25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენი პირადი ცხოვრება ნათელი ფერებით აივსება, თუმცა, ეცადეთ, მორიელისა და კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის უსამართლო კრიტიკასა და შენიშვნებს მოერიდოთ.
ამ დღეს ახალი საქმეების დაწყება არასასურველია, რადგან წარმატების შანსი მცირეა, სამაგიეროდ, იღბალი სხვა მხრივ გაგიღიმებთ. მთავარია, არ გამოტოვოთ შანსი, რომელიც თქვენი მატერიალური კეთილდღეობის საფუძველი გახდება.
კარგი იქნება, თუ პროფესიონალ დიეტოლოგს კვების ინდივიდუალური გეგმის შესადგენად მიმართავთ.
კურო
ეცადეთ, საყვარელი ადამიანისთვის ენერგიის წყაროდ იქცეთ. თუ "მეორე ნახევარი" ჯერ არ გიპოვიათ, მეტი უნდა იაქტიუროთ. ამ დღეს მეგობრებისა და ახლობლების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ სხვისი საზრუნავი ზედმეტ ტვირთად არ უნდა აიკიდოთ.
ურთიერთობა თქვენი მთავარი იარაღია - ნებისმიერ ამოცანას გადაჭრით, თუ საჭირო ინფორმაციას სხვებისგან მიიღებთ. თუ ზედმეტი ფული გაგიჩნდათ, ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც ადრე უანგაროდ გეხმარებოდათ.
საღამოს კარგი იქნება ქალაქგარეთ გასეირნება, ოღონდ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით — არსებობს გაციების რისკი.
ტყუპები
მოემზადეთ ხშირი სტუმრობისთვის პრესტიჟულ ღონისძიებებზე, მდიდრულ სასტუმროებსა თუ რესტორნებში —შეიძლება თქვენს სიყვარულს სწორედ იქ შეხვდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორთან ურთიერთობაში მრავალფეროვნება შეიტანოთ, მაგალითად, ექსტრემალური ტურიზმით დაინტერესდეთ.
ეცადეთ, ამ პერიოდში დაპირებები არ გასცეთ, მაგრამ თუ სიტყვას დადებთ, მისი შესრულება აუცილებელია. მოერიდეთ არაგულწრფელ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მახეში გაბმას ეცდებიან.
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას. დღის რეჟიმში მცირე ცვლილებები განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში შესაძლოა კონფლიქტი სრულიად უმიზეზოდ დაიწყოს, თუმცა ამის თავიდან აცილება მარტივია. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში — მათი მხარდაჭერა ნებისმიერ სირთულეს დაგაძლევინებთ.
გეჩვენებათ, რომ უფროსი ზედმეტად მომთხოვნი გახდა, მაგრამ მის გაკრიტიკებას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა, უბრალოდ რთული პერიოდი აქვს.
ფინანსური კუთხით ბევრი ახალი იდეა დაგებადებათ. არის ინფექციური დაავადების რისკი, ამიტომ ექიმს დროულად მიმართეთ, რათა მკურნალობა მარტივი და ხანმოკლე იყოს.
ლომი
ამ დღეს შესაძლოა ქათინაურებით აგავსოთ ადამიანმა, რომელიც სინამდვილეში თქვენ მიმართ გულგრილია. დღევანდელი დღე სასიყვარულო ავანტიურებისთვის არ გამოდგება, ამიტომ სჯობს, სტაბილური ოჯახური ცხოვრებით დაკმაყოფილდეთ.
ნუ მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ და საეჭვო თხოვნებს ნუ დათანხმდებით — შესაძლოა ვიღაცას თქვენი გამოყენება სურს.
ფინანსისტებისა და ბირჟის მოთამაშეებისთვის ეს დღე შეიძლება წამგებიანი იყოს, ამიტომ ფინანსურ რისკებს ერიდეთ. მედიტაცია და რელაქსაცია შინაგანი წონასწორობის პოვნაში დაგეხმარებათ.
ქალწული
დღეს სასიყვარულო საქმეებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. პასუხისმგებლობის გრძნობა წარმატებას მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის „სიმშვიდე ქარიშხლის წინ“ — სახლში იდილია შესაძლოა მოულოდნელმა სკანდალმა დაარღვიოს.
სამსახურში დიდი დატვირთვა გელით, ამიტომ, თუ შესაძლებელია, მოვალეობები კოლეგებს შორის გაანაწილეთ. პარტნიორების მხრიდან არაკეთილსინდისიერმა ქცევამ შესაძლოა სირთულეები შეგიქმნათ.
ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე — ეს მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
სასწორი
ეს დღე ეჭვებსა და ყოყმანში გაივლის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში, არ მიიღოთ. სჯობს ეს დრო ოჯახურ საქმეებს დაუთმოთ.
გახსოვდეთ, რომ ადამიანის ავტორიტეტის შექმნას წლები სჭირდება, მის დაკარგვას კი წუთები ჰყოფნის, ამიტომ საეჭვო ავანტიურის გამო სახელს ნუ გაიფუჭებთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ სწორ მომენტს შეარჩევთ და სხვებს საკუთარ სიმართლეში დაარწმუნებთ.
წვრილმანებზე ნუ ნერვიულობთ - ისინი ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდიან.
მორიელი
ვარსკვლავები მარტოხელა მორიელებს ურჩევენ, რომ ცოტა ხნით განმარტოვდნენ და საკუთარ სურვილებში გაერკვნენ. თუ მეგობრების დახმარებას ელით, მათკენ პირველი ნაბიჯები თავად უნდა გადადგათ.
დღის დასაწყისს პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ, მაგრამ თავს წარმატებით გაართმევთ. უახლოეს მომავალში ახალ პროექტებს ნუ დაიწყებთ — საეჭვოა, მათი დასრულება შეძლოთ, სამაგიეროდ, დასახული მიზნების მიღწევას ადვილად შეძლებთ.
ეს დღე იდეალურია ფიზიკური ვარჯიშისა და მეგობრებთან შეხვედრისთვის.
მშვილდოსანი
მათ, ვინც ძიების პროცესშია, ვარსკვლავები იმიჯის შეცვლას და გარდერობის განახლებას ურჩევენ. ოჯახური ფუსფუსი და საყიდლები თქვენ და თქვენს ახლობლებსაც დიდ სიხარულს მოგიტანთ.
მომდევნო დღეებში ეცადეთ, სახლიდან ადრე გახვიდეთ, რადგან მოსალოდნელია ტრანსპორტთან დაკავშირებული შეფერხებები.
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მალე დამატებითი შემოსავლის წყაროს იპოვით, ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და ქრონიკული დაავადებები უკან დაიხევს.
თხის რქა
ენდეთ პარტნიორს და ბრალდებებს უსაფუძვლოდ ნუ წაუყენებთ. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, რჩევა ოჯახის წევრებს ჰკითხეთ.
ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რისი კონტროლიც შეგიძლიათ — ეს სტრესს თავიდან აგარიდებთ. ფრთხილად იყავით — არსებობს ფულის დაკარგვის რისკი.
საჯარო სფეროში დასაქმებულ თხის რქებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა უფროსის კრიტიკა თავიდან აიცილონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმუნიტეტი გაიძლიერეთ და ორგანიზმის ზედმეტ დატვირთვას მოერიდოთ.
მერწყული
ასტროლოგიური პროგნოზი ვარაუდობს, რომ მარტოხელა მერწყულები ცხოვრების თანამგზავრს იპოვიან. შესაძლოა, ძლიერი ემოციები დაგეუფლოთ, მაგრამ ეცადეთ, კონტროლი არ დაკარგოთ. სირთულეები შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იღბალმა ზურგი გაქციათ. ახლა არახელსაყრელი დროა ინვესტიციებისთვის ან გარიგებებისთვის.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დაიწყოთ, რაც ენერგიით აგავსებთ. კარგი დღეა წონაში კლების კურსის დასაწყებად.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ და საკუთარ გრძნობებს მოუსმინოთ. ეცადეთ, ცდუნება დაძლიოთ და წამიერ ვნებებზე უარი თქვათ — ეს შესაძლოა შეცდომა აღმოჩნდეს. სამსახურში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება ან კოლეგებთან გაუგებრობა.
ერიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებს, რადგან ისინი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. ნუ აჰყვებით ემოციებს და მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან