ფინანსურ სირთულეებში გადაიზარდოს.
ბოლო დროს ფიზიკურ აქტივობას ძალიან ცოტა დროს უთმობთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დაავადების სიმპტომების გაჩენისას, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ.
დროა, ბოდიში მოუხადოთ და ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ.

თევზები

სიყვარულის საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. დაოჯახებული თევზების განწყობა ოჯახის სხვა წევრთა ემოციებთან არის დაკავშირებული.
მოსალოდნელია შეხვედრები ახალ ადამიანებთან, რომლებიც მომავალში შეიძლება თქვენი საქმიანი პარტნიორები ან საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
შესაფერისი დროა ინვესტიციებისა და ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, რომლებიც შემოსავალს მოგიტანთ. დოკუმენტების ხელმოწერისას ყურადღებით იყავით — შესაძლოა, მოგატყუონ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge