დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:02

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მარტოხელა ვერძებს მალე დიდი სიყვარული ელით. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, დღეს შესაძლოა ემოციურად არასტაბილური პერიოდი გქონდეთ — მოსალოდნელია სტრესი და ნერვული დაძაბულობა. ენერგიის დაზოგვის მიზნით, ეცადეთ, მწვავე კამათში არ ჩაებათ.

სასიცოცხლო პოტენციალის მატება თქვენს საქმიანობაზე და ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე დადებითად აისახება. სიფრთხილე გამოიჩინეთ დაპირებების გაცემის ან ხელშეკრულების დადების დროს. წინ მომგებიანი გარიგება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რათა სარგებელი არ დაკარგოთ.

მასაჟი და მსუბუქი ვარჯიში ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კურო

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამ დღეს ეცადეთ, საყვარელი ადამიანის ყველა თხოვნა შეასრულოთ. მალე დარწმუნდებით, რომ თქვენი რჩეული თქვენზე გაცილებით შორსმჭვრეტელია. კარგი იქნება, თუ ოჯახურ წესებს შეიმუშავებთ და მათ მიჰყვებით - ეს ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

საუკეთესო დროა საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებისთვის. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები დიდი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხშირად გადით სუფთა ჰაერზე, ხოლო თუ საშუალება გაქვთ, შვებულება აიღეთ. გარემოს შეცვლა თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე საუკეთესოდ იმოქმედებს.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ ახალმა თაყვანისმცემელმა მალე თავი მოგაბეზროთ. პარტნიორთან ურთიერთობაში არსებული იდილიის მიუხედავად, ეცადეთ საერთო ინტერესები იპოვოთ და შედეგი გაგაოცებთ.

მალე ზეგანაკვეთური მუშაობა მოგიწევთ, რამაც შესაძლოა ოჯახში დაძაბულობა და პრეტენზიები გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ სახლსა და სამსახურს შორის დროს თანაბრად გაანაწილებთ. ეცადეთ საკუთარი სურვილები შესაძლებლობებს შეუსაბამოთ. ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს. თავისუფალი დრო პარკში სეირნობას ან ბუნებაში გასვლას დაუთმეთ.

კირჩხიბი

თქვენს პირად ურთიერთობაში ახალი ვნება იფეთქებს. მიეცით თავს უფლება, რომ ემოციებს აჰყვეთ და ლამაზი წუთებით დატკბეთ.

დაგეგმილი ღონისძიება შესაძლოა, ფინანსური უთანხმოების გამო ჩაიშალოს. ხელსაყრელი დღეა პროფესიული ზრდისთვის - გირჩევთ, ტრენინგებს დაესწროთ და ახალი უნარები აითვისოთ. კარიერული წინსვლისთვის მშვენიერი შანსები გაქვთ. ფულის მოსაზიდად არომათერაპია გამოიყენეთ და სასოწარკვეთას ნუ მიეცემით - ფულს გაბედული ადამიანები უყვარს. დღეს ზედმეტად მგრძნობიარე და ფეთქებადი იქნებით, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობას გაგირთულებთ.

ლომი

გაურკვევლობმ დაგღალათ? დადგა დრო, გულწრფელად ისაუბროთ და ყველა კითხვას პასუხი გასცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრინციპულობა გამოიჩინოთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ - ეს თქვენს ავტორიტეტს გაამყარებს.

გირჩევთ, შემოსავლის ახალ წყაროებზე იფიქროთ. მოერიდეთ ლურჯ სამოსს, რადგან ამჟამად ეს ფერი თქვენში შინაგან პროტესტს იწვევს. პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს. აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ, შესაძლოა ეს სპორტი ან სხვა ფიზიკური დატვირთვა იყო. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

ქალწული

დღევანდელი დღე შესანიშნავია ახალი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად - ვარსკვლავები ჰარმონიასა და სტაბილურობას გპირდებიან. გრძნობების გამოხატვას ნუ მოერიდებით. ამჟამად იმაზე მეტი შესაძლებლობა გაქვთ, ვიდრე გგონიათ — უბრალოდ, საკუთარ შიშებს უნდა აჯობოთ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს. ეს შეიძლება როგორც ადამიანები, ისე რაღაც მოვლენები იყოს.

თუ ფინანსურმა პრობლემებმა შეგაწუხათ დროა, დამატებითი სამუშაო მოძებნოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ გაციებას და ოთახი ხშირად გაანიავეთ. ფიზიკური აქტივობა ახლა ჰაერივით გჭირდებათ.

სასწორი

დღეს გაქვთ შანსი, პაემანზე დაპატიჟოთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ. ნუ მოუსმენთ მეგობრებისა და ნაცნობების რჩევებს და გულის კარნახით იმოქმედეთ!

სამსახურში ეცადეთ, ყველა მოვლენის ცენტრში იტრიალოთ და არც ერთი სიახლე არ გამოგეპაროთ. მეგობრების სტუმრობა ან საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი განწყობას აგიმაღლებთ. დღე საკმაოდ ქაოსური იქნება და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ.

აკონტროლეთ ხარჯები — მალე შესაძლოა დიდი თანხა დაგჭირდეთ. საღამო კოლექტიურ დასვენებას ან მეგობრულ შეკრებას დაუთმეთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს სასიყვარულო თავგადასავლები და სასიამოვნო სიურპრიზები ელით. ნუ გასცემთ თამამ დაპირებებს, რომლებსაც ვერასოდეს შეასრულებთ.

მოსალოდნელია თქვენი პოპულარობისა და ავტორიტეტის ზრდა. თქვენი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა გარკვეულწილად, ამაზეა დამოკიდებული. ნუ იკამათებთ კოლეგებთან, რათა მტრები არ გაიჩინოთ — სჯობს მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანოთ. თქვენი გულუხვობა მოულოდნელ და სასიამოვნო ნაყოფს გამოიღებს.

თუ უძილობა შეგაწუხებთ, ბალახეული ჩაი დალიეთ და ყავასა და ალკოჰოლზე უარი თქვით.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დროა შოპინგისა და მეგობრებთან ერთად გართობისთვის. შესაძლოა, წვეულებაზე საინტერესო ნაცნობობა შედგეს - წინ ემოციების ფეიერვერკი გელით.

სამსახურში მოსალოდნელია შემოწმება, ამიტომ ფხიზლად იყავით! შესაძლოა რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით. მალე შეძლებთ თავს დაუგეგმავი საყიდლების უფლება მისცეთ, მანამდე კი ეცადეთ, ვალები არ აიღოთ.

შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, ეს ყველაფერში დაგეხმარებათ.

თხის რქა

შესაძლოა, ჭორების ობიექტად იქცეთ, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს პოპულარობაზე მიანიშნებს. სჯობს ოჯახურ წრეში საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ, რათა სკანდალი თავიდან აიცილოთ.

ეს დღე ხელსაყრელია სამსახურებრივი საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად. ძველი ნაცნობები თავს საჭირო დროს შეგახსენებენ. დაიწყეთ ახალი საქმეები ოღონდ კანონისა და მორალის ფარგლებში — ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.

თუ საჭესთან ხართ, უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ავარიების რისკი მომატებულია.

მერწყული

დღეს წარმატება სახლიდან შორს გელით, განსაკუთრებით - თუ მეორე ნახევარს ეძებთ. ემოციური ფონი პიკს მიაღწევს, რაც მარსის აქტიურობის ბრალია. მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ.

სამსახურში თქვენი პროფესიონალიზმის დამტკიცებას ადვილად შეძლებთ, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. არსებობს რისკი, რომ ფული არაგონივრულად დახარჯოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან.

თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, მეტი იმოძრავეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აიცილოთ.

თევზები

ემოციური ცვალებადობის პერიოდია. პროფესიულ საქმიანობაში ყველაფერი ადვილად გამოგივათ, თუმცა პირად ურთიერთობებში შესაძლოა გაუგებრობებს წააწყდეთ. ოჯახურ ტრადიციებს ნუ დაივიწყებთ და უფროს ნათესავებს პატივი ეცით.

ოპონენტები დღეს უფრო დამთმობები იქნებიან, ამიტომ კარგი დღეა სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge