დღის ჰოროსკოპი

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 კვი. 1 მარტი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღეს ნებისმიერ წინააღმდეგობას მხოლოდ ინტუიციაზე და გარემოებათა სწორ შეფასებაზე დაფუძნებული შეუპოვრობით დაძლევთ. სიყვარულისა და რომანტიკული პაემნებისთვის ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ მშობლებს ან დედმამიშვილებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ — თავად უნდა გადაწყვიტოთ, დაეხმარებით თუ საკუთარი პრობლემების მოგვარებით დაკავდებით. გახსოვდეთ, ძალების გამოფიტვამდე მუშაობას კარგი არაფერი მოჰყვება. დ

როა, ყურადღება ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსების მართვაზე გადაიტანოთ. მიმდინარე ვალდებულებებში გაერკვიეთ და ეცადეთ, გაუმართლებელი ხარჯებს თავი აარიდოთ. წიგნთან ან კომპიუტერთან გვიანობამდე ნუ დარჩებით - ეს ცუდად აისახება თქვენს ნერვებზე და მხედველობაზე.

კურო

ამ დღეს ახალი ნაცნობობისგან თავის შეკავება ჯობს, სასურველია სასიყვარულო თავგადასავლებსაც მოერიდოთ, რადგან შესაძლოა გულნატკენი დარჩეთ. მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობა შესაძლოა, არასასურველი შედეგით დასრულდეს.

მატერიალურ საკითხებში კეთილგონიერება გამოიჩინეთ და მსხვილ ხარჯებს მოერიდეთ — არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში თქვენი ფინანსური სტაბილურობა შეირყეს. დღეს საკუთარ სნეულებებზე ნუ ისაუბრებთ და საერთოდ, ამ საკითხს რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. გახსოვდეთ, რომ ფიქრებს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ტყუპები

დღევანდელი დღე გრძნობების განახლებისა და ნდობის განმტკიცებისთვის ხელსაყრელია. ნუ შეგეშინდებათ იმის თქმა, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ და პარტნიორსაც ყურადღებით მოუსმინეთ. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ. ასევე ალტერნატიული აზრები გაითვალისწინეთ, რომლებიც თქვენს შეხედულებებს არ ემთხვევა.

ამ დღეებში მოერიდეთ კამათს დირექტორთან ან კოლეგებთან და ყურადღება იმ საქმეებზე გადაიტანეთ, რომლებიც სწრაფ შედეგს გპირდებათ. ამოცანები, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, სამომავლოდ გადადეთ.

სატურნიდან და მარსიდან მომავალმა ნეგატიურმა ენერგიამ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ცხიმიან, მწარე, მლაშე ან შებოლილ კერძებს მოერიდეთ.

კირჩხიბი

თუ ვინმე გიყვართ, გარშემომყოფებს ნუ უსმენთ და საკუთარ გულს მიენდეთ. შესაძლოა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის მცირე გაუგებრობამ იჩინოს თავი. ეცადეთ, პრობლემებზე გულახდილად ისაუბროთ და წყენა გულში არ დააგროვოთ.

დღეს შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად არ დახარჯოთ — სჯობს, ინვესტირებაზე იფიქროთ ან თანხა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის გადადოთ.

კოსმოსური ენერგიების წყალობით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში, თქვენი განწყობა გაუმჯობესდება. ეს დაბრკოლებების გადალახვასა და მიზნისკენ მიმავალი გზის დანახვაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ დიდი ხანია ვინმეს ხვდებით, მალე შეიძლება თქვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიდეს და ერთად ცხოვრება დაიწყოთ. დაოჯახებულ ლომებს ვურჩევთ, მეუღლესთან ურთიერთობაში მცირე პაუზა აიღონ და ურთიერთობა ახალი ვნებითა და ენერგიით განაახლონ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ისეთი ამბის გაგება, რომელიც პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს.

აუცილებელი საქმეების სიაში ცვლილებების შეტანა რთულია, მაგრამ თუ სწრაფად იმოქმედებთ, გამოსავალს იპოვით. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ. დღეს ნებისმიერი ფიზიკური შრომა სიამოვნებას მოგანიჭებთ, ინტუიცია კი პირად ცხოვრებაში შეცდომებისგან დაგიცავთ.

ქალწული

გრძნობთ, რომ მეგობრული გრძნობები სასიყვარულო ვნებაში გადაიზარდა. ეცადეთ, თავგზა არ დაკარგოთ, რომ დაშვებული შეცდომების გამო სინანული არ მოგიწიოთ. პრობლემები თავისით არ მოგვარდება - საოჯახო საქმეები თქვენს ჩართულობას მოითხოვს. საქმიანი დღიურის წარმოება თვითდისციპლინას აგიმაღლებთ.

მატერიალური თვალსაზრისით წარმატებული დღეა, რაზეც მერკურისა და იუპიტერის განლაგება მიანიშნებს. თქვენი ზოგი ძველი წამოწყება შემოსავალს გვიან, მაგრამ აუცილებლად მოიტანს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — შესაძლოა კუჭის პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ კვების მენიუ ფრთხილად შეადგინეთ.

სასწორი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ქარიზმა და ბუნებრივი მომხიბვლელობა გამოავლინოთ. უახლოეს მომავალში წვეულებაზე დაგპატიჟებენ, რაც ზოგი თქვენგანისთვის მორიგი რომანის დასაწყისი გახდება.

სამწუხაროდ, პროექტი, რომელზეც ახლა მუშაობთ, უპერსპექტივო აღმოჩნდება. საქმიან ადამიანებს უახლოეს ხანში სერიოზულ სირთულეებთან გამკლავება მოუწევთ. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემების მიზეზი ის ადამიანი გახდეს, რომელსაც პარტნიორად ან მეგობრად მიიჩნევდით. ახალი ნაცნობობის ნუ შეგეშინდებათ — ის თქვენს ცხოვრებაში პოზიტივს შემოიტანს და დადებითი ენერგიით აგავსებთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს ვურჩევთ, რომ სასურველი ადამიანის გასაცნობად უფრო გაბედულად იმოქმედონ. ოჯახის წევრებთან საუბრისას ემოციები მოთოკეთ — თქვენს უხეშობას და აგრესიას საპასუხო აგრესია მოჰყვება, რაც ვითარებას უფრო დაამძიმებს.

ვარსკვლავები გირჩევენ, მოკრძალება გამოიჩინოთ და კოლეგებთან საკუთარი წარმატებებით არ იტრაბახოთ. ასევე სასურველია, ხელმძღვანელობის ყურადღება ზედმეტად არ მიიპყროთ. ფინანსური საქმიანობის მიმართულებით სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ყურადღებით გამოიჩინეთ საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართ. მოერიდეთ გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვასა და მეტი ყურადღება დაუთმეთ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშს.

მშვილდოსანი

შანსი გაქვთ, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე წყნარ და მყუდრო ადგილას განმარტოვდეთ.

შესაძლოა, სამსახურში თქვენი კრეატიული იდეები ენთუზიაზმით მიიღონ. გაუზიარეთ საკუთარი ფიქრები კოლეგებს და გაოცდებით, იმდენად დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, ფიზიკური და ემოციური მდგომარეობაც საუკეთესოა. შეგიძლიათ ნებისმიერი ამოცანა დაძლიოთ და წარმატებას მიაღწიოთ.

გაზაფხული მოვიდა. დროა, იმიჯის შეცვლაზე იზრუნოთ.

თხის რქა

სასიყვარულო საქმეებში სენტიმენტების ადგილი არ არის — საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლოთ! პროფესიული თვალსაზრისით შესანიშნავი დღეა. თქვენი ენთუზიაზმი და მომხიბვლელობა უფროსობისგან მხარდაჭერასა და საჭირო დაფინანსებას მოიპოვებს.

პირადი დაინტერესების წყალობით, მოგებიან ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებს გააფორმებთ. ფინანსურ საკითხებში მხოლოდ საკუთარ ალღოს მიენდეთ, მეგობრებისა და ახლობლების რჩევები კი ახლა სჯობს დაივიწყოთ. მოერიდეთ თვითმკურნალობას — თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

მერწყული

თუ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, მიზეზი შესაძლოა თქვენი გადაჭარბებული ამბიციები იყოს. ყურადღება მიაქციეთ შვილების ემოციურ საჭიროებებს - ეს თქვენდამი ნდობას განამტკიცებს. საჯარო მოხელეებს შანსი ექნებათ, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი, გულმოდგინება და სიმტკიცე გამოავლინონ.

მეგობრებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ჰარმონიული გახდება. სხვისი იმედი ნუ გექნებათ, ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად გაბედული ნაბიჯები თავად გადადგით. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვურჩევთ, ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობას მოერიდონ, რადგან ამან შესაძლოა ჯანმრთელობა შეგირყიოთ.

თევზები

ამ დღეს პოზიტიური ემოციებით იქნებით გარემოცული. გირჩევთ, ეს სიხარული ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.

თუ შესაძლებელია, დღეისთვის დაგეგმილი საქმიანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. სატურნის გავლენა მკვეთრად გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი პარტნიორები დიალოგისთვის განწყობილნი არ იქნებიან.

ფულადი პრიზის ან მომგებიანი შენაძენის სახით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არსებობს. ყურადღება შვილებზე გადაიტანეთ — მათ ახლა თქვენი დახმარება სჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge