18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:55 შაბ. 17 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გირჩევთ, თქვენი ურთიერთობები კარგად გაიაზროთ და საბოლოოდ გადაწყვიტოთ, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან.
ეცადეთ, კონკურენტებთან თუნდაც მცირე დროით, მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიოთ. მოერიდეთ ნაჩქარევად ან ემოციების გავლენით მოქმედებას. უახლოეს ხანებში თქვენი მატერიალური მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილდება, თუმცა, შესაძლებელია, თქვენი ამბიციებიც გაიზარდოს.
ფრთხილად მართეთ მანქანა - ჰოროსკოპი თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს გაზრდილი საგზაო შემთხვევების შესახებ აფრთხილებს.
კურო
ყოველთვის ადვილი არ არის იმ ადამიანის ყურადღების მიპყრობა, ვინც გიზიდავთ. დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ თუ არა, რომ ბედი ამ ადამიანს დაუკავშიროთ.
დაოჯახებული კუროებისთვის უახლოეს დღეებში შვილების პრობლემების მოგვარება შეიძლება პრიორიტეტი გახდეს. მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები.
გამოცდილი ადამიანები სამსახურში სირთულეების მოგვარებაში დაგეხმარებიან და ფასეულ რჩევებს მოგცემენ. ეს დღე კოსმოსიდან ენერგიის მიღებასთან ასოცირდება - დღის მეორე ნახევარში ძალისა და კარგი განწყობის მოზღვავებას იგრძნობთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, კვებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. თქვენს ორგანიზმს ახლა ადვილად მოსანელებელი საჭმელი სჭირდება.
ტყუპები
ეს დღე იდეალურია საყვარელ ადამიანთან ერთად გართობისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. გირჩევთ, დღე ერთად გაატაროთ და ერთმანეთის ატმოსფეროთი დატკბეთ. თუნდაც ქათინაურების თქმა არ გიყვარდეთ, ახლა გამონაკლისი უნდა დაუშვათ და ოჯახის წევრები თბილი სიტყვებით გაახაროთ.
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებს ნუ წამოეგებით. თუ საქმეს განახლებული ენერგიით შეუდგებით, ახალი იდეები გაჩნდება, რომლებსაც მენეჯმენტი დადებითად შეაფასებს. განიხილეთ ახალი პროექტის დაწყება.
მომდევნო 24 საათის განმავლობაში სპორტდარბაზში ვარჯიში თქვენს ჯანმრთელობას ძალიან წაადგება.
კირჩხიბი
თქვენი ბუნებრივი ხიბლი შეიძლება სასურველი ადამიანის გულის მოსაგებად საკმარისი არ იყოს. ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება საერთო ენის პოვნასა და ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
ფინანსური საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. უმჯობესია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცდილ პარტნიორთან კონსულტაცია გაიაროთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ სესხის აღება განიხილოთ.
ჯანმრთელობის მხრივ, ეს დღე იუპიტერის დადებითი გავლენის ნიშნით ჩაივლის. კარგი ჯანმრთელობა და შესანიშნავი განწყობა დაწყებული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და გულწრფელად გაიღიმოთ. ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ლომი
პლანეტების განლაგება ურთიერთობებში სიახლეებს გპირდებათ. ეს შეიძლება ორმხრივი ურთიერთობის იმედი, სიყვარული და შესაძლო დაშორების შიში იყოს. თუ მეტ ზრუნვასა და გაგებას გამოიჩენთ, შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდეს. ყურადღება მიაქციეთ შვილების და ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი ბიზნესის დაწყების, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისა და სასამართლო საქმეების მოსაგვარებლად. თუ თქვენი ფინანსური საქმეები ცუდად მიდის, არ ინერვიულოთ - მერკურის და იუპიტერის კავშირი გარდაუვალ მოგებას გპირდებათ.
წარსულზე წუწუნის ნაცვლად, ეცადეთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.
ქალწული
მარტოხელა ქალწულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ოცნების ადამიანს შეხვდნენ. ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება იშვიათი შანსი გამოტოვოთ!
მშვენიერი დღეა პროექტების წინსვლისა და თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობების საჯაროდ დემონსტრირებისთვის. ამ დღეს ლატარიის მსგავს გათამაშებებში მონაწილეობა უაზროა.
გადაღლილობა აუცილებლად შეგახსენებთ თავს, ამიტომ თავს დასვენების უფლება მიეცით.
სასწავლო
გეჩვენებათ, რომ თქვენი ურთიერთობა უიმედო გახდა და მხოლოდ სევდას გგვრით? იქნებ დროა, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ და შემდეგ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ?
საოჯახო საქმეების გუნდურად მოგვარება ოჯახში ატმოსფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. იდეალური დღეა საგანმანათლებლო ღონისძიებებში ან ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად. ეს თქვენი პროფესიული ზრდისთვის ახალ ჰორიზონტებს გახსნის. დღეს შეიძლება კონკურენტის საიდუმლო გაიგოთ, თუმცა საეჭვოა, ეს რამეში დაგეხმაროთ.
შუადღისას მჭრელ საგნებთან და ელექტრო ხელსაწყოებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ - არსებობს მცირე საყოფაცხოვრებო დაზიანებების რისკი.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც სამყაროზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის.
არახელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებთან კამათისა და დაპირისპირებისთვის, რადგან უმნიშვნელო დავა შეიძლება გაჭიანურებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ საქმეს მოგწყვიტოთ და ყურადღება გაგიფანტოთ. გირჩევთ, ტელეფონი გამორთოთ, დაისვენოთ და მთელი ყურადღება საკუთარ ფიქრებზე გაამახვილოთ.
თავი შეიკავეთ დიდი ხარჯებისგან, თორემ შეიძლება საერთოდ უფულოდ დარჩეთ. არახელსაყრელი დღეა სესხის აღებ-მიცემისთვის. თუ დიეტაზე ხართ ან ვარჯიშობთ, დროა შეისვენოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ ნაკლებად პრეტენზიული იყოთ. ძველ მეგობართან ან ყოფილ სიყვარულთან შეხვედრამ შეიძლება წარსული გაგახსენოთ და რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენოთ.
ექსპერიმენტების დრო არ არის - გირჩევთ ტრადიციული და კარგად გამოცდილი მეთოდით იმოქმედოთ. შესაძლებელია, მალე დიდი ხარჯების გაწევა მოგიწიოთ, მაგრამ შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. არახელსაყრელი დღეა სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
დიდი რაოდენობით ტკბილეულის ან სახამებლის შემცველი საკვების მიღებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა გამოიწვიოს. ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ყოვლედღიურ რაციონს გადახედოთ.
თხის რქა
სასურველია, რომ ამ დღეს სხვების რჩევებს ნაკლები უსმინოთ და მთლიანად საკუთარ გამოცდილებას და ინტუიციას დაეყრდნოთ. საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრს ნუ აიღებთ - ოჯახურ საქმეებში თქვენი ოჯახის წევრებიც ჩართულნი უნდა იყვნენ. უმჯობესია, ეს დღე თვითგანვითარებას ან დასვენებას დაუთმოთ.
პროფესიული და კარიერული ზრდა შესაძლებელია, თუმცა, ამის მისაღწევად კოლეგებთან დაკავშირება, სასარგებლო კონტაქტების დამყარება და კლიენტების ბაზის გაფართოება დაგჭირდებათ.
თუ დაღლილობას გრძნობთ, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და დაისვენეთ. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგექმნათ.
მერწყული
დანგრეული ურთიერთობის აღდგენა გსურთ? ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს შეიძლება მალე ინანოთ. პარტნიორთან მომავალზე სერიოზული საუბრისთვის მოემზადეთ და გახსოვდეთ, რომ ერთად წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება.
სამსახურში წარმოქმნილ პრობლემას რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტთ, დასვენებისთვის მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თავი შეიკავოთ ისეთი ნივთების შეძენისგან, რომლებიც არაფერში გჭირდებათ და სავარაუდოდ, არც მომავალში დაგჭირდებათ.
თქვენი დაავადებები უმნიშვნელო და წარმავალია, ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვთ.
თევზები
შეიძლება, რაღაც ისეთი მოვლენა მოხდეს, რომელიც თქვენს გეგმებს მთლიანად შეცვალის. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის მოსაძებნად. შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მოგცემთ.
ამოცანა, რომელიც ადრე გადაულახავად გეჩვენებოდათ, ახლა თქვენს ხელთაა. მერკურის გაზრდილი აქტივობა მოგების შესაძლებლობას გპირდებათ.
ამ დღეს წყლის სიახლოვეს სეირნობა ან აუზზე ცურვა თქვენთვის სასარგებლო იქნება - ბუნებრივ გარემოში ყოფნა შვებას მოგგვრით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან