დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენში ნამდვილი მეოცნებე გაიღვიძებს. ნუ შეგეშინდებათ, რომ სხვების თვალში უცნაური გამოჩნდებით – სხვების აზრი ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ ავეჯის გადაადგილება ან ინტერიერის განახლება გსურთ, ამის დრო და საშუალება უნდა გამონახოთ.

ეცადეთ, ახალი იდეები სწრაფად განახორციელოთ, თორემ შესაძლოა უფრო გამბედავმა კონკურენტმა დაგასწროთ. ფინანსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შესაძლოა ამას მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ მხარდაჭერისთვის მეგობრებს ან ოჯახის წევრებს მიმართოთ.

კურო

ამ დღეს სახლში სხვადასხვა თემაზე საუბარი და კამათი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებს ყველა წამოწყებაში მხარი დაუჭიროთ.

საღამოს სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ. შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების, მეგობრული მხარდაჭერისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ახალი შენაძენები, ფინანსური ინვესტიციები და პროექტებში მონაწილეობა წარმატებული იქნება.

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისთვის.

ტყუპები

ზოგადად, მორცხვობა არ გახასიათებთ, თუმცა საინტერესო ადამიანის გარემოცვაში შესაძლოა დაიბნეთ. შინაგანი კომპლექსების დაძლევაში ფსიქოლოგიური კურსები დაგეხმარებათ. მოსალოდნელია მეგობრების ან ახლობლების სტუმრობა, რაც განწყობას აგიმაღლებთ და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

მიმდინარე საქმეში სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოთ — მოსალოდნელია სარისკო სიტუაციები, მათ შორის ფინანსური ზარალი. საქმიან სფეროში სასურველი შედეგის მისაღებად მოთმინება და შრომისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ. იდეალური დროა კომერციული და ფინანსური ოპერაციებისთვის.

ზედმეტი წონის დასაკლებად და იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია, რომ ყოველდღე სუფთა ჰაერზე 20-30 წუთი ფეხით იაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ და ცდილობთ, საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი, რომანტიკული გარემო შეუქმნათ. დაოჯახებულმა კუროებმა პარტნიორის განწყობას ყურადღება უნდა მიაქციონ – შესაძლოა, მას თქვენი მორალური მხარდაჭერა სჭირდება.

ნუ დაკარგავთ დროს, რადგან წინსვლის პერიოდი მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდება. ხელსაყრელი დროა უცხოელებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ფინანსური ალღო დროებით გიღალატებთ, ამიტომ შესაძლოა კრედიტების დაფარვა გაგიჭირდეთ.

არ ღირს მკურნალობა ხალხური საშუალებებით. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

ლომი

ამ დღეს მეგობრულ კამპანიაში დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი მოთმინება და გაგება გამოიჩინოთ – ოჯახური გარემო თქვენს თავშეკავებაზეა დამოკიდებული.

თქვენს წამოწყებებში მხარს მხოლოდ ყველაზე ერთგული მეგობრები დაგიჭერენ, დანარჩენებმა კი ჯობია თქვენი გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუ მატერიალურ კეთილდღეობაზე ოცნებობთ, იცოდეთ, რომ წარმატება ძალიან ახლოსაა! დაიწყეთ ახალი პროექტები – ჰოროსკოპი ნებისმიერ სფეროში გამარჯვებას გიწინასწარმეტყველებთ.

ამ დღეს სატურნის გავლენით შესაძლოა, ენერგეტიკული ფონი შემცირდეს, რაც მელანქოლიაში, თავის ტკივილსა თუ სისუსტეში გამოიხატება.

ქალწული

ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მაშინაც კი, როცა რამე გაბრაზებთ. გირჩევთ, უარყოფითი ემოციები ჩაახშოთ და უსარგებლო კამათში არ ჩაერიოთ. ამ დღეს მარსი ძალიან აქტიურია, რაც საფრთხეს, პირველ რიგში, დაოჯახებულებს შეუქმნის. მოემზადეთ შესაძლო უსიამოვნებებისთვის და ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ.

ხელმძღვანელობა თქვენს ორგანიზატორულ ნიჭს სათანადოდ შეაფასებს და შესაძლოა, მაღალანაზღაურებადი თანამდებობაც შემოგთავაზონ.

თუ შეამჩნევთ, რომ წონაში მოიმატეთ, იცოდეთ, რომ ეს ძილის ნაკლებობის ბრალია – უძილობა მეტაბოლიზმს აზიანებს.

სასწორი

წარმოუდგენლად იღბლიანი პერიოდი იწყება - განსაკუთრებით, სიყვარულში. მოერიდეთ სარკაზმსა და კონფლიქტებს და ეცადეთ, ოჯახში პოზიტიური გარემო შეინარჩუნოთ. გამოიყენეთ შანსი თქვენი ფარული ნიჭის გამოსავლენად – ნებისმიერი ახალი საქმე მოულოდნელ წარმატებას მოგიტანთ.

საკუთარი ფინანსური მიზნები არ დაივიწყოთ და მათი ასრულებისკენ თუნდაც მცირე ნაბიჯი გადადგით. საკუთარი სურვილების უარყოფამ შესაძლოა დროთა განმავლობაში ფსიქოლოგიური დისკომფორტი და წინააღმდეგობები გამოიწვიოს.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება თითოეული შეხვედრა უნიკალურ გამოცდილებად იქცეს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კოლეგებისგან ბევრ კომპლიმენტს მოისმენთ, მაგრამ ყურადღება არ მოადუნოთ – შესაძლოა ლამაზი სიტყვების უკან პირფერობა და ანგარება იმალება.

ფინანსების მართვის უნარი ახლა ძალიან გამოგადგებათ. შეამცირეთ ხარჯები და მსხვილი შენაძენები სამომავლოდ გადადეთ. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ სხეულს - თუ რამე ეგზოტიკურის დაგემოვნება მოგინდათ, საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით.

მშვილდოსანი

გამუდმებულმა კამათმა და ურთიერთბრალდებებმა შეიძლება თქვენი ურთიერთობა გაწყვეტამდე მიიყვანოს, თუმცა საბოლოოდ, ორივე მიხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი.

შესაძლებელია, ნათესავს, მეგობარს ან ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. ფრთხილად იყავით, რომ თქვენი სიკეთე და თანაგრძნობა სხვებმა სარგებლის მისაღებად არ გამოიყენონ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დისციპლინა და პრინციპები დაიცვათ. შესაძლოა, "იოლი ფულის" შოვნის შანსი გაჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე რისკები კარგად აწონ-დაწონეთ.

კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, თუმცა მენიუს მკვეთრად ნუ შეცვლით, რომ ორგანიზმმა სტრესი არ მიიღოს.

თხის რქა

ინტიმურ თემებზე საუბარი დაგეხმარებათ, რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. თქვენი ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ შეიძლება ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდეთ. გუნდური მუშაობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს – ყველა თავის სასარგებლოდ მოქმედებს, რაც ყურადღების კონცენტრაციაში ხელს შეგიშლით. ამ ქაოსის დასაძლევად ნამდვილი ლიდერული თვისებების გამოვლენა მოგიწევთ.

შეგიძლიათ ფინანსებს გადახედოთ და გრძელვადიანი პროექტები დაიწყოთ. ამ დღეს ფიზიკური აქტივობა და სპორტი სასარგებლო იქნება, თუმცა გადაღლამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.

მერწყული

პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რაც კარგია – თქვენი ურთიერთობა ისედაც მშვენივრად ვითარდება. დაოჯახებულ მერწყულებს საკუთარ გრძნობებში გასარკვევად განმარტოება და ფიქრი სჭირდებათ.

კოლეგებთან კავშირების გამტკიცებას გირჩევთ – გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ფულთან დაკავშირებით მომჭირნეობა გმართებთ — ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მეტისმეტად ბევრს ხარჯავთ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - მიირთვით მწვანე ჩაი, ნატურალური წვენები და ხილი. უპირატესობა ჯანსაღ პროდუქტებს მიანიჭეთ.

თევზები

დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ და "ღრუბლებში დაფრინავთ.“ ოჯახის წევრების დახმარებით მცირე მატერიალური პრობლემებისა და საოჯახო საქმეების მოგვარება მოგიწევთ. სამსახურში დიდი დატვირთვა გაქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება დაივიწყოთ.

უახლოეს ხანებში გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ დროა დანაზოგის შექმნა დაიწყოთ. განწყობის ასამაღლებლად მწარე შოკოლადი მიირთვით – ის არც ფიგურას ვნებს და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge