16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20:35 ოთხ. 15 აპრილი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პარტნიორს თავდაჭერილობის გამო ნუ უსაყვედურებთ! თუკი ადამიანი თავის გრძნობებს საჯაროდ არ ამზეურებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძნობა არ გააჩნია. თუ ამ დღეს ნათესავებს ან მეგობრებს ესტუმრებით, შეიძლება იქ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს ყველა წამოწყებაში წარმატება ელით.
ამ დღეს თავში ახალი და საინტერესო იდეები მოგივათ! გარემოებები თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა კარიერულ წინსვლას და ფინანსური კეთილდღეობის ზრდას ხელს უწყობს. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის და ამას მინიმუმ ნახევარი საათი დაუთმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჰიპოდინამიის არასასურველმა სიმპტომებმა თავი იჩინონ.
კურო
თუ მარტოხელა ხართ, უახლოეს ხანებში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდება. გირჩევთ, ეს დღე ოჯახში ურთიერთობების განმტკიცებას დაუთმოთ. ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობა და სიყვარული ურთიერთობებში ჰარმონიასა და სიყვარულს გააძლიერებს.
საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას ზედმეტი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ნუ ეცდებით, რადგან ამან შესაძლოა თქვენი საქმის წარმატებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა სოციალური ღონისძიებებისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. დიდია ალბათობა, რომ სწორედ დღეს რომელიმე საყოფაცხოვრებო პრობლემა მოაგვაროთ. სამსახურში წარმატება და აღიარება გელით, თუმცა მატერიალურ წახალისებასთან დაკავშირებით ჯერ დაცდა მოგიწევთ.
ფულს და ძვირფასეულობას ყურადღება მიაქციეთ, თორემ შეიძლება დაკარგოთ. პარტნიორების საეჭვო გარიგებებს ნუ დათანხმდებით. ამ დღეს სახლში თუ სამსახურში გადაღლა თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება.
კირჩხიბი
პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელი ახალ თანამდებობას დაგპირდეთ, თუმცა, ამ შეთავაზების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება გაგიჭირდებათ.
პირად ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმავალ გატაცებას ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. იმუშავეთ ხარჯების შემცირებაზე — ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს დამატებითი შემოსავლის ძებნა დასჭირდება.
საღამოს მშვიდი დასვენება წიგნთან ერთად, თქვენს ორგანიზმს საჭირო ენერგიით აავსებს.
ლომი
მარტოხელების პირად ცხოვრებაში გამორიცხული არ არის სასიამოვნო სიახლეები. სავარაუდოდ, პაემანზე დაგპატიჟებთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია თქვენზე ფიქრობს. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს კი რემონტთან ან საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებული საზრუნავი ელით.
კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისთვის. ორატორული ნიჭი დაგეხმარებათ, რომ ადამიანები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ. შეგიძლიათ, მეგობრების მორალური და ფინანსური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია მატერიალურად არასტაბილური პერიოდი, რაც იძულებით ხარჯებს, გაზრდილ გადასახადებს ან ხელფასის დაგვიანებას უკავშირდება.
ნუ ეცდებით ტკივილების აბებით გაყუჩებას, უმჯობესია შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ექიმმა დაადგინოს.
ქალწული
ამ დღეს ძველი პრობლემის მოგვარებას ან ძველი შეცდომის გამოსწორებას შეძლებთ. მშვენიერი დღეა სამსახურებრივი საკითხების გადაჭრისა და ნათესავების მონახულებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფრით დაინტერესდეთ, რაც თქვენ გარშემო ხდება და შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გაიგოთ.
სავარაუდოდ, გუნდური მუშაობა სასურველი შედეგით გაგახარებთ. ამ დღეს აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და იმაზე ფიქრი თუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რა მიზნების მიღწევა გსურთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. სასურველია სპორტულ დარბაზში ან ფიტნეს ცენტრში ჩაეწეროთ.
სასწორი
მიზნის მისაღწევად შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ. მთავარია, უარყოფით ემოციებს გასაქანი არ მისცეთ! სამსახურში რთული პროექტის დასრულება და კოლეგების დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. იუპიტერმა შეიძლება თქვენს პროფესიულ და ოჯახურ მოვალეობებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.
ამ დღეს აჩქარება არ ღირს. უბრალოდ სამყაროსთან ჰარმონიაში იყავით და შეიგრძენით, ნამდვილი ცხოვრება რა არის. თუ შემთხვევით სხვისი საიდუმლო გაიგეთ, ეცადეთ, დაივიწყოთ, რადგან ამის ცოდნა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
მორიელი
პარტნიორისთვის გულის გადაშლისა და გრძნობების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ. გულწრფელობა და პატიოსნება ჰარმონიული ურთიერთობის გასაღებია. ეცადეთ, თქვენს ხანდაზმულ ნათესავებს მეტი ყურადღება მიაქციოთ — სავარაუდოდ, პრობლემის მოგვარებაში თქვენი დახმარება სჭირდებათ და გამხელა ერიდებათ.
კოლეგებთან ურთიერთობა საუკეთესოდ ეწყობა. შეეცადეთ, ეს თქვენი მიზნებისთვის გამოიყენოთ. თუ შესაძლებელია, მომდევნო ოცდაოთხი საათი პასიურად გაატარეთ და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.
მშვილდოსანი
იქნებ დადგა დრო, რომ მეორე ნახევართან მტკივნეული საკითხები განიხილოთ და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ. ამ დღეს რთულ პროექტებსა და საპასუხისმგებლო საქმეებს ნუ შეეჭიდებით — დაღლილობისა და დაბნეულობის გამო მათი დაძლევა გაგიჭირდებათ.
ამ დღეს თქვენში წინააღმდეგობის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ საკითხზე კამათობთ და საკუთარი პოზიციის დაცვას მაშინაც ცდილობთ, როცა არავინ გეკამათებათ. ფრთხილად იყავით — ამან შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ ან ურთიერთობები დააზიანოს.
შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.
თხის რქა
ამ დღეს მოგეცემათ შანსი, რომ საყვარელი ადამიანი გააბედნიეროთ. სული სიყვარულსა და მხიარულებას ითხოვს, თუმცა ცხოვრება გაიძულებთ, საოჯახო პრობლემები მოაგვაროთ.
სამსახურებრივი აქტივობის პერიოდი იწყება, რის შემდეგადაც ბევრი ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებას შეძლებს. სამსახურში ნუ ეცდებით, რომ ყველას საკეთებელი თქვენ აკეთოთ. გახსოვდეთ, რომ გუნდური მუშაობა ყოველთვის უფრო შედეგიანია, ვიდრე ერთი ადამიანის ძალისხმევა.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტით დაკავდეთ, ოღონდ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის გარეშე. ვარჯიშის სირთულე ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაზარდეთ.
მერწყული
თუ თქვენი გული თავისუფალია, სახლში ყოფნის ნაცვლად, ჯობია გაისეირნოთ ან წვეულებაზე წახვიდეთ. ხალხმრავალ ადგილებში მეორე ნახევრის პოვნის შანსი ბევრად მეტია, ვიდრე ოთხ კედელში ჯდომის დროს. დაოჯახებულ მერწყულს პარტნიორის ნაკლოვანებებთან შეგუება მოუწევს. გახსოვდეთ, რომ უნაკლო არც თავად ხართ.
ეს დღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით სავსეა, რაც სამსახურში თქვენს პოზიციებს განამტკიცებს. ყველაფერში გაგიმართლებთ, რაც ფულს ეხება — შეგიძლიათ ხელშეკრულებები გააფორმოთ და ამბიციური გეგმები დაისახოთ. მოერიდეთ გადაღლას და დაძაბულობას, რამაც შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ და ჯანმრთელობა გაგიუარესოთ.
თევზები
წინააღმდეგობრივი დღეა. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ნაჩქარევ დასკვნებს მოერიდოთ! გამორიცხული არ არის, ახალი ნაცნობები დასაქმებაში დაგეხმარონ, თუმცა სჯობს, მაინც საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
დღეს კონკურენტებისგან მათი კომერციული საიდუმლოებების გაგებას შეძლებთ, ოღონდ საპასუხო გულახდილობას და საკუთარი საიდუმლოების გაცემას ნუ იჩქარებთ. თუ საკუთარ გამოცდილებას და მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ დაძლიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან