26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
00:18
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს კარგი იქნება, თუ ოჯახურ ტრადიციებს გაიხსენებთ და ნათესავებს სუფრასთან შეკრებთ. ეს ურთიერთობებს გაამტკიცებს და სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.
კოლეგები მზად არიან, რომ რთულ წუთებში მხარი დაგიჭირონ, თუმცა ამით ბოროტად ნუ ისარგებლებთ და საკუთარ მოვალეობებს სხვებს ნუ გადააბარებთ. წარმატებული დღეა, ენერგიული და მოხერხებული იქნებით. ახალი ინფორმაციის გამო, შეიძლება დღის განმავლობაში გეგმები მკვეთრად შეიცვალოს. დღევანდელი დღე იდეალურია განტვირთვისთვის.
კურო
ამ დღეს დაძაბული ემოციური ფონის გამო პარტნიორებთან და თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაცის უხეშობის ან უსამართლო კრიტიკის გამო განწყობა გაგიფუჭდებათ.
მოსალოდნელია ფინანსური დაბრკოლებები, განსაკუთრებით თუკი თქვენი ახალი ჩანაფიქრი რისკის შემცველია.
ეცადეთ ყურადღება ძალების აღდგენაზე გადაიტანოთ. სახლის დალაგება, კარადების მოწესრიგება ან საყვარელ ადამიანთან ჩახუტება სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება კვების რაციონს დაუთმოთ.
ტყუპები
თქვით, რა გაწუხებთ და ნუ მოითმენთ პარტნიორის საქციელს, რომელიც ღირსებას გილახავთ.
დაწყებულ საქმეში საგრძნობ შედეგებს ერთბაშად ვერ მიაღწევთ. ჯერჯერობით იმით დაკმაყოფილდით, რაც გაქვთ და ზედმეტად ამბიციურ მიზნებს ნუ დაისახავთ. არავითარ შემთხვევაში დასახულ გეგმებზე უარი არ თქვათ! თუ გეგმას მტკიცედ მიჰყვებით, თქვენ წინაშე ბრწყინვალე პერსპექტივები გადაიშლება.
ფინანსური პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ, ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაიწევს და თავისუფლად ამოისუნთქავთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების დალაგებისა და ახალი ნაცნობობისთვის. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ყველაფერი ძალისხმევის გარეშე, იოლად გამოგივათ. უთანხმოებისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ.
გირჩევთ ძალები გონივრულად გადაანაწილოთ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოსაძიებლად.
მატერიალური პრობლემების მოგვარება სწრაფად მოგიწევთ, რათა მდგომარეობა არ გაართულოთ. შესაძლოა, კრედიტზე ფიქრიც დაგჭირდეთ. თუ თავს იდეალურად ვერ გრძნობთ, დროა დაფიქრდეთ, ცხოვრებაში რა უნდა შეცვალოთ.
ლომი
დაოჯახებულ ლომებს სასიამოვნო სიურპრიზები ელით. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ეცადეთ, საღამო მეორე ნახევრისგან განცალკევებით გაატაროთ - ამით უაზრო კამათს თავიდან აიცილებთ. არასოდეს დაივიწყოთ ადამიანი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ, განსაკუთრებით - თუ საქმე ბიზნესპარტნიორებს ეხება.
მეგობრების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებით მხოლოდ ცუდ საქმეს გაიფუჭებთ. ფხიზლად იყავით და ნუ დადებთ ხელშეკრულებას საეჭვო რეპუტაციის ადამიანებთან, ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო ოპერაციებში და აზარტულ თამაშებს ნუ ითამაშებთ.
დროა, ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება დაიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქრონიკული დაავადებები თავს შეგახსენებთ.
ქალწული
ამ დღეს სჯობს, პროფესიულ საქმიანობაში შესვენება გამოაცხადოთ და საყოფაცხოვრებო საქმეებს მიხედოთ. სახლში წესრიგის დამყარება და სიმყუდროვის შექმნა მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ ვითარდება, იდეების განხორციელებას მაინც შეძლებთ. დაბრკოლებების დაძლევას მოახერხებთ, თუმცა, შესაძლოა, ფინანსური დანაკარგი თავიდან ვერ აიცილოთ.
მარტივი ვარჯიშიც კი ბევრი ქრონიკული დაავადების პროფილაქტიკა იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპლექსურ ვარჯიშსა და ზომიერ დიეტაზე.
სასწორი
თუ დიდი ხანია შვებულებაში არ ყოფილხართ, საქმეები სასწრაფოდ დაასრულეთ და სამოგზაუროდ გაემგზავრეთ. სახლიდან მოშორებით სასიყვარულო საქმეებში იღბალი და რომანტიკული თავგადასავლები გელით.
თუ ჯერჯერობით მოგზაურობას ვერ ახერხებთ, ეცადეთ სახლში ავეჯი გადააადგილოთ - ფენ-შუის თანახმად, დიდი ხნის მანძილზე ერთფეროვნება ნეგატიური ენერგიის დაგროვებას იწვევს.
თუ ცდილობთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ, უსიამოვნო შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოთ. ერთადერთი, რასაც ამ დღეს უნდა უფრთხოდეთ, საკუთარი ეჭვებია.
მორიელი
ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. გამონახეთ დრო ოჯახური გეგმებისა და მიზნების განხილვისთვის. სამუშაოსთან გამკლავება იოლი არ იქნება - რუტინული საქმეებიც კი ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მიზანდასახულობა წარმატებას მოგიტანთ, რაც თქვენს ახლობლებს ძალიან გაახარებს.
ხელსაყრელი დღეა საჩუქრების, სუვენირების, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს მოერიდოთ, რათა ინფექციის რისკი ან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი
ცხელ გულზე ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მეორე ნახევრის მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ კრიტიკული შენიშვნებისგან თავი შეიკავეთ — ასე სკანდალს თავიდან აიცილებთ. ეცადეთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სამსახურში ნებისყოფის მოკრება და პროფესიონალიზმის ამუშავება მოგიწევთ. დროა, ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. აუზზე წასვლა სხვა დროისთვის გადადეთ, ამ დღეს შეიძლება ინფექცია შეგეყაროთ.
თხის რქა
საყვარელ ადამიანთან ერთად სირთულეებს გადალახავთ და კომპრომისულ გადაწყვეტილებებს იპოვით. ვენერასა და მარსის ასპექტი გრძნობებს გაამძაფრებს და იმ მღელვარებას მოგიტანთ, რომელსაც ურთიერთობის დასაწყისში გრძნობდით.
დღევანდელი დღე სიმბოლურად განწმენდასა და ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლებას უკავშირდება. დადგა დრო, შედეგები შეაჯამოთ და სამომავლო ნაბიჯებზე დაფიქრდეთ. ბეჯითი და შრომისმოყვარე ადამიანები ჯილდოს მიიღებენ, ხოლო ბოლო დროს დაშვებული შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.
ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ – ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
მერწყული
ამ დღეს სასიყვარულო საქმეებში ყველაფერი ძალიან მარტივად გამოგდით, თუმცა სიფხიზლეს ნუ დაკარგავთ - ბედისწერა მალე ისევ გამოგცდით.
გამოცდილი თანამშრომლების აზრს ნუ უგულებელყოფთ და პრობლემების თავიდან აცილებას შეძლეებთ. ფიზიკური შრომა სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით - თუ ოფისში დიდ დროს ატარებთ. სოციალური სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სრულიად შესაძლებელია.
საუკეთესო დროა ორგანიზმის აღდგენისთვის. შანსი გაქვთ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტს დააფინანსებს.
თევზები
შესაძლოა, კოლეგის მიმართ, რომელსაც დიდი ხანია, იცნობთ, ძლიერი ლტოლვა იგრძნოთ. ფრთხილად იყავით - შეიძლება სამსახურებრივმა რომანმა ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახურ საქმეებს დაუთმოთ — ნათესავებს შეიძლება თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.
კარიერულ წინსვლაზე ფიქრი დროებით უნდა შეწყვიტოთ, სამაგიეროდ მოგვარდება საცხოვრებელი საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
შეზღუდეთ კავშირები, მათ შორის სატელეფონო. გვიან ღამით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, ვალს ნუ დააბრუნებთ და ფულს ნუ ისესხებთ. აკონტროლეთ ქოლესტერინის დონე და ცხიმიან და მავნე საკვებს მოერიდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან