12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00 ოთხ. 11 თებერვალი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს თქვენი შეცვლილი იმიჯი ბევრ საინტერესო ადამიანს მიიზიდავს. სავარაუდოდ, სამსახურში თქვენს ლიდერის თვისებებს სრულად გამოავლენთ და საკუთარი მაგალითით სხვების შთაგონებას შეძლებთ. ამოცანები, რომლებიც გუშინ რთულად გეჩვენებოდათ, დღეს ადვილად მოგვარდება.
მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, რამაც შესაძლოა თქვენს ფინანსურ მდგომარეობას დარტყმა მიაყენოს. საღამოს უარი თქვით მძიმე საკვებსა და ალკოჰოლზე და ეცადეთ ადრე დაიძინოთ – ეს ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
კურო
დაფიქრდით, ზედმეტად ხომ არ აიდეალებთ ადამიანს, რომელიც მომავალ მეორე ნახევრად შეარჩიეთ? ოჯახში შესაძლოა ვითარება უმიზეზოდ დაიძაბოს. მაშინაც კი, როდესაც ბოლო სიტყვა თქვენ გეკუთვნით, კამათს და ხმის აწევას უნდა მოერიდოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის დასაწყისი შედეგების შეჯამებასა და მომავლის დაგეგმვას დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ დღევანდელმა მოვლენებმა შფოთვა და საფრთხის შეგრძნება გაგიმძაფროთ.
ეცადეთ, დღის განმავლობაში ფიზიკური და სულიერი რესურსი რაციონალურად გაანაწილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღლილობამ შეიძლება უძილობა ან სტრესი გამოიწვიოს.
ტყუპები
ამ დღეს სასიყვარულო ფრონტზე გაგიმართლებთ! იუპიტერისა და ვენერას კვინკონსი პოზიტიურ ცვლილებებს გპირდებათ. თავი შეიკავეთ გარშემომყოფების კრიტიკისა და განსჯისგან. თქვენი პრეტენზიულობა ყველას აიძულებს, რომ თქვენთან ფრთხილად იყვნენ.
გირჩევთ, სასიყვარულო თავგადასავლები დროებით დაივიწყოთ და ყურადღება საყოფაცხოვრებო საქმეებზე გადაიტანოთ, თორემ დაგროვილი პრობლემები მძიმე ტვირთად დაგაწვებათ.
კარგი დღეა შენაძენისთვის (უძრავი ქონებისა და ავეჯის გარდა). გაუფრთხილდით ყელს და ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხები არ გაგიცივდეთ.
კირჩხიბი
ამ ნიშნის წარმომადგენლები არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან - სიყვარული თუ საქმიანი პროექტი? ენდეთ ახლობელი ადამიანის რჩევას, მაგრამ საბოლოოდ ისე მოიქეცით, როგორც გული გიკარნახებთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, იცოდეთ, რომ შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს.
დღის მეორე ნახევარში ნათესავებთან ურთიერთობის დალაგებას და წარსულის შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ. საღამოს შეგიძლიათ სტუმრებს უმასპინძლოთ, რომლებიც სასიამოვნო სიახლით გაგახარებენ.
მალე თქვენს გარემოცვაში "ენერგეტიკული ვამპირი" გამოჩნდება. ეცადეთ, ამ ადამიანს ყველგან და ყოველთვის მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ყველა სფერო თავად უნდა აკონტროლოთ. შეზღუდეთ ურთიერთობა მათთან, ვინც პატივს არ გცემთ.
ლომი
სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არცთუ ისე შესაფერისი დროა. ახლად დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, იმედგაცრუებით დასრულდება. დააკვირდით თქვენი რჩეულის განწყობას – შესაძლოა მას პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც ერთად ჯობს. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ რამე გაიძულოთ - ასეთ ადამიანებს თავაზიანი უარით დაემშვიდობეთ. სჯობს დრო შემოქმედებას დაუთმოთ.
ფინანსურად უზრუნველყოფილი ხართ, რაც თქვენი შრომისა და იმ პროექტების შედეგია, რომლებიც მოულოდნელად მომგებიანი აღმოჩნდა. საღამოს ბუნებაში მცირე გასეირნება შინაგანი ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ქალწული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაუგებრობების და "დამნაშავის ძიების" ეტაპი დგება. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ – ეს პირადი ცხოვრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
სამსახურებრივი ინიციატივები მომავალ კვირამდე გადადეთ, ახალი პროექტების დასაწყებად საუკეთესო დრო არ არის. მოსალოდნელია ხარჯები, თუმცა დღეს გაღებული თანხა ასმაგად დაგიბრუნდებათ. ამ ნიშნის მამაკაცებს მეტი მონდომება მართებთ.
პლანეტების განლაგება ფინანსურ ოპერაციებში წარმატებას გპირდებათ. შუადღისას სასიცოცხლო ენერგია იკლებს, რამაც შესაძლოა თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
სასწორი
ამ დღეს პირადი ურთიერთობები თქვენგან მაქსიმალურ სიმტკიცესა და ორგანიზებას მოითხოვს. ყურადღებას ნუ მიაქცევთ დროებით პრობლემებს – დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ახლობლებზე იზრუნოთ. მოერიდეთ კამათს და პროვოკაციულ შენიშვნებს ნუ აჰყვებით. დღეს თქვენი ენერგეტიკა მოწყვლადია და არაკეთილმოსურნეებმა შეიძლება ამით ისარგებლონ.
ეცადეთ უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვას გადაეჩვიოთ, რადგან შეიძლება მალე მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდეთ. სამუშაო, რომლითაც ბოლო დროს იყავით დაკავებული, მალე ნაყოფს გამოიღებს!
მორიელი
გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება - ხშირად ჯერ ლაპარაკობთ და მერე ფიქრობთ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს უმჯობესია საქონელი დიდი ფასდაკლებით არ შეიძინოთ. მგზავრობა წარმატებული და მოგებიანი იქნება.
უმჯობესია, საღამოს ენერგია ახლობლებისკენ და არა კომერციისა და სამსახურისკენ მიმართოთ. თუ აპათიასა და დაღლილობას იგრძნობთ, ეცადეთ ცხოვრების წესი შეცვალოთ. თავს მოწყენის უფლებას ნუ მისცემთ - თქვენი ბუნება რუტინას ვერ იტანს!
მშვილდოსანი
თუ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავთ, შეიძლება ბევრი რამ დაკარგოთ! ასტროლოგები გირჩევენ, უფრო მტკიცედ იმოქმედოთ. თქვენი ოჯახი თქვენი ძალაა, ამიტომ რთულ წუთებში ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროთ.
პოზიტიურად იფიქრეთ – ეს ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. ფინანსურ დახმარებას ნურავის დაჰპირდებით - ეს თქვენთვის ზედმეტ ტვირთად იქცევა. გზებზე ფრთხილად იყავით – არსებობს საგზაო შემთხვევის რისკი.
თხის რქა
სხვის რჩევებს ყურს ნუ დაუგდებთ. ამ რჩევებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭონ. საყვარელ ადამიანებს ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ. ამ დღეს თქვენი სულიერი მისწრაფებები განხორციელდება და გრძნობების გამოხატვას შეძლებთ.
სამსახურში საქმე იმაზე უკეთესადაა, ვიდრე გეგონათ! თქვენი წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩება, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. დღეს არც ფულის სესხება ვარგა და არც გასესხება – თქვენს ბიუჯეტზე ორივე ცუდად აისახება. ეცადეთ ემოციური ბალანსი შეინარჩუნოთ – მოერიდეთ ტირილს, გაღიზიანებას და წყენას.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ფრთხილად იყავით. მკაცრ შეზღუდვებს ნუ დააწესებთ და ნუ ეცდებით საკუთარი შეხედულებები თავზე მოახვიოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. საოჯახო პრობლემებმა შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს.
სამსახურის პირობები არ მოგწონთ, მაგრამ წამოსვლა არ უნდა იჩქაროთ – დღეს ყოველმხრივ მოსაწონი სამსახურის პოვნა ადვილი არ არის. გირჩევთ ყოველი ხარჯი კარგად აწონ-დაწონოთ, თორემ ადრე თუ გვიან, ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგებით.
უარი თქვით თვითმკურნალობაზე! ხალხური მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება და შეიძლება დაგაზიანოთ.
თევზები
იდეალური დროა რომანტიკული საღამოსთვის. გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული პარტნიორისთვის და ეცადეთ თქვენი კავშირი განამტკიცოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, ამიტომ გირჩევთ, დღის განრიგი წინასწარ შეათანხმოთ.
ენერგიის ნაკლებობამ შესაძლოა თქვენს შრომისუნარიანობასა და გადაწყვეტილებების სისწორეზე გავლენა მოახდინოს. ამ დღეს კარგად ნაცნობი საქმის კეთების დროსაც კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - უყურადღებობის გამო შესაძლებელია შეცდომები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან