დღის ჰოროსკოპი

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 შაბ. 11 აპრილი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სიფხიზლე გამოიჩინეთ — გამორიცხული არ არის, რომ თქვენი პირადი ცხოვრება საყოველთაო განხილვის თემად იქცეს. სამაგიეროდ, ოჯახური ურთიერთობები უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება!

საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა რაც უფრო ხშირად გექნებათ, მით უფრო მეტის გაკეთებასა შეძლებთ. შესაძლოა, ბოლო დროს დადებულმა ხელშეკრულებებმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მოგიტანოთ.

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მალე შინაგან დისკომფორტს, სისუსტეს, უძილობას და ნერვულ აშლილობას საბოლოოდ დაივიწყებთ.

კურო

თქვენი ენერგია გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავს, რაც ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ოჯახური საქმეები თქვენს მონაწილეობას მოითხოვს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა ან გადადება მოგიწიოთ. მოსალოდნელია შორეული ნათესავების სტუმრობა.

პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. თუნდაც ბრალი უსამართლოდ დაგდონ, მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინეთ, რათა პროფესიული იმიჯი შეინარჩუნოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწრაფი გამდიდრების გზამ, რომელსაც დღეს შემოგთავაზებენ, სიკეთე მოგიტანოთ — პირიქით, შეიძლება ფული დაკარგოთ.

ტყუპები

დადგა დრო, ოცნების კოშკებსა და რეალობას შორის არჩევანი გააკეთოთ და გადაწყვიტოთ ცხოვრებისგან რა გსურთ! ბოლოს და ბოლოს, მოგეცემათ შანსი, რომ ურთიერთობებით დატკბეთ.

სამსახურში შექმნილი სიტუაცია სრულ თავდადებას მოითხოვს, თუმცა თქვენი ძალისხმევა ჯეროვნად დაფასდება. მოიშორეთ ნივთები, რომლებიც უსიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. გაათავისუფლეთ ადგილი ახალი მიღწევებისა და შესაძლებლობებისთვის.

დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და უყურადღებოდ უმნიშვნელო სიმპტომებსაც კი ნუ დატოვებთ. თუ რამე გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თვალები დროულად გაახილოთ და გარშემო მიმდინარე მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, სანამ ოპონენტების კრიტიკა თავს დაგატყდათ. თქვენს ოჯახს გარკვეული სირთულეები შეექმნება, მაგრამ ნუ ინერვიულებთ — ყველაფერს თავს გაართმევთ.

ამ დღეს ურთიერთგაგება და მოთმინება თქვენი საუკეთესო მოკავშირეები გახდებიან. დღის მეორე ნახევარი შეგიძლიათ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ - მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ხელსაყრელი დროა ფინანსური ხელშეკრულებებისა და გარიგებებისთვის. ეს დღე მთვარის დადებითი ენერგიის ძლიერი გავლენის ქვეშაა, ამიტომ წყლის პროცედურებს განსაკუთრებულად გამაჯანსაღებელი გავლენა ექნება.

ლომი

მოახლოებული მოგზაურობა თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს საინტერესო ნაცნობობას ჰპირდება. ამ დღეს შესაძლებელია უთანხმოება უფროს ნათესავებთან — ეცადეთ, ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოთ და გული არავის ატკინოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ, შექმნილ სიტუაციაში მეგობრების რჩევები ნაკლებად დაგეხმარებათ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ — თქვენს ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას არაფერი ემუქრება.

გამომუშავებული ფინანსების თაობაზე პარტნიორებთან დიდი დავა გელით, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ ზარალამდე მიგიყვანოთ. თუ ზედმეტ წონას ებრძვით, გირჩევთ მეტი ისეირნოთ და სწორად იკვებოთ.

ქალწული

თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელსაც თქვენ მიმართ გრძნობა გაუჩნდა, მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავს. თუ სიყვარული უკვე ნაპოვნი გაქვთ, ამ ადამიანს მოერიდეთ, თორემ პრობლემებს შეგიქმნით.

წარმატებული დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. გადაწყვეტილების ცხელ გულზე მიღებას მოერიდეთ. დადგენილ წესებს ნუ დაარღვევთ, რომ გარშემომყოფთა რისხვა არ გამოიწვიოთ. მოსალოდნელია საქმიანობის სფეროს შეცვლა ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

საღამოს შესაძლოა რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს საქმეებზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ფიზიკური ვარჯიში დაიწყოთ.

სასწორი

ფარულ თამაშებს მოერიდეთ — გრძნობების გამოხატვისას მეტი გულწრფელობა გმართებთ. მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი იდუმალებითა და მიზიდულობის ძალით მოგხიბლავთ. ახლობლებთან ურთიერთობისას მაქსიმალური თავშეკავება და ყურადღება გმართებთ.

მიზნისკენ ნელა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით ივლით. სამსახურებრივი წინსვლისა და კარიერის თვალსაზრისით, პერსპექტიული დღეა — ხელმძღვანელობას თქვენი საქმიანობა მოსწონს, კოლეგები კი თქვენს აზრს ანგარიშს უწევენ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. მოსალოდნელია მოგება, ვალის დაბრუნება ან სარფიანი შენაძენი.

მოერიდეთ ორპირ ქარს და ფეხები თბილად გქონდეთ —გაციებამ ახლა შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

მორიელი

ისწავლეთ საყვარელი ადამიანის ისეთად მიღება, როგორიც სინამდვილეშია და არა ისეთის, როგორიც თქვენს ფანტაზიებშია. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ის თქვენ მიმართ უკეთ მოპყრობას. პარტნიორს საყოფაცხოვრებო პრობლემებით ნუ დატვირთავთ, ახლა ორივეს ერთმანეთის რწმენა, მზრუნველობა და სინაზე გჭირდებათ.

თუ სამსახურის შეცვლას არ აპირებთ, უფროსისთვის ულტიმატუმების წაყენებას მოერიდეთ. გამახვილებული ინტუიციის წყალობით ამ დღეს ნებისმიერი ფინანსური საკითხის მოგვარებას შეძლებთ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მიხვდება, როგორ გაზარდოს შემოსავლები ან სწორად განკარგოს არსებული სახსრები.

თუ გულის ან თავის არეში ტკივილი იგრძენით, თვითმკურნალობას მოერიდეთ და ექიმს მიმართეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიყვარული დასრულდა, თუმცა ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ! კარგი დღეა ახალი ნაცნობობისა და გუნდური მუშაობისთვის. სრულიად შესაძლებელია, რომ ლიდერის როლი მოირგოთ და ყურადღების ცენტრში მოექცეთ! ვარსკვლავები გირჩევენ, კომფორტის ზონიდან დროდადრო გამოხვიდეთ და ძალები ახალ საქმეებში მოსინჯოთ.

ფინანსური არასტაბილურობა შეიძლება ნერვიულობისა და დეპრესიის მიზეზი გახდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრების მატერიალურ მხარეზე ნაკლები იფიქროთ და მომავალს იმედით შეხედოთ.

პირად ჰიგიენას ნუ დაივიწყებთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს ქუჩაში სწრაფი კვების პროდუქტებს ნუ შეიძენთ.

თხის რქა

სასიყვარულო საქმეებში იღბლის იმედად ნუ იქნებით — საკუთარი ბედნიერებისთვის თავად უნდა იბრძოლოთ. ახალი ნაცნობობა და საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა ძალიან გაგახარებთ, მაგრამ ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ პრეტენზიები შეამციროთ, უფრო დამთმობი გახდეთ და წყენა გულში არ ჩაიდოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და საკუთარ თავზე გაზრდილ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.

პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია შეფერხება ან მცირე შეცდომები, ამიტომ ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ოჯახი და შემოსავლები თქვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

მერწყული

სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა უსიამოვნება და კონფლიქტი წარმოიშვას. თუ არსებული კავშირების შენარჩუნება გსურთ, ურთიერთობების გარჩევისგან თავი შეიკავეთ. ოჯახის წევრებს ცოტა ხნით საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა სჭირდებათ, თუმცა მეორე ნახევარს დიდხანს ნუ დაშორდებით — შესაძლოა, მიზიდულობა შესუსტდეს.

სამსახურში მოსალოდნელია სირთულეები — ინტრიგები, დასმენები და პიროვნული შეურაცხყოფაც კი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაა. დღევანდელი დღე წარმატებას ჰპირდება ყველას, ვისაც ფულის გამომუშავება სურს და იცის, ეს როგორ გააკეთოს. ინიციატივა გამოიჩინეთ და ბედი გაგიღიმებთ.

ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან - ინტოქსიკაცია გამორიცხული არ არის. მეტი დრო დაუთმეთ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

თევზები

კარგი იქნება, თუ საკუთარ პრობლემებს ოჯახის წევრებს გაუზიარებთ, მნიშვნელოვან თემებს განიხილავთ და სამომავლო გეგმებს დასახავთ — ამ დღეს თქვენს იდეებს ოჯახის წევრების მხარდაჭერა ელით. ხელსაყრელი დროა პროფესიის შესაცვლელად — დაფიქრდით, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. ნუ შეგაშინებთ სირთულეები, რომლებიც შესაძლოა გზად შეგხვდეთ. ერთადერთი, რაც ახლა ხელს გიშლით მერყეობა და გაუბედაობაა.

ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდით - ნამდვილად გჭირდებათ მისი ყიდვა? თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინონ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge