დღის ჰოროსკოპი

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 სამ. 3 თებერვალი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გჯეროდეთ სიყვარულის და ის აუცილებლად გიპოვით — სიყვარული თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საჭირო დროს მოვა.

ეს დღე თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს, თავზე უამრავი საყოფაცხოვრებო საქმე და მოვალეობა დაგატყდებათ. თუ საქმეს დათქმულ დროში ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ დახმარებისთვის ოჯახის წევრებს მიმართოთ.

მკაცრი შეზღუდვების დრო წარსულს ჩაბარდა - მერკურის გავლენით თქვენი ფინანსური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, ამიტომ შეგიძლიათ, საკუთარი თავი და ახლობლები საჩუქრებით გაახაროთ. მოერიდეთ კალორიულ საკვებს, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ.

კურო

იუპიტერისა და მერკურის შეერთება თქვენს სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. მოზღვავებულ ემოციებს ნუ შეეწინააღმდეგებით, თუმცა ეცადეთ, სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგოთ. საქმეს კონფლიქტამდე ნუ მიიყვანთ, თორემ შედეგები შეიძლება უმართავი აღმოჩნდეს.

მიღებული ინფორმაცია გააანალიზეთ, მაგრამ მოქმედებას ნუ იჩქარებთ — ეს დღე გეგმების შედგენისთვის უფრო გამოდგება, ვიდრე განხორციელებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მეზობლების ჭორაობას ან ინტრიგებს შეეჯახოთ. გირჩევთ ძვირად ღირებულ შენაძენებს მოერიდოთ და ფული დაზოგოთ.

სასურველია, საღამო მარტოობაში გაატაროთ და დაისვენოთ.

ტყუპები

ეცადეთ, თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ — ერთმანეთისთვის სათქმელი ბევრი დაგიგროვდათ!

ახლა საუკეთესო დროა მეგობრებთან ერთად დასვენების ან მოგზაურობისთვის.

დამატებით დავალებაზე უარს ნუ იტყვით — სწორედ იქ შეძლებთ საუკეთესო თვისებების გამოვლენას. ახლად გაცნობილი ადამიანის დახმარებით მეწარმეები მოგებიანი ხელშეკრულებების გაფორმებას შეძლებენ. ვარსკვლავები სიტუაციისა და რისკების რაციონალურად შეფასებაში დაგეხმარებათ.

ამ დღეს სჯობს ალკოჰოლზე უარი თქვათ, რადგან მისი შედეგები შეიძლება მოულოდნელი იყოს.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. თქვენ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა შინაგანი წონასწორობა დაგაკარგვინოთ. ამ დღეს ხშირი ურთიერთობა მხოლოდ დისკომფორტს შეგიქმნით, ამიტომ თუ განმარტოების სურვილი გაგიჩნდათ, ნუ შეეწინააღმდეგებით. გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ - რთული ვითარების გარკვევაში ინტუიცია დაგეხმარებათ.

სამსახურში თავს დიდი ნაყოფიერებით ვერ გამოიჩენთ, ამიტომ ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავთ.

სასურველია დიეტის დაწყება და მავნე პროდუქტებზე უარის თქმა — წინ გელით მოვლენები, რომლებსაც ფხიზელი გონებით უნდა შეხვდეთ.

ლომი

სასიყვარულო ფრონტზე განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება, თუ რაღაცის შეცვლას თავად არ გადაწყვეტთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია! გირჩევთ, რთული საკითხები გუნდურად გადაჭრათ, რადგან ძალების გაერთიანება საუკეთესო გამოსავალს გაპოვნინებთ. სამსახურში ზედმეტად ნუ გადაიღლებით, უმჯობესია საყოფაცხოვრებო საქმეებს მიხედოთ.

თუ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ოცნებობთ, პასუხისმგებლობის აღებისა და ენერგიული მოქმედებისთვისაც მზად იყავით. სტრესი და დაღლილობა შესაძლოა თავის ტკივილის მიზეზად იქცეს, ამიტომ გირჩევთ, განტვირთვისთვის მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები გამოიყენოთ.

ქალწული

სხვა ქალაქში რომანტიკული შეხვედრა გელით, ამიტომ მივლინებაზე უარს ნუ იტყვით. შესაძლოა მალე ფული დაგჭირდეთ, ამიტომ უსარგებლოდ ნუ გაფანტავთ. კარგი დროა კარიერისა და საქმიანი პარტნიორობისთვის.

რადიკალურ გადაწყვეტილებებს და ფულის სესხება-გასესხებას მოერიდეთ. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის. ბუნებაში გასეირნება ენერგიით აგავსებთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს — რა უფრო გჭირდებათ ახლა, მოძრაობა თუ დასვენება?

სასწორი

ეცადეთ, გრძნობებს არ აჰყვეთ — ცივი გონება სასიყვარულო საქმეებშიც კი საჭიროა. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციები შემცირდება, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხები და გაუთვალისწინებელი ხარჯები დიდ დროს წაგართმევთ.

ძველი კონფლიქტების გამო სამსახურში, კოლეგებთან შესაძლოა, მცირე გაუგებრობა მოხდეს. სამაგიეროდ, ყველაფერში, რაც ფულს ეხება იღბალი გწყალობთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისთვის — აკეთეთ ის, რაც გულს უხარია, ეს თქვენს ენერგეტიკაზე დადებითად აისახება.

მორიელი

შეხვედრების, ნაცნობობისა და რომანტიკის დროა. დაოჯახებულ მორიელებს საოჯახო პრობლემების მოგვარება მოუწევთ, რაც სამუშაოსთვის ნაკლებ დროს დაგიტოვებთ. შეიძლება შვილებმა ცოტა გაგაბრაზონ, მაგრამ მათ მიმართ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებით — გირჩევთ, საკუთარი თავი მათ ასაკში გაიხსენეთ.

შესანიშნავი დღეა ახალი პროექტებისა და საქმიანი ინიციატივებისთვის — თქვენს უნარებს სათანადოდ შეაფასებენ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ დაუფიქრებელ ხარჯებს მოერიდეთ. თუ გახდომა გსურთ, კვებაში მკაცრი შეზღუდვების ნაცვლად, უპირატესობა მეტ მოძრაობას მიანიჭეთ.

მშვილდოსანი

მათ, ვინც რჩეული ახლახან იპოვა, ვურჩევთ ურთიერთობის გარკვევას თავი აარიდონ — ამას შეიძლება დაშორება მოჰყვეს. ეცადეთ, სამსახურში ნერვებს გაუფრთხილდე — მოსალოდნელია ინტრიგები და პროვოკაციები.

სასურველია, რომ ამ დღეს ენერგია ეკონომიკური საკითხების მოგვარებისკენ მიმართოთ. მარსისა და იუპიტერის განლაგება მიგვანიშნებს, რომ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა ან კრედიტის აღება არასასურველია. არ არის გამორიცხული, რომ ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.

არასწორი კვება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, თუმცა მენიუს მკვეთრად შეცვლას ნუ იჩქარებთ - უბრალოდ მავნე საკვები ამოიღეთ.

თხის რქა

ამ დღეს ფარული თაყვანისმცემელი თქვენ მიმართ ყურადღების ნიშნებს გამოავლენს, თუმცა ახალი რომანის დაწყებისთვის ახლა საუკეთესო დრო არ არის. ცხოვრება მხოლოდ შავი და თეთრი ფერებისგან არ შედგება, ამიტომ ზედმეტად კატეგორიული ნუ იქნებით. თუ გგონიათ, რომ მხოლოდ მეორე ნახევარი ცდება, გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თქვენც უშვებთ.

კარგი დღეა სამსახურებრივი და ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი ან პრემია. ფრთხილად იყავით, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა ყველაფერი არ გააფუჭოს.

საღამოს სჯობს დაისვენოთ, ისეირნოთ და ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ.

მერწყული

ამ ნიშნის ქალებს თაყვანისმცემლები ყველგან ფეხდაფეხ გაჰყვებიან, მამაკაცებს კი ქალბატონების გულის მოსაგებად დიდი ძალისხმევა მოუწევთ. დამოუკიდებელი ხასიათის გამო შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი თავისუფლებას გიზღუდავთ.

სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ - გამორიცხული არ არის, რომ მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

სამსახურში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობა შეზღუდოთ ადამიანთან, რომელიც გაღიზიანებთ.

თევზები

მიმზიდველი გარეგნობა ლამაზ შეფუთვას ჰგავს, რომლის მიღმაც ზოგჯერ სიცარიელე იმალება, ამიტომ ნუ შეაფასებთ ადამიანებს მხოლოდ გარეგნობით. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობის დასალაგებლად. გამოიჩინეთ ინიციატივა და აჩვენეთ მათ თქვენი სიყვარული. თუ რამე პირველივე ცდაზე არ გამოვიდა, ახლა საუკეთესო დროა, რომ ხელახლა სცადოთ, თუმცა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

ბედი შეგახვედრებთ ადამიანს, რომელიც ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორი გახდება. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, რომ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge