დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ორშ. 16 თებერვალი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ვინც გვერდით გყავთ მეტი ყურადღება დაუთმოთ. მიმოიხედეთ, თქვენს სიახლოვეს სიმპათიური თაყვანისმცემელი ტრიალებს! საზოგადოებრივ ცხოვრებას ნუ უგულებელყოფთ - გამონახეთ დრო და ოჯახთან ერთად რომელიმე წვეულებას ეწვიეთ.

შესაძლოა, საჯარო მოხელეებს ახალი სამსახური შესთავაზონ. დაუფიქრებლად დათანხმდით, რადგან უახლოეს დღეებში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი - ზოგს ძველ ვალს დაუბრუნებენ, ზოგს კი ადრე შესრულებულ სამუშაოს აუნაზღაურებენ. დღეს დასვენების და განვლილ გზაზე დაფიქრების დროა. ეცადეთ, საკუთარ შეგრძნებებსა და განცდებში გაერკვეთ.

კურო

გირჩევთ, საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყოთ. თუ მოულოდნელად, ძველი წყენა გაგახსენეს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. პარტნიორის კრიტიკული შენიშვნები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. თუ გრძნობთ, რომ წყენის მოთმენა არ შეგიძლიათ, სჯობს დრო მარტოობაში გაატაროთ.

ერთფეროვანმა სამუშაომ დაგღალათ? საქმიანობის შეცვლაზე დაფიქრდით, განსაკუთრებით თუ კარიერული ზრდის პერსპექტივას ვერ ხედავთ. მოერიდეთ ფულის სესხებას ან გასესხებას და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით — მოსალოდნელია ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება.

ტყუპები

ეცადეთ, საყვარელი ადამიანი ხშირად შეაქოთ და აგრძნობინოთ, როგორ აფასებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტისმეტად მკვეთრ და გამომწვევ სამოსს მოერიდოთ, რადგან ამან შესაძლოა თქვენზე მცდარი შთაბეჭდილება შექმნას. ნათესავებთან გულახდილი საუბარი ახლა პრობლემას მხოლოდ გაამწვავებს, ამიტომ ურთიერთობის გარკვევა სხვა დროისთვის გადადეთ.

მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს ვალდებულებებს, თავშეკავება და მონდომება გამოიჩინეთ. შანსი გაქვთ, რომ რომელიმე საქმეში წინ მნიშვნელოვნად წაიწიოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ბონუსი მიიღოთ. ფრთხილად იყავით ტექნიკასთან — არსებობს წვრილმანი საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკი.

კირჩხიბი

პარტნიორს ნუ ააჩქარებთ. ამჟამად საბოლოო შედეგზე გავლენას მაინც ვერ მოახდენთ, ამიტომ უბრალოდ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყევით და ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ. საოჯახო საქმეებისგან დაისვენეთ და პიკნიკზე გაემგზავრეთ.

ნუ დაუჯერებთ კოლეგის ცრემლიან თხოვნას და მის დახმარებას ნუ იჩქარებთ — იმ ადამიანთან, ვინც გასაჭირში მიგატოვათ, ვალდებული არ ხართ.

ნაკლებად პერსპექტიული დღეა მათთვის, ვინც შოუბიზნესის, მოდის, სასტუმრო ბიზნესის ან საიუველირო ნაკეთობების სფეროშია დასაქმებული. შესაძლოა ზურგის ტკივილმა შეგაწუხოთ, თუმცა ხვალიდან ყველაფერი გაივლის.

ლომი

მარტოხელა ლომებს ბედი ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას ჰპირდება. ახლობლების მიმართ უხეშობას მოერიდეთ და შვილებსა და მეუღლეს ნუ გაუბრაზდებით. თუ ავტომობილს მართავთ, გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. გაეცანით სიახლეებს თქვენს პროფესიაში — ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მოსალოდნელია ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი ან ფულის გამო უთანხმოება. ეცადეთ, ახლობელ ადამიანს წყენა აპატიოთ - დრო გავა და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. მხნეობა და საკუთარი წარმატების რწმენა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

დღეს მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულს უსმინოთ და დაისვენოთ. სასურველია, რთული საქმეები და ვარჯიში სხვა დღისთვის გადადოთ.

ქალწული

გირჩევთ, ენერგიას გასაქანი მისცეთ და თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ. მზად იყავით ემოციური საუბრისთვის — პრობლემების ღიად განხილვა დაძაბულობას მოგიხსნით. თქვენი თავდაჯერება თანამოაზრეებს მიიზიდავს და გაგიხსნით კარს, რომელიც ადრე დახურული გეჩვენებოდათ.

შესაძლოა მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ —საეჭვოა, შედეგი მოგეწონოთ. თქვენმა ხარჯებმა შეიძლება შემოსავლებს გადააჭარბოს, თუმცა კრედიტის აღებას მაინც არ გირჩევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ - მოერიდეთ ალკოჰოლს და მჭრელ საგნებთან ფრთხილად იყავით.

სასწორი

ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა გელით, თუმცა ეს ურთიერთობა პერსპექტიული არ იქნება - ოცნებები ოცნებებად დარჩება, პაემნები კი შედეგს არ მოიტანს. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებისთვის.

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა მცირე გაუგებრობა მოხდეს, მაგრამ აჯობებს თუ ემოციებს არ აჰყვებით. თავი შეიკავეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვისა და დიდი ვალების აღებისგან. პიროვნული ხიბლი და გამჭრიახობა ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ, ხოლო ახალი ნაცნობობა სასარგებლო აღმოჩნდება. თუ არჩევანის საშუალება გაქვთ, მხოლოდ სანდო და გამოცდილ ადამიანებთან იმუშავეთ.

ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

მორიელი

ჰოროსკოპი გირჩევთ, საკუთარ თავზე და სასიყვარულო საქმეებზე მეტი იფიქროთ. დროა განსაზღვროთ, ურთიერთობაში ზუსტად, რა არ მოგწონთ და რისი შეცვლა გსურთ. ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავებთან ურთიერთობა დაიძაბოს, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება.

მკაცრად მიჰყევით წინასწარ შედგენილ გრაფიკს და გარეშე მოვლენებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ ყურადღება გაგიფანტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგროვილ საქმეებს ვერ გაუმკლავდებით. ახალი იდეები ბიზნესსა და შემოსავლებზე დადებითად აისახება. მიირთვით მხოლოდ ახალი და ჯანსაღი საკვები, რადგან ინტოქსიკაციის საფრთხე არსებობს. ეს დღე ხელსაყრელია სტუმრობისა და ახალი ამბების გაზიარებისთვის.

მშვილდოსანი

ნუ დაუშვებთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ბოლო ადგილზე აღმოჩნდეს. სასწრაფოდ შეიყვანეთ ის თქვენს განრიგში და დაე, მთელმა სამყარომ დაიცადოს!

ახლა სწორედ ის დროა, რომ ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმოთ, რათა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები არ ინანოთ. საკუთარი გეგმები ხელმძღვანელობას გაუზიარეთ — ამ დღეს განსაკუთრებით გამჭრიახი იქნებით და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით.

ფინანსური თვალსაზრისით სირთულეები მოსალოდნელი არ არის, თუმცა თაღლითებს მოერიდეთ და კრედიტებს ნუ აიღებთ. დღის რეჟიმი დაიცავით, გამოიძინეთ და დროულად იკვებეთ.

თხის რქა

ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დროა, თუმცა ნუ იჩქარებთ ახალ მეგობრებს პირადი ცხოვრების შესახებ უამბოთ - შესაძლოა, ეს ინფორმაცია მომავალში თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. შესანიშნავი დროა სწავლისა და ახალი უნარების დასაუფლებლად. გონება ორმაგი სისწრაფით იმუშავებს და ნებისმიერ ინფორმაციას მარტივად აითვისებს.

გახსოვდეთ, ამ დღეს სახლში ემოციური განწყობა თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. ეს პერიოდი დამატებით შემოსავალს მოგიტანთ, რომელიც მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

დღეს ადრე დაწექით, რომ კარგად გამოიძინოთ, რადგან ხვალ ბევრი ენერგია დაგჭირდებათ.

მერწყული

თუ ცოტა ხნის წინ საინტერესო ადამიანი გაიცანით, მიეცით მას საშუალება, რომ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. განტვირთვა გჭირდებათ, ეცადეთ დღის მეორე ნახევარი საკუთარ თავს დაუთმოთ. შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად წვეულება მოაწყოთ ან საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ.

შესაძლოა, ხელმძღვანელმა უსაფუძვლო პრეტენზიები წამოგიყენოთ, მაგრამ გულთან ნუ მიიტანთ — საყვედური უსიამოვნოა, თუმცა თქვენს კარიერას საფრთხეს არ უქმნის. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თვის ბოლოს იღბალი თქვენს მხარეს იქნება, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და საქმეებიც დალაგდება.

ამ პერიოდში მოერიდეთ კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევას. საღამოსკენ მოსალოდნელია თავის ტკივილი, ამიტომ დღის განმავლობაში ნუ გადაიღლებით.

თევზები

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტი ფანტაზია და გამჭრიახობა გამოიჩინოთ— ეს თქვენს კავშირს ახალ ფერებს შესძენს. სავარაუდოდ, ამ დღეს ოჯახისა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერას მიიღებთ. პარტნიორთან ურთიერთობაშიც სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. შეგიძლიათ, ყველაზე გაბედულ პროექტებს თამამად შეეჭიდოთ და გრძელვადიანი გეგმები დასახოთ.

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ ცვლილებებს მოასწავებს, თუმცა მოულოდნელმა ხარჯებმა შესაძლოა მოგების ნაწილი დაგაკარგვინოთ.

კარგი დროა ორგანიზმის გასაკაჟებლად. შეგიძლიათ ნებისმიერი დიეტა დაიწყოთ, ფიტნესით ან სირბილით დაკავდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge