დღის ჰოროსკოპი

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:41 კვი. 12 აპრილი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მარტოხელა ვერძებისთვის სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად შესანიშნავი დროა. შესაძლოა რომანი იმ ადამიანთან გააჩაღოთ, ვისთანაც ადრე ურთიერთობა არ აგეწყოთ.

მომდევნო დღეების განმავლობაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თუ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენთ, ხელმძღვანელობა აუცილებლად დაგაფასებთ — შესაძლოა ახალი თანამდებობაც კი შემოგთავაზონ. ცოტა ხნით დაივიწყეთ ფინანსური პრობლემები და ისინიც „დაგვიწყებენ“. სიფრთხილე გამოიჩინეთ - ახლა არახელსაყრელი დროა ვალის აღების, მიცემის ან მსხვილი შენაძენებისთვის.

კურო

ნურავის მისცემთ თქვენი განსჯის და თქვენზე ზემოქმედების უფლებას. გჯეროდეთ საკუთარი ძალების და ყველაფერს მიაღწევთ. ამ დღეს ფინანსებთან სიფრთხილე გმართებთ — მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საოჯახო ბიუჯეტი საფუძვლიანად გააანალიზოთ და ხარჯვის პრინციპებს გადახედოთ.

დღის მეორე ნახევარში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. დღის ბოლოს შესაძლოა ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ — ასეთ დროს სუნთქვითი ვარჯიშები საუკეთესო გამოსავალია.

ტყუპები

იდეალური დღეა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და ურთიერთობისთვის, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად - სრულიად შეუფერებელი. ნუ აჩქარდებით, დღეს მთავარია დროის სწორად განაწილება და თანმიმდევრული მოქმედება.

დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მეზობლებთან კამათი მოგივიდეთ. თუ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, შესაძლოა, კარიერულ კიბეზე ერთი საფეხურით აიწიოთ. ფინანსური მდგომარეობა არ გაკმაყოფილებთ? მაშინ დროა, დამატებითი შემოსავლის წყაროზე დაფიქრდეთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მალე თქვენი გონებრივი აქტივობა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი საგრძნობლად გაიზრდება.

კირჩხიბი

ამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება — შესაძლოა, დიდი ხნის სურვილი აგიხდეთ ან დასახულ მიზანს მიაღწიოთ. საყვარელი ადამიანის მხრიდან გადამეტებულმა მზრუნველობამ შესაძლოა ძალიან გაგაღიზიანოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ სიყვარული ხანდახან ასე უცნაურადაც ვლინდება. კავშირები, რომლებსაც დღეს დაამყარებთ, მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ.

მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ. მერკურის გავლენა სუსტია, ამიტომ ფინანსური მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დანაკარგს მალე აინაზღაურებთ. თუ ზედიზედ რამდენიმე დღე თავს შეუძლოდ იგრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

ლომი

სასიყვარულო ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენის ნუ შეგეშინდებათ და ღიად თქვით ის, რაც გსურთ. თუ გეჩვენებათ, რომ გრძნობები განელდა, ნუ იდარდებთ, მიეცით დროს საშუალება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, მანამდე კი საყვარელი საქმიანობით დაკავდით.

სამსახურში ნაყოფიერი პერიოდია — ბევრ დავალებას წარმატებით შეასრულებთ და სასარგებლო კავშირებსაც დაამყარებთ. დროა, გააცნობიეროთ, რომ ეკონომიკური კრიზისები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ნეგატიური შედეგების შესამცირებლად იმოქმედეთ.

ნაშუადღევს მცირე გასეირნება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ქალწული

ყველაფერი იღონეთ, რომ საყვარელმა ადამიანმა მძაფრი შეგრძნებების ძებნა სხვაგან არ დაიწყოს. სამსახურში ძალისმიერი პოზიციიდან ნუ იმოქმედებთ — სირბილე და დიპლომატიური თვისებები სასურველ შედეგამდე უფრო სწრაფად მიგიყვანთ. პლანეტები გირჩევენ, საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ — ჯერ მოვალეობები შეასრულეთ და მერე დაისვენეთ. გახსოვდეთ, რომ ემოციების აყოლამ შეიძლება ფინანსური ზარალი მოგიტანოთ.

ბუნებასთან კავშირი საოცრებებს ახდენს! ვარსკვლავები გირჩევენ სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნოთ და ნახავთ, განწყობა როგორ გაუმჯობესდება.

სასწორი

ბედის მოულოდნელი შემობრუნება თქვენს პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის. გამოიჩინეთ სიფრთხილე და საეჭვო წინადადებებს ნუ დათანხმდებით — დღეს თაღლითობისა და ქურდობის რისკი საკმაოდ მაღალია. ფულს ნუ გაფლანგავთ —ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე თქვენი შესაძლებლობები კარგად აწონ-დაწონეთ.

ამ დღეს ძალიან ნუ გადაიღლებით. უმჯობესია ვარჯიშზე უარი თქვათ და ძალების აღსადგენად დღე პასიურად გაატაროთ.

მორიელი

დროა ერთმანეთის მოსმენა ისწავლოთ. თუ პარტნიორზე ჭკვიანი ხართ, ურთიერთობის დალაგება თქვენ მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, პრეტენზიები შეამციროთ და უფრო დამთმობი გახდეთ.

პასუხისმგებლობების აღებასა და დაპირებების გაცემას მოერიდეთ. შესაძლოა თქვენზე გავრცელებული ჭორების გამო კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბოს. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია დაბრკოლებები, ამიტომ ყურადღება პროფესიულ განვითარებაზე უნდა გადაიტანოთ. იდეალური დღეა ახალი ცოდნის მიღების ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულებისთვის.

სტრესის ფონზე შესაძლოა, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას.

მშვილდოსანი

ცოდნის მიღების, ენერგიების ტრანსფორმაციისა და სულიერი განწმენდის დღეა. მოერიდეთ გაუმართლებელ რისკს და ცდუნებებს, რომლებიც პრობლემებს შეგიქმნით. ოჯახის წევრების სურვილების გამო მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.

სამსახურში საქმეს თავს ბრწყინვალედ გაართმევთ, თუმცა ეცადეთ კოლეგების მიმართ მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ. გარშემო მყოფები რჩევისთვის მოგმართავენ, რადგან ინტუიციურად გრძნობენ, რომ პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ.

მეგობრის მოწოდებული ინფორმაცია ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეუძლებელი არაფერია, თუმცა ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რომლისაც არაფერი გაგებებათ.

თხის რქა

მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით, რომელიც შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თქვენი ამოცანაა, მოვლენები არ დააჩქაროთ და მოთმინება გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარი საჩუქრით ან სიურპრიზით გაგახარებთ. კარგი იქნება, თუ საზოგადოებაში უფრო ხშირად გამოჩნდებით. იყავით სხვებისთვის მაგალითი, მაგრამ საკუთარ აზრს თავზე ნუ მოახვევთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ დღის რეჟიმსა და კვებას გადახედოთ და შეიტანოთ ცვლილებები, რომლებიც მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მერწყული

რომანტიკულმა ნაცნობობამ შესაძლოა ისეთი ვნება გააღვიძოს, რომელიც საბოლოოდ, ორივეს ზიანს მოგიტანთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანები სიურპრიზებით გაანებივროთ. დილით მიღებულ შეტყობინებებს გულთან ნუ მიიტანთ, ისინი არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯები გამოგიჩნდეთ, თუმცა ოჯახის წევრები სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხარებიან.

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მითითებების ზუსტად შესრულება, რათა ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაჰბარდეს.

თევზები

დილა სასიამოვნო სიახლეებით დაიწყება, თუმცა ენერგეტიკულად პასიური დღეა, ამიტომ ოფიციალური შეხვედრები სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. დღის განმავლობაში ემოციურ სფეროს მეტი ყურადღება მიაქციეთ — გულწრფელი საუბარი ახლობელთან გაუგებრობების განმუხტვაში დაგეხმარებათ. თუ შემოსავალი აღარ გყოფნით, გირჩევთ სამსახურის შეცვლაზე ან შემოსავლის დამატებით წყაროზე იფიქროთ.

მეგობრებთან საუბრები ახალი წამოწყებებისთვის საინტერესო იდეებს გაგიჩენთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge