დღის ჰოროსკოპი

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:18 სამ. 14 აპრილი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე მშვიდად, ემოციური რყევების გარეშე ჩაივლის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა საქმე გვერდით გადადოთ და დაგროვილ საოჯახო პრობლემებზე იზრუნოთ.

მათთვის, ვისი საქმიანობაც ფულთანაა დაკავშირებული, რთული პერიოდი იწყება. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას — ვიღაც თქვენს მოტყუებას ან თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი ნიშნის ზოგ წარმომადგენელს შუადღის შემდეგ ძალები მოულოდნელად გამოელევა, ამიტომ ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ.

კურო

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიური მოვალეობები გადაინაწილეთ ან სამუშაო გრაფიკი შეადგინეთ. სასიამოვნო დღეა ხელმძღვანელთან და კოლეგებთან ურთიერთობის, სამთავრობო დაწესებულებებში ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებში სტუმრობისთვის. თუ ამ დღეს ხელშეკრულების დადება გიწევთ, ხელი არ მოაწეროთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენთვის გარიგების ყველა პირობა გასაგებია.

თქვენი ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა შესანიშნავ მდგომარეობაშია. შეგიძლიათ ნებისმიერი ამოცანა იტვირთოთ და მნიშვნელოვან ადამიანებს შეხვდეთ.

ტყუპები

მიუხედავად მოვლენებით დატვირთული დღისა, დრო რომანტიკული ურთიერთობებისთვისაც დაგრჩებათ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი სტუმრად მიგიწვევთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს დაპირისპირება არ დაუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შერიგება მალე არ მოხდება. ე

ს დღე სამსახურში ფინანსურ ბონუსს და სხვა სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ამის მიუხედავად, ახალი პროექტების სხვა დროისთვის გადადება მოგიწევთ. ეცადეთ ეს დღე პასიურად გაატაროთ — არსებობს მყესის დაჭიმულობის ან მსგავსი ტრავმების ალბათობა.

კირჩხიბი

ზაფხულის დადგომამდე ეცადეთ, იმიჯი შეიცვალოთ და გარეგნობა მოიწესრიგოთ. უახლოეს მომავალში მეუღლესთან თქვენს ურთიერთობას გამოცდა ელის.

პასუხისმგებლობის თანდაყოლილი გრძნობა და სიტუაციის ანალიზის უნარი სამსახურში წარმატებას მოგიტანთ და ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აგიმაღლებთ. ფრთხილად იყავით საბუთებთან მუშაობისას. მატერიალური თვალსაზრისით მცირე, მაგრამ სტაბილური ზრდა შენარჩუნდება. ამ პერიოდის დევიზი ზომიერება უნდა გახდეს. სიყვარულის პლანეტა ვენერა ადამიანებს ცდუნებებისკენ უბიძგებს. ზოგჯერ შეიძლება თავს ამის უფლება მისცეთ, თუმცა ზომიერების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ.

ლომი

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დროა. სასურველია, ხანმოკლე შვებულება აიღოთ და სამოგზაუროდ გაემგზავროთ. თუ ახლობლებთან და ხელმოკლე ადამიანებთან ხელგაშლილობას გამოიჩენთ, იღბალი თქვენ მიმართ გულუხვი იქნება.

შესაფერისი დღეა სიახლეების შესწავლის, საქმიანი შეხვედრებისა და შენაძენებისთვის. ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ, ახალ იდეებს და დამატებით შესაძლებლობებს დაგანახვებენ. დადგა დრო, გარშემომყოფებს აჩვენოთ, რომ მეტი შეგიძლიათ! ფულს თავდაჯერებული ადამიანები უყვარს.

შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ, ამიტომ შესაბამისი ზომები მიიღეთ და პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაიტარეთ.

ქალწული

საიდუმლო თაყვანისმცემელი თვალს არ გაცილებთ! თუ თქვენი გული თავისუფალია, მაშინ წინ სასიყვარულო რომანი გელით. ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ურთიერთგაგების ნაკლებობა თქვენს კოლექტიურ საქმიანობას ხელს შეუშლის, სამაგიეროდ, საჭირო ადამიანების მოზიდვის უნარი ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ.

ამ დღეს თქვენი ქმედებები კარგად გააზრებული და ბუნებრივი უნდა იყოს. ახალ პროექტებში ჩადებული დრო და ძალისხმევა აუცილებლად გაამართლებს. ხელსაყრელი დღეა სილამაზის სალონებში ვიზიტისა და სხვადასხვა შენაძენისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ეჭვები დაივიწყოთ და წინასწარ დასახული სცენარით იმოქმედოთ.

სასწორი

საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ სითამამეს და გადამჭრელ ნაბიჯებს ელის. საკუთარი თავის რწმენა და პარტნიორის პატივისცემა თქვენი წარმატების საწინდარია. ეცადეთ, ახლობლების წრეში ურთიერთგაგების ატმოსფერო შექმნათ. შესაძლოა, სადავო სიტუაციების მოგვარებისას მეტი მოთმინება და დიპლომატია დაგჭირდეთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ნაშრომი ტყუილად არ დაიკარგოს.

ბიზნესმენები მომგებიანი გარიგების დადებას შეძლებთ ფინანსურ საკითხებში სჯობს თავი დაიზღვიოთ, ვიდრე მერე აჩქარების გამო ინანოთ.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მთავარია, რომ ბოსტნეული და ხილის წვენი მიირთვათ და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ.

მორიელი

გირჩევთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ — ასეთ წვრილმანებს ურთიერთობაში ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნა შეუძლია. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ საყვარელი ადამიანი გაახაროთ. უახლოეს მომავალში მეუღლეებს შორის ურთიერთობას გამოცდა ელის. მოსალოდნელია უმიზეზო წყენა და გაუგებრობები.

დროა შეურიგდეთ კოლეგებს, რომლებთანაც ნაჩხუბარი ხართ. თუ სოციუმში ურთიერთობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ კარიერულ წინსვლაზე ფიქრი დაივიწყოთ.

მეწარმეები მიიღებენ შანსს, რომ მომგებიანი გარიგების დადებით ან ახალი ინვესტორის პოვნით მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

მშვილდოსანი

სამუშაოს შემდეგ მაღაზიებში გაისეირნება კარგი გადაწყვეტილებაა — შოპინგი სტრესის საუკეთესო წამალია. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საზრუნავი ელით. მოერიდეთ ხელშეკრულებების დადებას, რადგან ამ დღეს ყურადღება გაფანტული გაქვთ და შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგრჩეთ. დროებით წარუმატებლობებსა და სირთულეებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ფორტუნა ცვალებადია და მალე დღესასწაული „თქვენს ქუჩაზეც მოვა“!

მარსი სატურნთან მიმართებაში ტრინში იმყოფება, ამიტომ არსებობს დამწვრობის მიღების ალბათობა. თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლისგან, გაზქურისგან, მდუღარე წყლისა და გავარვარებული საგნებისგან.

თხის რქა

ამ დღეს მოულოდნელი ნაცნობობა და დიდი ხნის სურვილების ასრულება გელით. თქვენი განწყობა და შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია სახლის სიმყუდროვესთან, ამიტომ დროა ინტერიერის გალამაზებაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ, გაჩნდება შანსი, რომ ხელმძღვანელობას თქვენი უნარები და გამოცდილება აჩვენოთ. გირჩევთ წინასწარ მოემზადოთ, რადგან ამას თქვენს კარიერაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შესაძლოა, მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან შეთანხმებას მოაწეროთ ხელი.

მშვენიერი დღეა - მოჭარბებული ენერგია უამრავი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მსუბუქი დიეტა სასარგებლო იქნება და საშუალებას მოგცემთ ორგანიზმი გააჯანსაღოთ.

მერწყული

დროა ყველა უსარგებლო კავშირი გაწყვიტოთ და გვერდით მხოლოდ საიმედო, გამოცდილი მეგობრები დაიტოვოთ. ასტროლოგიური გამოთვლებით, ახლა აქტიური მოქმედებებისთვის საუკეთესო დრო არ არის. მალე თქვენთვის ახალი ჰორიზონტები გაიხსნება და დასვენების დრო აღარ დაგრჩებათ.

ამ დღეს დიდია გაციების ან ვირუსით დაინფიცირების რისკი, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდოთ და ყელს გაუფრთხილდეთ.

თევზები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან განსაკუთრებულ ჰარმონიასა და ემოციურ სიახლოვეს იგრძნობთ. გირჩევთ მას გული გადაუშალოთ. გულწრფელობა და ურთიერთგაგება ბედნიერებით აგავსებთ!

სწავლისა და განვითარების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. წინ დამატებითი ფინანსური ხარჯები გელით, ასე რომ სჯობს ამისთვის წინასწარ მოემზადოთ.

ეცადეთ კვებაში ზომიერება დაიცვათ, თორემ საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. მარსი მეხუთე სახლში გადადის, რაც კუჭსა და ნაწლავებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge