31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
00:06
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მარტოხელა ვერძებისთვის სასიყვარულო ფრონტზე დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, ამიტომ რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს.
იდეების გაზიარება ნუ მოგერიდებათ. შესაძლოა, წარმატებული პროექტის დასაწყისი სწორედ თქვენი ინიციატივა გახდეს. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, განსაკუთრებით მეგობრებთან. ნუ იყიდით ძვირად ღირებულ ნივთებს და ნურავის ასესხებთ ფულს.
ეცადეთ დასაძინებლად ადრე დაწვეთ - თბილი აბაზანა ნერვების დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
კურო
ბოდიშის მოხდის ნუ შეგეშინდებათ. საკუთარი შეცდომების აღიარება და ჰარმონიისკენ სწრაფვა ნებისმიერ კონფლიქტს მოაგვარებს.
ვარსკვლავები გირჩევენ, კოლეგების აზრს მოუსმინოთ — მათი რჩევა საქმის დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ.
დღეს მაღაზიები თქვენთვის ერთგვარ "საფრთხეს" წარმოადგენს - არსებობს რისკი, რომ სრულიად უსარგებლო ნივთებში დიდი ფული გადაიხადოთ.
გირჩევთ, თქვენი მენიუ ბოსტნეულით გაამდიდროთ და ცომეულს მოერიდოთ - ზედმეტი კალორიები არაფერში გჭირდებათ.
ტყუპები
ცვლილებების ნუ გეშინიათ, თუნდაც ისინი ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას ეხებოდეს. ცხოვრების სწრაფი ტემპი და მოვლენების მრავალფეროვნება უმოქმედოდ არ დაგტოვებთ.
ახალგაზრდა ოჯახებისთვის ეს სიმტკიცის გამოცდის პერიოდია — ჩხუბის მიზეზი ნუ გახდებით! ეცადეთ, საყვარელი ადამიანის კრიტიკა მშვიდად მიიღოთ, მით უმეტეს, რომ ის მართალია და საკუთარ თავზე მუშაობა გჭირდებათ.
ფინანსური მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად გაუმჯობესდეს. თუ სახსრების ტკივილმა ან თავის ტკივილმა შეგაწუხათ, სჯობს დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს საკუთარ თავზე და მოთხოვნილებებზე ზრუნვა ემოციურ წონასწორობას შეგინარჩუნებთ.
მალე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, რადგან იმ ქაოსის მართვას, რომელშიც აღმოჩნდებით, სხვა ვერავინ შეძლებს. საკუთარ შესაძლებლობებს ნუ შეზღუდავთ და ეცადეთ, ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოთ.
კარგი იქნება, თუ აუზზე ან ფიტნესკლუბში ჩაეწერებით — ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.
ლომი
ჰოროსკოპი მარტოხელა ლომებს ურჩევს, ინტერნეტში გაცნობას მოერიდონ, რადგან მოტყუების ალბათობა მაღალია. დაოჯახებული ლომებისთვის მატერიალური ბაზის მნიშვნელობა იზრდება — ამჯერად მხოლოდ ნაზი გრძნობებით ფონს ვერ გახვალთ.
დღეს საინტერესო იდეა გეწვევათ, თუმცა მისი განხორციელება ჯერ ადრეა - შინაგანი ხმა გიკარნახებთ, მოქმედების დრო როდის მოვა.
დროა, შეიძინოთ ნივთი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ზოგი ლომისთვის ეს კომპიუტერი იქნება, ზოგისთვის წვენსაწური ან მიკროტალღური ღუმელი.
ქალწული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა თავი მცირე დაძაბულობამ იჩინოს, ამიტომ ვითარებას ნუ გაამწვავებთ. თუ მარტოხელა ხართ, რომანტიკული პაემანი შეიძლება სერიოზული ურთიერთობის დასაწყისად იქცეს.
ნათესავებთან უთანხმოებაში, საკუთარი თავის გარდა, ნურავის დაადანაშაულებთ.
მზად იყავით სიახლეებისთვის — ვარსკვლავები კარიერულ წინსვლას გპირდებიან. შემოსავლის დამატებითი წყაროების ძიებაში წარმატება გელით. მოერიდეთ გადაღლას, რადგან შესაძლოა საღამოს წნევის ცვალებადობამ ან თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.
სასწორი
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას - ვიღაც ეცდება, საყვარელ ადამიანებთან წაგაჩხუბოთ. ინტუიციას და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. დროა, სტუმრების მისაღებად მოემზადოთ — ახლობელი ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნო საღამო გელით.
ვალდებულებების ტვირთი, რომელიც ბოლო დროს გაწვებოდათ, ნელ-ნელა შემსუბუქდება. კოლეგები თქვენს მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი გახდებიან, ხელმძღვანელობა კი საპასუხისმგებლო საქმეებს განდობთ. მოერიდეთ ფინანსურ დავებს.
მორიელი
სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისთვის შესანიშნავი დროა. თუ შეყვარებული ხართ, სასურველია, რომ პარტნიორს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ. საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით, მეგობრებს ხშირად ესტუმრეთ და გაერთეთ, თუმცა "ენერგეტიკულ ვამპირებს" მოერიდეთ.
თუ სამსახურში უფროსი უსამართლოდ გაკრიტიკებთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და საღი აზრით იხელმძღვანელეთ. ფინანსური საკითხების მოგვარებისას ინტუიციას ენდეთ — ფული სადღაც ახლოსაა. ზედმეტ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას მოერიდეთ, საღამოს კი საყვარელი ჰობით დაკავდით.
მშვილდოსანი
პირად ურთიერთობებში პარტნიორს მეტი თავისუფლება მიეცით — შეზღუდვები არავის უყვარს! საყვარელი ადამიანის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები შეცდომაა, რადგან ისიც იმავეთი გიპასუხებთ.
დღეს შესაძლოა ისეთი სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, თუმცა თქვენ ყველაფერს თავს გაართმევთ. იუპიტერი იღბალს გპირდებათ, მარსი კი საჭირო ენერგიით მოგამარაგებთ.
ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია მცირე დისკომფორტი, თუმცა ეს საქმეებში ხელს არ შეგიშლით. ძილის წინ გასეირნება დასვენების ხარისხს გააუმჯობესებს.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების დროა. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სასურველის მიღებას ადვილად შეძლებთ. ხელსაყრელი პერიოდია ოჯახთან ერთად დასვენებისთვის — ერთად გატარებული დრო ახალი ენერგიით აგავსებთ.
თუ თქვენი გეგმები არ სრულდება, დაფიქრდით — იქნებ მიდგომა უნდა შეცვალოთ? არსებობს ფინანსური დანაკარგის რისკი როგორც სახლში, ისე სამსახურში.
ეცადეთ, ცოტა ხნით ხალხმრავლობას გაერიდოთ და განმარტოვდეთ - ეს თქვენს ენერგიას გააძლიერებს და მოდუნებაში დაგეხმარებათ. ნუ გადადებთ საკუთარ თავზე ზრუნვას, ჯანმრთელობა ახლა პრიორიტეტია.
მერწყული
პირად ცხოვრებაში ბედნიერება თქვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ ვინც ეძებს, ის ადრე თუ გვიან, იპოვის. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება სამსახურებრივ საქმეებზე აისახოს. ახლა ჩრდილში ყოფნის დრო არ არის, უნდა იმოქმედოთ და თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეები გამოავლინოთ.
ხელსაყრელი დროა გრძელვადიანი ფინანსური შეთანხმების გაფორმებისთვის. წარმატების შანსი ძალიან მაღალია.
კვირის ბოლოს იმუნიტეტის შესუსტება და ინფექციური დაავადებები გელით, ამიტომ გირჩევთ რამდენიმე დღე სახლში დარჩეთ.
თევზები
პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს. ვიღაცას უყვარხართ, მაგრამ ამის გამხელას ვერ ბედავს. საოჯახო საქმეები თქვენს ყურადღებას მოითხოვს.
დღეს შესაძლებლობა გექნებათ, მეგობრებს ან ნათესავებს შეხვდეთ, უახლესი ამბები გაცვალოთ და ახალი იდეები განიხილოთ. თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ. ახლა შესანიშნავი დროა მეგობრების წრეში დასვენებისა და ერთობლივი მოგზაურობისთვის.
მოერიდეთ მწარე და მლაშე კერძებს, რადგან შესაძლოა კუჭის პრობლემებმა (გულძმარვამ) შეგაწუხოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან