დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:01 პარ. 13 თებერვალი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე დამშვიდებისთვის გამოიყენოთ, რაც საკუთარ თავში რწმენის დასაბრუნებლად გჭირდებათ. ახლობლებს უხეშად ნუ მიმართავთ და ბავშვებს ნუ გაუბრაზდებით. თუ ავტომობილს მართავთ, უახლოეს დღეებში გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.

სამსახურში სჯობს ძველი, ნაცადი, მეთოდებით იმოქმედოთ და სახიფათო ავანტიურებს მოერიდოთ. დაფიქრდით, იქნებ სამსახურში გაურკვეველი ცვლილებების მოლოდინს „საავადმყოფო ფურცლის“ აღება და სახლში დარჩენა სჯობს? ახალი სამსახურის ძიებისას ისეთი ვარიანტები გამოჩნდება, რომლებიც ნაწილობრივ დაგაკმაყოფილებთ.

ყოველდღიური ვარჯიში და კონტრასტული შხაპი არ დაივიწყოთ — ეს მხნეობასა და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ.

კურო

დღეს მოსალოდნელია უთანხმოება საყვარელ ადამიანთან, რისი მიზეზიც თქვენი სიამაყე გახდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ზოგჯერ უკან დახევა უფრო სასარგებლოა, ვიდრე საკუთარი აზრის გატაცებით მტკიცება.

ხელმძღვანელობის მხრიდან გაძლიერებული ყურადღება იმაზე მიანიშნებს, რომ დაწინაურებისთვის გაკვირდებიან - ასე რომ, ყურადღება არ მოადუნოთ. დღევანდელი ფინანსური დაბანდებები წარმატებული იქნება და კარგ დივიდენდებს მოგიტანთ.

დასვენების დროა! რელაქსაცია, სიჩუმე და სიმშვიდე — აი, ახლა რა გჭირდებათ. ეცადეთ, ნეგატიურ ინფორმაციას გაემიჯნოთ.

ტყუპები

რომანტიკული პაემანი შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული მეზობლებთან საყოფაცხოვრებო საკითხებზე კონფლიქტი მოგივიდეთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ინტერესებზე უარი არ თქვათ — „ცუდი მშვიდობა კარგ ომს“ ყოველთვის არ სჯობს.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში არ გადაიღალოთ. ეცადეთ საქმესა და დასვენებას შორის წონასწორობა იპოვოთ. ეძებეთ დამატებითი შემოსავლის წყარო, რადგან მალე ფული დაგჭირდებათ.

გამონახეთ საკუთარი თავისთვის დრო, თავი რაიმე სასიამოვნოთი გაინებივრეთ და დაინახავთ, როგორ შეიცვლება სამყარო თქვენ გარშემო. დღის ბოლოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.

კირჩხიბი

ეს ბევრი კირჩხიბისთვის საუკეთესო პერიოდია: ოჯახური წყვილები უფრო მეტად დაახლოვდებიან, ხოლო მარტოხელები მეორე ნახევარს შეხვდებიან. დღის წესრიგში კვლავ საყოფაცხოვრებო პრობლემები დადგება, რაც მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში დასვენებას ვიწრო ოჯახურ წრეში ან განმარტოებით გირჩევთ. ვარსკვლავები ბედნიერი შემთხვევების წყებას გპირდებიან, რაც ნაცრისფერ ყოველდღიურობას გაგიფერადებთ.

შესაძლოა მალე მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ნიჭს ბოროტად იყენებენ და გაიძულებენ ის აკეთოთ, რაც თქვენს მოვალეობებში არ შედის.

ლომი

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი თავი სრულად წარმოაჩინოთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. აკონტროლეთ ემოციები. იმისათვის, რომ თქვენმა გადამეტებულმა აქტიურობამ ოჯახში დაპირისპირება არ გამოიწვიოს, სჯობს მთელი ენერგია პარტნიორის მიმართ სითბოს გამოჩენისა და მზრუნველობისკენ მიმართოთ.

საქმიან ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად მოსმენაა საჭირო — ეცადეთ, სხვების აზრს ყურადღებით მოუსმინოთ - ეს ახალ იდეებამდე მიგიყვანთ. პრობლემების მოგვარებისას გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული ფაქტორები თქვენზე ძლიერია. კედელს თავით ნუ შეეჯახებით - ეს არაფერს მოგიტანთ.

სიმძიმეების აწევას მოერიდეთ. ამ დღეს მამაკაცებისთვის სირბილი და ტრენაჟორები სასარგებლოა.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ შურიანმა ადამიანებმა თქვენი საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება შეძლონ. მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ და პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ. თუ რომელიმე კოლეგას დახმარება დასჭირდა, გვერდზე ნუ გადგებით — თანაგრძნობის გამოჩენით ერთგულ მეგობარს შეიძენთ.

თავი შეიკავეთ ავანტიურული გარიგებებისგან და შემთხვევით, საეჭვო ადამიანებთან საქმეს ნუ დაიჭერთ, რადგან შეიძლება თაღლითობის მსხვერპლად იქცეთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ უძილობა და აკვიატებული აზრები გაწუხებთ, გირჩევთ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.

სასწორი

ვენერა აქტიურ ფაზაში შედის. პირადი ცხოვრება სავსეა მგზნებარე რომანებით, დაუვიწყარი შეხვედრებითა და ახალი ურთიერთობებით. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ოჯახური პრობლემა ან ძველი დავა მოაგვაროთ. ერთად განიხილეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ.

პროფესიული წარმატება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება ან თქვენს დაწინაურებას ბიძგს მისცემს. ნებისმიერ საქმეში საკუთარ გონებასა და ინსტინქტს ენდეთ. დღეს წარმატება მათ მხარესაა, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად წინ მიდის.

ჯანმრთელობის მხრივ, დღეს გამოვლენილი სიმპტომები უწყინარი იქნება, თუმცა ყურადღება მაინც უნდა მიაქციოთ. განსაკუთრებულად კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას დააკვირდით.

მორიელი

შესანიშნავი დროა რომანტიკული პაემნისთვის. მოსალოდნელია ახალი, პერსპექტიული ნაცნობობა და ძველი კავშირების აღდგენა. დღის პირველ ნახევარში საბუთებთან მუშაობა მოგიწევთ — ეს შეიძლება როგორც სამსახურებრივი ქაღალდები, ისე პირადი ხელშეკრულებები იყოს.

თუ დღეს ფინანსურ დაწესებულებებში ვიზიტი გიწევთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ვიღაც ეცდება თქვენი დაბნეულობით ისარგებლოს და მახე დაგიგოთ.

სახლში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თავსა და ახლობლებს მხიარული საღამო მოუწყოთ.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვურჩევთ, ხალხმრავალ ადგილებში ხშირად იარონ - ეს მეორე ნახევრის პოვნის შანსს გაზრდის. ნუ წამოიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, რადგან ასტროლოგიური პროგნოზი წვრილმანი ტრავმების ალბათობაზე მიუთითებს.

თამამად მიიღეთ მოგებიანი შეთავაზება, თუნდაც ამისთვის სამსახურის შეცვლა მოგიწიოთ. პირადი სიმპათიები და ანტიპათიები თქვენი შრომის ნაყოფიერებას ხელს ვერ შეუშლის. ეცადეთ სამსახურებრივი საკითხების მოგვარებისას ემოციები აკონტროლოთ.

თხის რქა

ამ დღეს რადიკალური ცვლილებები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სრულიად შეცვლიან. ეცადეთ, იღბლიანი შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გირჩევთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას მოერიდოთ და მეტი დათმოთ. დროა, პროფესიულ საქმიანობაში გარემო შეიცვალოთ და ახალ ადამიანებთან კავშირი დაამყაროთ. საუკეთესო გამოსავალი შვებულებაში ან მივლინებაში წასვლაა. შეგიძლიათ ხელმძღვანელობას შესაბამისი განცხადებით მიმართოთ.

მერკურის გავლენა შესუსტებულია და ფინანსური მომავალი ბუნდოვანია, ამიტომ გირჩევთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ. სპორტული დატვირთვა მინიმუმამდე დაიყვანეთ - წელიწადის ამ დროს ვარჯიში სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა — განსაკუთრებით, თუ წონაში კლება გსურთ.

მერწყული

გარშემომყოფთა სიჯიუტის გამო უახლოესი დღეები შეიძლება ძალიან დაძაბული იყოს, თუმცა ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, კონფლიქტში ჩაგითრიონ. კარგი დღეა ხელმძღვანელობასთან საქმიანი წინადადებებით მისვლისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, მიზანი მკაფიოდ განსაზღვროთ: ზოგჯერ თქვენთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.

ნუ დაგეგმავთ ისეთ საქმეს, რომელიც დიდ ფიზიკურ ან ემოციურ გამძლეობას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრები პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ სასიამოვნო თემებზე იფიქროთ. უსმინეთ იმ ადამიანების რჩევებს, ვისაც უპირობოდ ენდობით.

თევზები

რომანტიკული ვახშამი ორისთვის თქვენს ურთიერთობას ძალიან წაადგება და საყვარელი ადამიანის უცნობ თვისებებს დაგანახვებთ. ენდეთ ინტუიციას, ის არ გიღალატებთ. შესაძლოა მცირე უთანხმოება წვრილმანების გამო, ამიტომ ეცადეთ ზედმეტი არ ილაპარაკოთ.

წარმატებული სიახლეები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ — მიზნამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი! ხელიდან ნუ გაუშვებთ ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას.

დღეს საუკეთესო დროა ჯანმრთელობაზე, კერძოდ, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზრუნვისთვის. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - თუ რამე გაწუხებთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge