22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21:46 შაბ. 21 თებერვალი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს თქვენი მომხიბვლელობა საგრძნობლად მოიმატებს, ვარსკვლავების განლაგება და ორიგინალური ხედვა კი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თქვენი გადაწყვეტილებების შედეგების სწორად შეფასების უნარი ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეცადეთ, ამ დღეს მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ — ზოგი თქვენი სიტყვა, განსაკუთრებით, მწარე შენიშვნები, მომავალში თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება.
რეტროგრადული მერკურის გამო, დიდ ფინანსურ შემოსავალს ნუ ელით, ამიტომ არსებულ რესურსებს უნდა გაუფრთხილდეთ. თქვენი აურა ძლიერდება, რაც ენერგიის მოზღვავებასა და ამაღლებულ განწყობას მოგიტანთ.
კურო
თუ გრძნობთ, რომ სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ, ახლა საუკეთესო დროა სიტუაციის შესაცვლელად — მთავარია, ინიციატივა გამოიჩინოთ! ოჯახში სიმშვიდისა და ჰარმონიის პერიოდი იწყება, რაც საშუალებას მოგცემთ ახლობლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
სამსახურში მარტივი დავალების შესრულების დროსაც კი სიფრთხილე გმართებთ - ნეპტუნის მაღალი აქტივობის გამო მცირე შეცდომების ალბათობა არსებობს. ფინანსურ ოპერაციებსა და ხარჯებს სიფრთხილით მოეკიდეთ. ძვირად ღირებულ ნივთებს ნუ შეიძენთ და დაუფიქრებელ დაპირებებს ნუ გასცემთ. თუ სტომატოლოგთან ვიზიტს დიდი ხანია აჭიანურებთ, დროა ეს საკითხი მოაგვაროთ.
ტყუპები
პარტნიორთან ურთიერთობა ვნებითა და სინაზით სავსეა, ძველი წყენა თითქმის წარსულს ჩაბარდა. საყვარელი ადამიანი სამსახურში, ბოლოს და ბოლოს, სამსახურში პრობლემას მოაგვარებს, რაც ოჯახურ გარემოს დაამშვიდებს.
ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილური გახდება, თუმცა ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით და განვითარება განაგრძეთ! საღამოს მოერიდეთ სტრესს და საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობისთვის დრო გამონახეთ. აკონტროლეთ არტერიული წნევა, განსაკუთრებით თუ ჰიპერტონია გაწუხებთ.
კირჩხიბი
ძველი უსიამოვნებების მიუხედავად, თავდაჯერებული ხართ და მიზნისკენ ისწრაფვით. გახსოვდეთ, რომ ემოციები ცუდი მრჩეველია — ფეთქებადმა ხასიათმა შესაძლოა არასასურველი ცვლილებები გამოიწვიოს. არსებობს საფრთხე, რომ ამ დღეს უკიდურესობაში გადავარდეთ ან სასურველი რეალობად მიიჩნიოთ.
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო მოხელეებთან ურთიერთობის, საქმიან ქაღალდებზე ხელის მოწერისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა გაუაზრებელი ნათქვამის გამო გაუგებრობა მოხდეს. ელოდეთ სასიამოვნო დამთხვევებს, რომლებიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სამყარო დასახული გეგმების განსახორციელებლად დადებითი ენერგიით აგავსებთ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება მოულოდნელობის ფაქტორი ჩაერიოს, თუმცა ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. რემონტთან და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ — ეს საქმიანობა შინაგანი კმაყოფილების გარდა, კომფორტულ გარემოს მოგიტანთ.
შესაძლოა, კრიტიკის ობიექტად იქცეთ, მაგრამ ეს პირად შეურაცხყოფად არ უნდა მიიღოთ. შენიშვნები თვითგანვითარებისთვის გამოიყენეთ. იდეალური დღეა ახალი ბიზნესის დასაწყებად. ემოციებს ნუ მისცემთ თქვენი მართვის უფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცხარებულ გულზე შეიძლება ახლობლებს აწყენინოთ.
ქალწული
ყველაფერში ლიდერობისკენ ისწრაფვით, მათ შორის, პარტნიორულ ურთიერთობებშიც. მთავარია, ლიდერობა მბრძანებლობის სურვილში არ გადაიზარდოს. მოგზაურობა ყოველ თქვენს დღეს ახალი აზრითა და ემოციებით ავსებს, მაგრამ თუ მოგზაურობას ვერ ახერხებთ, ეცადეთ შაბათ-კვირას მეგობრები მოინახულოთ.
კოლეგებთან ურთიერთობისას დიპლომატია და მოთმინება გამოიჩინეთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს გექნებათ შანსი, რომ მოგებიანი შენაძენი გააკეთოთ ან ფული სარფიანად დააბანდოთ.
ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ და ლიფტის ნაცვლად, კიბე გამოიყენოთ— ეს თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას გააძლიერებს.
სასწორი
ამ დღეს ვენერას მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ, სასურველი ადამიანის მოხიბვლაში მხოლოდ საკუთარი მომხიბვლელობა დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ამბავი, რომელიც თქვენი ჩვეული ცხოვრების წესს ძირეულად შეცვლის. შესაძლოა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ.
იდეალური დღეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ხელშეკრულებების და საქმიანი ქაღალდების გაფორმებას მიაქციეთ და ფიზიკურ აქტივობასაც ნუ დაივიწყებთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს ბოლომდე მოუსმინოთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. თუ დიდი ხანია საკუთარი საქმის დაწყებაზე ფიქრობთ, დროა, გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაცია გაიაროთ. დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაქვთ — შემოსავლის ახალი წყარო ან წარმატებული ინვესტიციის შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა გადაწყვეტილება კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.
სამსახურში საქმეები უკეთესობისკენ წავა. აკონტროლეთ ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი ქოლესტერინისა და შაქრის დონე სისხლში.
მშვილდოსანი
გულთბილი საუბარი ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ, თუმცა ფინანსურ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე მსჯელობისგან თავი შეიკავეთ. ოჯახურ ცხოვრებაში მშვიდი და უღრუბლო პერიოდი გაქვთ. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ პირადმა სიმპათიებმა ან ანტიპათიებმა შეიძლება მუშაობაში ხელი შეგიშალოთ. კარგი განწყობის ფორმულა მარტივია - ნაკლები სტრესი, ჯანსაღი კვება და მშვიდი ძილი.
თხის რქა
თუ მარტოხელა ხართ, მდგომარეობის შესაცვლელად ინიციატივა ხელში უნდა აიღოთ. სახლის კეთილმოწყობის თუ შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის უკეთეს დღეს ვერ ინატრებთ. შეზღუდეთ ურთიერთობა მათთან, ვინც პატივს არ გცემთ და თქვენს დროს არ აფასებს.
სამსახურში ვიღაც თქვენი იდეის მითვისებას ეცდება და ყურადღება არ მოადუნოთ. მეგობრებთან ურთიერთობა კარგია, მაგრამ ტელეფონზე ბევრმა ლაპარაკმა შეიძლება საღამოს თავის ტკივილი გამოიწვიოს.
მერწყული
ფიქრობთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც გსურთ? იქნებ მიზეზი თქვენი გადაჭარბებული მოთხოვნებია? გარემოებებს ნუ შეებრძოლებით და ეცადეთ, ცხოვრების დინებას მიჰყვეთ.
სამსახურში დაგროვილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ ამისთვის ვინმე მადლობას გეტყვით. საღამოს მოსალოდნელია კარგი ამბავი ან მოგებიანი შეთავაზება.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მხრივ გამოვლენილ მცირე სიმპტომებსაც კი — ეს ორგანიზმის გაფრთხილებაა.
თევზები
ამ დღეს თქვენს ფიქრებსა და გრძნობებს ცვალებადი მთვარე მართავს, რაც დღის განმავლობაში განწყობის მკვეთრ ცვლილებასა და სპონტანურობას გამოიწვევს. ახლა პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ ის, რაც ადრე რთულად გეჩვენებოდათ, ადვილად გამოგივათ.
მიხედეთ საქმეებს, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ გყოფნიდათ. თუ კოლეგას დახმარება დასჭირდა, დაეხმარეთ და ერთგულ მეგობარს შეიძენთ. დადგა დრო, რომ სამეწარმეო ნიჭი გამოიჩინოთ — ამ დღეს მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებები წარმატებული იქნება.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა საყოფაცხოვრებო სირთულეები შეგექმნათ, რისი მიზეზიც ქრონიკული დაღლილობა იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან